ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და ჩემი რჯული დაარღვიეს.

1

წიაღთა მიმართ მათთა ვითარცა ქუეყანაჲ, ვითარცა არწივი სახლსა ზედა უფლისასა მის წილ, რომელ გარდაჰჴდეს აღთქმასა ჩემსა და ძჳნად შჯულისა ჩემისა უთნო იქმნნეს.

2 შემომღაღადებენ: ღმერთო ჩემო, შეგიცანიო ისრაელმა! 2 მე მიღაღადებდენ: ღმერთო, გიცანთ შენ,
3 მაგრამ უარყო ისრაელმა სიკეთე, მტერი დაედევნება 3 რამეთუ ისრაჱლი განვაყენე კეთილსა, მტერმა დევნა იგინი.
4 მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპად. 4 თავითა მათითა მეფობდეს, და არა ჩემ მიერ იმთავრეს, არა მიცნეს მე, ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ქმნნეს თავთა მათთა კერპებად, რაჲთა მოისრნენ.
5 დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის უნდა იყო უწმიდური? 5 მოსპე ჴბოჲ შენი, სამარია! განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, ვიდრე რომლისამდე ვერ უძლავსყე განწმედად ისრაჱლისა შორის.
6 რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო. 6 და იგი ხურომან შექმნა და არა ღმერთი არს მით, მაცთურ იყო ჴბოჲ შენი, სამარია,
7 რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავები არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ. 7 რამეთუ ქარრყუნილებასა სთესავს და დაქცევაჲ მათი ელის ამათ. მჭელელსა არა აქუს ძალი ყოფად ფქჳლისა. ხოლო უკეთუ ყოსცა, უცხოთა შეჭამნენ იგინი.
8 ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის. 8 დაინთქა ისრაჱლი. აწ იქმნა წარმართთა შორის, ვითარცა ჭურჭელი უჴმარი,
9 აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს. 9 რამეთუ იგინი აღვიდეს ასურასტანელთამი. აღმომორჩდა თჳსაგან ეფრემ-ძღუენი შეიყუარა.
10 თუმცა გასცემდნენ ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ. 10 ამისთჳს მიეცნენ წარმართთა შორის. აწ შევიწყნარნე იგინი, და დაშურენ მცირედ ცხებად მეფისა და მთავართა.
11 რადგან შესაცოდად გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, შესაცოდად აქვს მას სამსხვერპლოები. 11 რამეთუ განამრავლნა ეფრემ მსხუერპლისსაცავნი, ცოდვა მისი იქმნეს მსხუერპლისსაცავნი შეყვარებულნი.
12 დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი. 12 დავაწერო მას სიმრავლე, შჯულვილნი მისნი უცხოდ შერაცხილ იქმნეს,
13 მოაქვთ სამსხვერპლო ძღვენი ჩემთვის, მიკლავენ საკლავს და ხორცს თავადვე ჭამენ; უფალს არ ეთნევა ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან. 13 სამშჯავრონი შეყუარებულნი მით, რამეთუ, უკუეთუ დაკლან საკლველი და ჭამონ ჴორცი, უფალი არ შეიწყნარებს ამათ. აწ მოიჴსენნეს სიცრუენი მათნი და შურ-იგოს უსჯულოებათა მათთათჳს. იგინი ეგჳპტედ მიიქცეს და ასსურასტანს არაწმიდას ჭამდენ.
14 დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და სასახლეებს აშენებს; იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს. 14 და დაივიწყა ისრაჱლმან შემოქმედი თჳსი და აღაშენნეს ტაძარნი, და იუდა განამრავლნა ქალაქნი მოზღუდვილნი. და გამოვავლინო ცეცხლი ქალაქთა მისთა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი მათნი.