ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

1

ეტყოდა უფალი მოსეს, ჰრქუა:

2 დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, 2 არქუ შენ ძეთა ისრაჱლისათა: რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას მკჳდრობისა თქუენისასა, რომელ მე მიგცე თქუენ,
3 და დაამზადეთ საცეცხლო მსხვერპლის უფლისათვის - აღსავლენს ან აღთქმულ საკლავს, ან სამოწყალოს, თქვენი დღეობების დროს, უფლისათვის სურნელების საკმეველად - საქონელს შესწირავ ცხვარს, 3 ჰყოთ მრგულიად დასაწველადი უფლისა, ანუ მსხუერპლი განდიდებად შესაწირავნისა, ანუ ნებსით აღნათქუემისა, ანუ დღესასწაულთა თქუენთა ყოფად სულად სულნელად უფლისა, ანუ ზროხათაგან, ანუ ცხოვართა.
4 შესწიროს შემწირველმა თავისი შესაწირავი უფალს - საძღვნოდ მეოთხედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი 4 მოართუას შემწირველმან შესაწირავი თჳსი უფალსა სამინდოჲსა მეათე გრივისა აღსუარული ზეთითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთ.
5 და ღვინო, უნდა დაამზადო საღვრელად აღსავლენისთვის ან საკლავისთვის, მეოთხედ, ჰინა თითო კრავზე, 5 და ღჳნო შესაწირავად მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ ჰყოთ მრგულიად დასაწველსა ზედა, ანუ მსხუერპლსა ზედა კარავსა ერთსა ჰყო ესოდენ შესაწირავად სულნელად სულნელებისად უფლისა.
6 ვერძზე დაამზადე ძღვენი: მესამედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი. 6 ვერძსა ოდეს ჰყოფდე მრგულიად დასაწველად, ანუ მსხუერპლად შესაწირავად სამინდოჲ ორი ათეული აღსუარული ზეთითა მესამითა ნაწილითა დორაკისაჲთა.
7 და ღვინო უნდა მიიტანო საღვრელად, მესამედი ჰინი, უფლისათვის სურნელებად. 7 და ღჳნო შესაწირავად მესამე ნაწილი შესწიროთ უფლისა,
8 როცა კურატს გაამზადებ აღსავლვნად ან აღთქმულ საკლავად ან სამადლობელად უფლისათვის, 8 უკუეთუ ზროხასა ჰყოფდეთ მრგულიად დასაწველად, ანუ მსხვერპლად განდიდებად აღნათქუემისა საჴსრად უფლისა მიმართ.
9 კურატს უნდა მიაყოლო ძღვენი: ნახევარ ჰინი ზეთში აზელილი მესამედი ეფა გამტკიცული ფქვილი, 9 და ყოს ზუარაკსა ზედა შესაწირავად სამინდოჲ სამი ათეული აღსუარული ზეთითა ზოგითა დორაკისაჲთა.
10 ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო უნდა მიიტანო საცეცხლო მსხვერპლად, სურნელოვან საკმევლად უფლისათვის. 10 და ღჳნო შესაწირავად კერძო დორაკი სულნელად უფლისა.
11

ასე უნდა გაკეთდეს თითოეულ ხარზე ან ვერძზე კრავზე თუ თიკანზე.

11 ესრე ყოს.
12 რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით. 12

ზუარაკსა თანა ერთსა, ანუ კრავსა ცხოვართასა, ანუ თხათასა მსგავსად რიცხუთა მათ, რომელ ჰყოთ, ესრეთ ჰყოთ ერთსა მას ზედა, ვითარცა არს რიცხჳ მათი.

