ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
და მისა შემდგომად წარიძრა ერი იგი ასეროთით კერძო და დაიბანაკეს უდაბნოსა მას ფარანისასა. |
||
1 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: |
2 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: წარავლინენ შენ კაცნი. |
2 | გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში. | 3 | და განიმსტრვედ ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელი მივეც მე ძეთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად. კაცი თითოჲ ტომისაგან, სახლისაგან მამათა მათთაჲსა, წარავლინნე ყოველნივე იგინი მთავარნი მათგანი. |
3 | გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ; ყველანი ისრაელიანთა მთავრები იყვნენ. | 4 | და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ სიტყჳთა უფლისაჲთა, ყოველნი კაცნი მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი. და ესე არს სახელები მათი: |
4 | აი, მათი სახელები: რეუბენის შტოდან - შამუაყ ზაქურის ძე; | 5 | ტოჰმისა რუბენისი - სალამიელ, ძე ზაქურისი. |
5 | სიმონის შტოდან - შაფატ ხორის ძე; | 6 | სჳმეონისი ნათესავისაჲ - ზაფატია, ძე სურისი. |
6 | იუდას შტოდან - ქალებ იეფუნეს ძე; | 7 | ძეთაგან იუდაჲსთა - ქალებ, ძე იეფონესი. |
7 | ისაქარის შტოდან - იგალ იოსების ძე; | 8 | ძეთაგან ისაქარისთა - გალაამ, ძე იოსეფისი. |
8 | ეფრემის შტოდან - ოსია ნუნის ძე; | 9 | ძეთაგან ეფრემისთა - ისო, ძე ნავესი. |
9 | ბენიამინის შტოდან - ფალტი რაფუს ძე; | 10 | ძეთაგან ბენიამისთა - ფალტი, ძე რაფუჲსი. |
10 | ზებულონის შტოდან - გადიელ სოდის ძე; | 11 | ძეთაგან ზაბულონისთა - იულიელ, ძე სუდისი. ძეთაგან იოსეფისთა, |
11 | იოსების შტოდან, მენაშეს შტოდან - გადი სუსის ძე; | 12 | ძეთა მანასესთა - გადი, ძე სურისი. |
12 | დანის შტოდან - ყამიელ გემალის ძე; | 13 | და ძეთაგან გადისთა - ამისე, ძე გამესი. |
13 | აშერის შტოდან - სეთურ მიქაელის ძე; | 14 | ძეთაგან ასერისთა - სათურ, ძე მიქაელისი. |
14 | ნაფთალის შტოდან - ნახში ვოფსის ძე; | 15 | ძეთაგან ლეფთალემისთა - აბი, ძე იაბისი. |
15 | გადის შტოდან - გეუელ მაქის ძე. | 16 | ძეთაგან გადისთა - ტოელ, ძე მაქისი. |
16 |
ესენია იმ კაცთა სახელები, რომლებიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერავად. დაარქვა მოსემ ოსია ნავეს ძეს იესო. |
17 |
ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელნი წარავლინნა მოსე განხილვად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და დასდვა ასეს, ძესა ნავესსა, სახელი მისი ისუ. |
17 | გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე. | 18 | და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ განმსტრობად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და ჰრქუა მათ: |
18 | მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი. | 19 | აღვედით ამიერ უდაბნოჲთ და აღხჳდეთ თქუენ მთასა მას. და იხილეთ ქუეყანა იგი, რაბამ-რაჲ არს და ერი იგი, რომელ მსხდომ არს მას ზედა, ანუ თუ ძლიერ არს, ანუ თუ უძლურ, ანუ თუ მცირედ არიან, ანუ თუ მრავალ. |
19 | როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ; ბანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები. | 20 | და ვითარ არს ქუეყანა იგი, რომელსა ზედა დამკჳდრებულ არიან იგინი, გინათუ კეთილ არს, ანუ ბოროტ, ანუ ვითარ არიან ქალაქნი იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან იგინი, ანუ თუ მოზღუდვილ არიან, ანუ თუ უზღუდო. |
20 | როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა. | 21 | და რაჲ არს ქუეყანა იგი, ანუ თუ პოხილ არს, ანუ მჭლე, ანუ თუ არს ხე მას ზედა, ანუ თუ არა, და განეკრძალენით და მოიღეთ ნაყოფისა მისგან მის ქუეყანისა. და დღენი იგი იყუნეს დღენი ზაფხულისანი და ჟამი მსთჳსა ყურძნისა. |
