ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად უცქერით სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის? |
1 |
ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სიძესა: რასა ჰხედავთ, სულამიტელნო? შორის მომავალი, ვითარცა მწყობრი ბანაკთა. |
2 | როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით. | 2 | რაჲსა განშუენდეს კუალნი შენნი საჴამლობითა, ასულო ამინადიბისო? ნაწევრებულებაჲ წვივთა შენთაჲ, მსგავსი მელევანდისაჲ, ნაქმარ ჴელოვნისა. |
3 | შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისაგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გრემოცული. | 3 | უპე შენი - ტაკუკ წახნაგებულ, არამოკლებულ ზავებულისაგან; მუცელი შენი - ხუავი იფქლისაჲ, მოკრძალული შროშნითა; |
4 | ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი. | 4 | ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი მარჩბივნი თიკანნი ქურციკისანი; |
5 | შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭეებთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული. | 5 | კისერი შენი, ვითარცა გოდოლი პილოსძუალისაჲ; თუალნი შენნი, ვითარცა ტბანი ესებონისანი, ცხჳრნი შენნი, ვითარცა გოდოლი ლიბანისაჲ პირისპირ დამასკისა; |
6 | შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული, კავებით შეკრული. | 6 | თავი შენი შენ ზედა, ვითარცა კარმელი და ნათხზენი თავისა შენისა, ვითარცა პორფირი, მეფე შეკრული თანაწარმვლელთა შორის. |
7 | რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, მენი სიტკბოებით! | 7 | სიდიდე შენი ემსგავსა ფინიკსა და ძუძუნი შენნი ტევანთა. |
8 | შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები. | 8 | რაბამ განშუენდი და რაბამ დასტკბა სიყუარული შუებათა შენთა?! |
9 | ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი. | 9 | და ვთქუ: აღვიდე ფინიკსა და ვიპყრა სიმაღლე მისი. და იყვნენ ძუძუნი შენნი, ვითარცა ტევანნი ვენაჴისანი, და ორთქლი ცხჳრთა შენთა, ვითარცა ვაშლი, |
10 | შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი. | 10 | სასა შენი, ვითარცა ღჳნო კეთილი. მომვლელი ძმისწულისა მიერ ჩემისა სიწრფოებად, კმასაყოფელად ბაგეთა ჩემთა და კბილთა. |
11 | მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც. | 11 | მე ძმისწულისა ჩემისა და ჩემდა მომართ მოქცევაჲ მისი. |
12 | მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე; | 12 | მოვედ, საყუარელო ჩემო, განვიდეთ აგარაკად, ვიქცეოდეთ დაბათა შინა; |
13 | ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი. | 13 | ვიმსთოთ ვენაჴთა შინა, ვიხილოთ, უკუეთუ აღყვავნა ვენაჴი, უკუეთუ აღყუავნა ბუტკოვნებაჲ, უკუეთუ აღყუავნეს ბროწეულნი. მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ. |
14 | სურნელებით ფშვიან მანდრაგორები, ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ - ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, მეტრფევ ჩემო. | 14 | მანდრაგორთა შენთა გამოსცეს სულნელებაჲ და კართა ზედა ჩუენთა შენნი მწუერვალნი ხეთანი, ახალნი ძუელთა თანა, რომელი მომცა დედამან ჩემმან, ძმისწულო ჩემო, დაგიმარხო შენ. |