13 თითოეულმა მკვიდრმა ასე უნდა გააკეთოს ეს, როცა სწირავს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად. 13 ყოველმან მკჳდრმან ყოს ესე შესაწირავად სულნელად უფლისა, უკუეთუ მოქცეული თქუენ შორის იყოს, მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, ანუ ვინ იყოს ქუეყანასა შორის ნათესავთა შინა თქუენთა. და ჰყოფდე შესაწირავსა სულად სულნელებისად უფლისა.
14 თუ თქვენი მდგმური ან სხვა ვინმე, რომელიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობს თქვენს შორის, დაამზადებს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად, თქვენსავით უნდა მოიქცეს ისიც. 14 ვითარცა ჰყოთ თქუენ, ესრეთ ყოს კრებულმან უფლისამან.
15 შენთვის, კრებულო, და მდგმურისთვის, რომელიც შენთან მდგმურობს, ერთი სამარადისო წესი უნდა იყოს თაობიდან თაობაში. თქვენი თანაბარია მდგმური უფლის წინაშე. 15 სჯული ერთი იყავნ თქუენი და მოქცეულთაჲ, რომელ შემყოფი იყუნენ თანა სჯულად საუკუნოდ, იყავნ ნათესავთა თქუენთა, ვითარცა თქუენ, ეგრე მოქცეული იგი იყოს წინაშე უფლისა. სჯული ერთი იყავნ და სამართალი ერთი იყავნ თქუენ შორის.
16 ერთი რჯული და ერთი წესი უნდა გქონდეთ თქვენ და მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს. 16 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17 ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: 17 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
18 დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც შეგიყვანთ მე, 18 რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა შეგიყვანნე თქუენ მუნ.
19 და როცა შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, ღალა უნდა აძლიოთ უფალს. 19 რაჟამს სჭამდეთ პურსა მის ქუეყანისასა, გამოჰყოთ შესაწირავად ზე საყოფელად უფლისა პირველი თბისა თქუენისა.
20 პირველ გამომცხვარი კოკორიც მიეცით ღალად, კალოდან აღებულ ღალასავით მიეცით იგი. 20 პური შესაწირავად გამოჰყოთ იგი, ვითარცა შესაწირავი კალოჲსაჲ.
21

პირველგამომცხვარი მიეცით უფალს ღალად თაობიდან თაობებში.

21

ეგრე გამოჰყოთ იგი თჳსნიერი თბეთა თქუენთაჲ და მისცეთ უფალსა შესაწირავად ნათესავთა თქუენთა.

22 თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ ნაანდერძევს, რაც უფალმა გამოუცხადა მოსეს, 22 და რაჟამს შესცოდოთ და არა ჰყუნეთ ყოველნი მცნებანი ესე, რომელ ჰრქუა უფალმან მოსეს,
23 ყველაფერს, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს პირით იმ დღიდან, რაც გიანდერძათ უფალმა, და შემდგომ თქვენს თაობებში, 23 ვითარცა ბრძანა უფალმან თქუენდამო ჴელითა მოსესითა, მიერ დღითგან, რომლითგან ბრძანა უფალმან თქუენდამო და მიმდემი ნათესავთა თქუენთა.
24 თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი კურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანმხლები ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად, და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. 24 იყოს თუ ვინმე თუალთაგან კრებულისათა, განვარდეს არანებსით. და ყოს ყოველმან კრებულმან ზუარაკი ერთი უბიწოჲ მრგულიად დასაწველად სულნელად უფლისა და მსხუერპლი მისი და შესაწირავი სულად სულნელად მსგავსად ბრძანებისა და წალი თხათაგანი ერთი ცოდვისათჳს.
25 შეუნდობს მღვდელი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და ეპატიებათ მათ, რადგან შეცდომით იყო მომხდარი ეს და მათ შესწირეს უფალს თავიანთი შეცდომისთვის საცეცხლო მსხვერპლი და ცოდვის გამოსასყიდი. 25 და ლხინება-ყოს მღდელმან ყოვლისა ცოდვისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა, მიეტეოს მას, რამეთუ არანებსით არს და მათ მოიღეს შესაწირავი მათი მსხუერპლად უფლისა ცოდვისა მათისათჳს წინაშე უფლისა არანებსითთა მათთჳს.
26 ეპატიებათ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და მდგმურს, რომელიც თქვენთან დგას, რადგან შეცდომა მოუვიდა მთელს ერს. 26 და მიეტეოს ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისსა და მოქცეულსაცა, რომელ შემოყოფილ იყოს თქუენდა, რამეთუ ყოვლისა ერისა არანებსით იყო.
27 თუ ერთი კაცი შესცოდავს შეცდომით, უნდა მიიტანოს წელგამოვლილი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 27 უკუეთუ სულმან ერთმან ცოდოს არანებსით, შეწიროს თხაჲ ერთი წელიწდეული ცოდვათათჳს.
28 და მღვდელი შეუნდობს შეცდომით შემცოდეს უფლის წინაშე, შეუნდობს და ეპატიება მას. 28 ულხინოს მღდელმან სულსა მას არანებსით შეცოდებულსა წინაშე უფლისა, ლხინება-ყოს მისთჳს.
29 როგორც მკვიდრს ისრაელში, ასევე მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს, ერთი წესი გქონდეთ, როცა შეცდომა მოგივათ. 29 ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთაჲ, რომელნი შეყოფილ იყუნენ მათა, სჯული ერთი იყავნ, რომელმან ქმნეს რაჲმე არანებსით.
30 თუ ვინმე თავხედურად მოიქცევა, მკვიდრი იქნება თუ მდგმური, უფლის მგმობელია იგი და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 30 და თავმან, რომელმან ქმნას ჴელითა ამპარტავანებისათა მკჳდრთაგანმან, ანუ მოქცეულმან, ღმერთი განარისხოს, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა.
31

