ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, სადღესასწაულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, უთხრა: 1

ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას კარავსა შინა წამებისასა პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა გამოსლვასა მათსა ქუეყანით ეგჳპტით, ჰრქუა:

2 აღწერე ისრაელიანთა საზოგადოება საგვარეულოებად და მამისსახლებად, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამროვანი სათითაოდ. 2 იწყე შენ აღრაცხად ყოველთა კრებულთა ძეთა ისრაჱლისათა, ნათესავთა მათთა და სახლთა მამათა მათთა, რიცხჳ სახელთა მათთაჲ და თავად-თავადისა მათისაჲ.
3 აღრიცხეთ შენ და აარონმა ყველა ისრაელიანი ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი, თავთავისი ლაშქრისდა მიხედვით. 3 ყოველი ჭაბუკი ოცი წლითგან და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვალს ძლიერი ისრაჱლისაგან, აღხილვად მათა ძლიერთა მათ ისრაჱლისათა აღიხილნეთ იგინი ძლიერებითურთ მათით, შენ და აჰრონ აღრაცხნეთ იგინი.
4 თან იყოლიეთ ყოველი შტოდან თითო კაცი, თითოეული თავისი მამისსახლის თავკაცი. 4 და თქუენ თანა იყუნენ თითოეულნი თავად-თავადნი მთავარნი და ტომად-ტომადნი იყუნედ.
5 აი, მათი სახელები, ვინც თქვენთან უნდა იდგნენ: რეუბენიდან: ელიცურ შედეურის ძე; 5 და ესე სახელნი ამათ კაცთანი, რომელნი თქუენ თანა იყუნენ რუბენისი: ელისურ, ძე ედიოზორისი,
6 სიმონიდან: შელუმიელ ცურიშადის ძე; 6 სჳმეონისი: სალამიელ, ძე სურისადაჲსი,
7 იუდადან: ნახშონ ყამინადაბის ძე; 7 იუდაჲსი: ნაასონ, ძე ამინადაბისი,
8 ისაქარიდან: ნათანიელ ცუარის ძე; 8 იზაქარისი: ნათანაელ, ძე სუგარისი,
9

ზებულონიდან: ელიაბ ხელონის ძე;

9 ზაბულონისი: ელიაბ, ძე ქელონისი,
10 იოსებიანთაგან: ეფრემიდან ელიშამაყ ამიჰუდის ძე, მენაშედან გამალიელ ფედაცურის ძე; 10 ძენი იოსებისნი, ეფრემისნი: ელისამა, ძე ემიუდისი, მანასესი: გამალიელ, ძე ფადასურისი,
11 ბენიამინიდან: აბიდან გიდეონის ძე; 11

ბენიამინისი: ამინადან, ძე გედეონისი,

12 დანიდან: ახიეზერ ყამიშადაის ძე; 12 დანისი: აქიეზერ, ძე ამინადაჲსი,
13 აშერიდან: ფაგეყიელ ყაქრანის ძე; 13 ასერისი: ფაგეელ, ძე
14 გადიდან: ელიასაფ რეღუელის ძე; 14 ექრანისი, გადისი: ელისაფატ, ძე ჰრაგუელისი,
15 ნაფთალიდან: ახირაყ ყენანის ძე; 15 ნეფთალემსი: აქირე, ძე ენანისი.
16

ესენი არიან წოდებულნი საზოგადოებიდან, თავთავის მამათა შტოების თავკაცები, ისრაელის ათასისთავთაგანნი.

16 ესე რჩეულნი კრებულთანი და მთავარნი ნათესავთანი ტომად-ტომადთანი ათასეულთა ისრაჱლისათანი არიან.
17 გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, სახელდებით ჩამოთვლილნი. 17 და მოიყვანნეს მოსე და აჰრონ კაცნი ესე, რომელნი წოდებულ იყუნეს სახელად-სახელად.
18 მათ შეკრიბეს საზოგადოება მეორე თვის პირველ დღეს და გაარკვიეს მათი წარმავლობა საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყველასი, სათითაოდ, ოცი წლიდან მოყოლებული, 18 და ყოველი ერი შეკრიბეს პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა და აღიხილეს თესლად-თესლადი მათი და ტომად-ტომადი მათი და რიხჳ სახელთა მათთაჲ ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი ჭაბუკი თავად-თავადი მათი,
19 როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, ისე აღრიცხა ისინი სინაის უდაბნოში. 19 ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აღრაცხნეს უდაბნოსა სინას.
20 სულ იყო აღრიცხული რეუბენის, ისრაელის პირმშოს შთამომავალთაგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 20 და იყუნეს ძენი რუბენისნი პირმშოჲსა ისრაჱლისა ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამისა მათისანი და რიცხუნი სახელთა მათთანი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი,
21 რეუბენის შტოში აღრიცხული იყო ორმოცდაექვსი ათასი ხუთასი. 21

ძეთა რუბენისთაჲ - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.

22 სიმონიანთა მთელი შთამომავლობა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ სათითაოდ, ყველა მამროვანი ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 22 ძენი სჳმეონისნი - ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი.
23 სიმონის შტოდან აღრიცხული იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი. 23 აღხილვაჲ იგი მათი ნათესავისა მის სჳმეონისი - ორმეოცდაცხრამეტ ათას და ოთხას.
24 გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი. 24 ძენი იუდაჲსნი ნათესავნი მათნი და ტომნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
25 გადის შტოში აღირიცხა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი. 25 ნათესავისა მის იუდაჲსა - სამეოცდაათხუთმეტ ათას და ექუსას.
26 იუდიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 26 ძენი ისაქარისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
27 იუდას შტოში აღირიცხა სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი. 27 ნათესავისა მის ისაქარისი - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას.
28 ისაქარიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი. 28 ძენი ზაბულონისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი
29 ისაქარის შტოში აღირიცხა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი. 29 ნათვსავისა მის ზაბულონსი - ორმეოცდააჩჳდმეტ ათას და ოთხას.
30 ზებულონიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 30 ძეთა იოსებისთაჲ: ძენი ეფრემისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი
31 ზებულონის შტოში აღირიცხა ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი. 31

ნათესავისა მის ეფრემისი - ორმეოც ათას და ხუთას.