21 | წავიდნენ და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის მისასვლელთან. | 22 | და აღვიდეს და განიმსტურეს ქუეყანა უდაბნოჲთ სინაჲსაჲთ ვიდრე რააბად შესავალთაჲთ ეფრაათისაჲთ. |
22 | გაემართნენ სამხრეთში და მიადგნენ ხებრონს. იქ მკვიდრობდნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი - ყანაკის ნაშიერნი. ხებრონი ეგვიპტის ცოყანზე შვიდი წლით ადრე იყო აშენებული. | 23 | და აღვიდეს უდაბნოჲთ და მოვიდეს ქებრონადმდე და მუნ იყუნეს აქიმან და სესი და თალმი ნათესავნი ენაკისნი. და ქებრონი შჳდით წლით შენებულ იყო უწინარეს ტანისა, რომელ არს ეგჳპტისაჲ. |
23 | მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ ვაზი თავისი მტევნითურთ და კეტით წამოიღო ორმა; აგრეთვე ბროწეული და ლეღვის ნაყოფები. | 24 | და მოვიდეს იგინი ჴევადმდე ტევნისა და განიმსტურეს იგი და მოჰკუეთეს მიერ რქაჲ და ტევანი ყურძნისაჲ მას ზედა ერთი და წარიღეს იგი მჴრითა აღებით და ბროწეულისაგან და ლეღჳსა. |
24 | ამ ადგილს უწოდეს ეშქოლის (მტევნის ხევი) იმ მტევნის გამო, რომელიც იქ მოჭრეს ისრაელიანებმა. | 25 | და უწოდეს სახელი ადგილისაჲ მის „ჴევ ტევნის“ - ტევნისა მისთჳს, რომელ მოჰკუეთეს ძეთა ისრაჱლისათა. |
25 | ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ. | 26 | და მიიქცეს მიერ და განემსტურო ქუეყანა შემდგომად ორმეოცისა დღისა. |
26 |
წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელიანთა მთელს საზოგადოებასთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, და მოუტანეს ამბავი მთელს საზოგადოებას, აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები. |
27 |
და წარვიდეს მიერ და მოვიდეს მოსესა და აჰრონისა და ყოვლისა მის კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა - უდაბნოდ ფარანისა, რომელ არს კადსაჲ, და მიუთხრეს მათ სიტყუაჲ ყოველსა მას კრებულსა, და უჩუენეს ნაყოფი იგი ქუეყანისაჲ მის, და უთხრეს მათ და ჰრქუეს მათ: |
27 | უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გაგვაგზავნე - მართლაც რძე და თაფლი დის იქ; აჰა, მისი ნაყოფებიც. | 28 | მივიდეთ ჩუენ ქუეყანასა მას, რომელსა მიმავლინენ ჩუენ ქუეყანასა, მდინარესა სძისა და თაფლისასა, და ესე არს, ნაყოფი მისი. |
28 | ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი; ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ. | 29 | არამედ ფიცხელ არს ნათესავი იგი, რომელი მყოფ არს მას ზედა და ქალაქნი ძნელ და მოზღუდვილ და დიდად, და ნათესავიცა ენაკისი ვიხილეთ მუნ. |
29 | ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი - ზღვისპირეთში და იორდანეზე. | 30 | და ამალეკი დამკჳდრებულ არს ქუეყანასა მას სამხრით კერძო და ქეტელი იგი, და ეველი, და იებოლელი და ამორეველი დამკჳდრებულ არიან მთით კერძო. და ქანანელი იგი მკჳდრ არს ზღჳსკიდესა და იორდანით კერძო. |
30 | ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს, თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა. | 31 | და დაადუმა ქალებ ერი იგი მოსესა მიმართ და ჰრქუა მათ: არა, არამედ აღსლვით აღვიდე და დავიმკჳდროთ ქუეყანა იგი, რამეთუ შეძლებით შეუძლოთ მათ. |
31 | სხვებმა, კი ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია. | 32 | და კაცნი იგი, რომელნი აღსრულ იყუნეს მის თანა, თქვეს: არა აღვიდეთ, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ აღსლვად ერისა მის, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა არიან ფრიად. |
32 | ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო. | 33 | და განთქუეს გმობაჲ მის ქუეყანისაჲ, როელ-იგი განიმსტურეს ძეთა მიმართ ისრაელისათა და იტყოდეს: ქუეყანა იგი, რომელ ჩუენ განვლეთ და ვიხილეთ, ქუეყანაჲ იგი შემჭამელი მკჳდრთა მისთაჲ არს და ერი იგი, რომელი ვიხილეთ, მას ზედა, კაცნი ჰასაკგრძელნი არიან მუნ. |
33 | იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში. | 34 | და მუნ ვიხილენით გმირნიცა და ვიყვენით ჩუენ მათ წინაშე, ვითარცა მკალნი, არამედ ესრეთ ვიყვენით მათ წინაშე. |