რადგან არად ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი, დამნაშავეა.

31

რამეთუ სიტყუაჲ უფლისა გარდააქცია და მცნებანი მისნი განაქარვნა. და მოჴოცით მოიჴოცოს სული იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ ცოდვა მისი მას შინა.

32 ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს. 32 და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა მას. პოვეს კაცი, რომელ კრებდა შეშასა დღესა შაბათსა.
33 მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და აარონთან, მთელს საზოგადოებასთან 33 მოჰგუარეს იგი კრებასა შეშისასა, რომელთა პოვეს, მოსეს და აჰრონს და ყოველთა კრებულთა ისრაჱლისათა.
34 დაუყენეს ყარაული, რადგან არ იყო გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მას. 34 და შესუეს იგი საპყრობილესა, რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს, რაჲმცა უყონ მას.
35 უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ. 35 ეტყოდა უფალი მოსეს - სიკუდილით მოკუედინ კაცი იგი, განტჳნეთ ქვითა ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა.
36 გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკს გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 36 და გამოიყვანა იგი ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს და ჰრქუა:
37 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 37 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
38 დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: გაიკეთონ ფოჩები სამოსლის კიდეებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს, 38 იქმნედ მათ ფესჳ ყურთა ზედა სამოსლისა მათისათა ნათესავთა მათთა და დაახჳოთ ფესუთა მათ ზედა კიდეთასა საწვალი იაკინთისაჲ.
39 და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზა-კვალს გირევენ თქვენ, 39 და იყოს იგი თქუენდა ფესუთა მათ ზედა და იხილოთ იგი და მოგეჴსენენ ყოველნი მცნებანი უფლისანი, ჰყუნეთ იგინი და არღარა მისდრკეთ უკუანა გონებათა და თუალთა თქუენთა, რომლითა-იგი თქუენ ისიძავთ უკუანა მათსა.
40 რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ჩემს მცნებებს და წმიდა იყვეთ უფლისათვის. 40 რათა მოიჴსენოთ და ჰყოთ ყოველი მცნებაჲ ჩემი, იყუნეთ წმიდა ღმრთისა თქუენისა.
41 მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 41

რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით ყოფად თქუენდა ღმერთად, მე უფალი ღმერთი თქუენი.