32 იოსებიანთა, ეფრემიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვი!სამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 32 ძენი მანასესნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი
33 ეფრემიანთა შტოში აღირიცხა ორმოცი ათას ხუთასი. 33 ნათესავისა მის მანასესი - ოცდაათოთხმეტ ათას და სამას.
34 მენაშეანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 34 ძენი ბენიამენისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უფროჲსი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი და რიცხჳ იგი მათი
35 მენაშეს შტოში აღირიცხა ოცდათორმეტი ათას ორასი. 35 ნათესავისა მის ბენიამენისი - ოთხ და ათხუთმეტ ათას და ოთხას.
36 ბენიამინიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 36 ძენი გადისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
37 ბენიამინის შტოში აღირიცხა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი. 37  
38 დანიანთა მთელი მოდგმა - საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 38 ძენი დანისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
39 დანის შტოში აღირიცხა სამოცდაორი ათას შვიდასი. 39 ნათესავისა მის დანისი - სამეოცდაორ ათას და ოთხას.
40 აშერიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 40 ძენი ასერისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახლთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი და ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი
41 აშერის შტოში აღირიცხა ორმოცდაერთი ათას ხუთასი. 41

ნათესავისა მის ასერისი - ორმეოც და ათას და ხუთას.

42 ნაფთალიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. 42 ძენი ნეფთალემისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
43 ნაფთალის შტოში აღირიცხა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი. 43 ნათესავისა მის ნეფთალემისი - ორმეოცდაათცამეტ ათას და ოთხას.
44 ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა, თორმეტმა კაცმა, თითო კაცმა ყოველი მამისსახლიდან. 44 ესე აღხილვაჲ, რომელი აღრაცხეს მოსე და აჰრონ და მთავართა ისრაჱლისათა, ათორმეტთა მთავართა კაცი ერთი ტომად-ტომადისა თითოჲსა ნათესავად-ნათაესავად სახლთა მამულთა მათთანი იყუნეს.
45 აღმოჩნდნენ ისრაელიანთაგან აღრიცხულნი მათი მამისსახლების მიხედვით ოცი წლიდან მოყოლებული ყველა ისრაელიანი, ლაშქრად გამსვლელი. 45 და იყო ყოველი იგი აღხილვაჲ ძეთა ისრაჱლისათა ძალითურთ მათით ოცით წლითგანი და უფროსით ყოველი, რომელი გამოვიდოდა ბრძოლად ისრაჱლისაგან
46 აღმოჩნდა მთლიანად აღრიცხული ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი. 46 ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის.
47 ლევიანები არ აღრიცხულან მათ შორის თავ-თავიანთი მამების შტოთა მიხედვით. 47 ხოლო ლევიტელნი იგი და ნათესავნი იგი მათნი არა შეარაცხნეს შოვრის ძეთა ისრაჱლისათა.
48 ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: 48 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
49 ოღონდ ლევის შტო არ აღრიცხო, არ აღრიცხო ისრაელიანთა შორის. 49 იხილე ნათესავი ლევისი, არა შეარაცხნე იგინი შორის ძეთა ისრაჱლისათა.
50 ჩააბარე ლევიანებს მოწმობის სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრითურთ, რაც მას ეკუთვნის. ატარონ სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრით, რაც მას ეკუთვნის. მას მოემსახურონ და სავანის ირგვლივ დაიბანაკონ. 50 და შენ დაადგინენ ლევიტელნი კარავსა წამებისასა და ყოველსა ჭურჭერსა მისსა და ყოველსა ზედა, რაჲცა არს მას შინა, მათ აღიღონ კარავი და ყოველი სამსახურებლი მისი. და იგინი ჰმსახურებდენ მას შინა, და გარემო კარავსა დაიბანაკონ და, რაჟამს აღიღებდენ კარავსა, დაჴსნენ იგი ლევიტელთა.
51 გამგზავრებისას სავანე ლევიანებმა დაშალონ; დაბანაკებისას სავანე ლევიანებმა აღმართონ. ვინც კი გარეშეთაგან მიეკარება, მოკვდეს. 51

და რაჟამს დაიბანაკებდეს კარავი, მათ აღმართონ იგი და სხუა, რომელი მიეახლოს, მოკუედინ.

52 უნდა დაიბანაკონ ისრაელიანებმა - თითოეულმა თავის ბანაკში, თითოეულმა თავისი დროშის ქვეშ, თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით. 52 და დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან წესსა ზედა თჳსსა და კაცმან მთავრობასა თჳსსა ზედა ძალითურთ მათით.
53 დაიბანაკონ ლევიანებმა მოწმობის სავანის ირგვლივ, რომ არ იყოს რისხვა ისრაელიანთა საზოგადოებაზე. ლევიანები იდგებიან მოწმობის სავანის დასაცავად. 53 ხოლო ლევიტელთა დაიბანაკონ წინაშე უფლისა მახლობელად გარემო კარავსა წამებისასა. და არა იყოს ცოდვა შორის ძეთა ისრაჱლისათა და დაიცვან ლევიტელთა მათ ჴუმილვაჲ იგი კარავისა მის წამებისაჲ.
54 ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. ასე გააკეთეს. 54 და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აჰრონს, ეგრეთ ყვეს.