ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი, ონი ფელეთის ძე - რეუბენიანები,

1

იტყოდა კორე, ძე ისსარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, დათან და აბირონ, ძენი ელიაბისნი, და აჳან, ძე ფალეკისი, ძისა რუბენისი, ავნან, ძე ფალეთისი, ძისა რუბენისი.

2 და წარუდგნენ მოსეს; მათთან იყო ასორმოცდაათი ისრაელიანი, საზოგადოების თავკაცნი, საკრებულოს წევრები, სახელოვანი კაცები. 2 აღდგეს წინაშე მოსესა კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათანი ორასერგასისნი მთავარნი წოდებულნი ზრახვისანი, კაცნი სახელოვანნი.
3 შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე? 3 შეკრბეს მოსეს ზედა და აჰროს და თქუეს: გაქუნდინ თქუენ, რამეთუ ყოველი იგი კრებული წმიდა არს და მათ შორის უფალი, რაჲსათჳს აღდგომილ ხართ კრებულსა ზედა უფლისასა?
4 გაიგონა მოსემ და პირქვე დაემხო. 4 ესმა ესე მოსეს და დავარდა პირსა ზედა თჳსსა.
5 ასე ელაპარაკა კორახს და მთელს მის დასს: ხვალ გამოაცხადებს უფალი, ვინ არის მისი და ვინ არის წმიდა, რათა დაიახლოვოს იგი; ვისაც აირჩევს, იმას დაიახლოვებს. 5 და ეტყოდა კორეს და ყოველსა კრებულსა მისსა და ჰრქუა: მოხედა და იცნა ღმერთმან, რომელნი-იგი არიან მისნი და წმიდანი მისნი და მოიყვანნა იგინი თავისა თჳსისა და, რომელნი არა გამოირჩინა, არა მოიყვანნა.
6 ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები კორახმა და მთელმა მისმა დასმა. 6 აწ ესე ყავთ: მოიღეთ სასაკუმევლე თქუენი კორე და ყოველმან კრებულმან მისმან.
7 ჩადევით მასში ცეცხლი და ზედ დააყარეთ საკმეველი ხვალ უფლის წინაშე. ვისაც უფალი გამოარჩევს, ის იქნება წმიდა. გეყოფათ, ლევიანებო! 7 და შთაასხთ ცეცხლი და დაასხთ მას ზედა საკუმეველი წინაშე უფლისა ხვალე; იყოს კაცი, რომელი გამოირჩიოს უფალმან. წმიდა არს იგი, კმა-იყავნ თქუენდა, ძენო ლევსნო.
8 უთხრა მოსემ კორახს: მისმინეთ, ლევიანებო! 8 ჰრქუა მოსე კორეს: ისმინეთ ჩემი, ძენო ლევისნო.
9 ნუთუ გეცოტავებათ, ისრაელის ღმერთმა რომ გამოგყოთ ისრაელის საზოგადოებიდან და დაგიახლოვათ, რათა შეგესრულებინათ საუფლო კარვის სამსახური და მდგარიყავით საზოგადოების წინაშე მისდა სამსახურად? 9 მცირე არს ესე თქუენდა, რამეთუ გამოგირჩინა ღმერთმან ისრაჱლისამან კრებულისაგან და მოგიყვანნა თქუენ თავისა თჳსისა მსახურებად მსახურებასა კარვისა უფლისასა და წარდგომად წინაშე კრებულისა და მსახურებად მისა.
10 დაგიახლოვათ შენ და მთელი შენი საძმო, ლევიანები, შენთან ერთად. ახლა მღვდლობასაც ესწრაფით? 10 მოგიყვანა შენ და ყოველნი ძმანი შენნი, ძენი ლევისნი, შენ თანა და გნებავს კუალად მღდელობაჲ.
11

ამისთვის შეითქვით შენ და მთელი შენი დასი უფლის წინააღმდეგ? აარონმა რაღა დაგიშავა, რომ უჩივით?

11

ესრეთ შენ და კრებულსა შენსა, რომელნი შეკრებულ ხართ ღმრთისა ზედა და აჰრონ ვინ არს, რამეთუ სდრტვინავთ მისთჳს?

12 დაიბარა მოსემ დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი. მათ კი თქვეს: არ მოვალთ. 12 და მიავლინა მოსე მოწოდებად დათანისა და აბირონისა, ძეთა ელიაბისთა, და თქუეს: არა მივალთ.
13 ნუთუ არა კმარა, რძითა და თაფლით მდინარი ქვეყნიდან რომ ამოგვიყვანე უდაბნოში მოსაკლავად? ახლა გინდა გაგვიბატონდე? ჰო, გაგვიბატონდე კიდეც? 13 ნუ მცირე არს ესე, რამეთუ შემიყვანენ ჩუენ ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა მოსრვად ჩუენდა უდაბნოსა ამას, რამეთუ გუმთავრობ ჩუენ? შენ ხარ მთავარ.
14 არც რძითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში მიგიყვანივართ, არც ყანები და ვენახები მოგიცია ჩვენთვის. თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ წამოვალთ. 14 ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა შემიყვანენ ჩუენ და მომეც ჩუენ ნაწილები აგარაკთაჲ და საყურძენთაჲ, თუალნი მათ კაცთანი აღმოჰჴდეს, არა აღვალთ. და დამძიმდა
15 დიდად გაჯავრდა მოსე და უთხრა უფალს: ნუ მიხედავ მათ ძღვენს. ერთი ვირიც არ წამირთმევია მათთვის, ერთი მათგანისთვისაც არ მიწყენინებია. 15 სულმოკლებითა ფრიად მოსე და ჰრქუა უფალსა: ნუ მოჰხედავ შესაწირავთა მათსა, რამეთუ არა ვისი მათგანისაჲ გულისსათქმელი რაჲმე მოვიღე, არცა ბოროტი ვისმე უყავ მათ.
16 უთხრა მოსემ კორახს: შენ და მთელი შენი დასი უფლის წინაშე გამოცხადდებით ხვალ - შენ, ისინი და აარონი. 16 და ჰრქუა მოსე კორეს: წმიდა-ყავ კრებული შენი და იყვენით თქვენ მზა წინაშე უფლისა, შენ და იგინი და აჰრონ ხვალისა;
17 აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები, საკმეველი ჩადეთ მასში და მიიტანეთ უფლის წინაშე თქვენ-თქვენი საცეცხლურები, ასორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აარონმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები. 17 და მოიღეთ კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და დაასხთ მას ზედა საკმეველი და მოიღეთ წინაშე უფლისა კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი ორასერგასისი საცეცხური, შენ და აჰრონ თჳთოეულმან სასაკმევლე თჳსი.
18 აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური, დაანთეს მასში ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და წარდგნენ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან; მოსე და აარონიც იქ იყვნენ. 18 და მოიღო კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და შთაასხეს მას ცეცხლი, და დაასხეს საკუმეველი და დადვეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა მოსე და აჰრონ.
19 შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის წინ და გამოეცხადა უფლის დიდება მთელს საზოგადოებას. 19 და შეკრიბნა მათ თანა კორე ყოველნი კრებულნი თჳსნი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა ყოველსა მას ზედა კრებულსა.
20 ასე ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს: 20 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
21

გამოეყავით ამ საზოგადოებას და ერთ წამში მოვსპობ მათ.

21

გამოეშორენით შორის კრებულისა მაგის და აღვჴოცნე იგინი ერთბამად.

22 პირქვე დაემხვნენ და თქვეს: ღმერთო, ყოველი ხორციელის სულთა უფალო! ერთმა კაცმა სცოდა და მთელს საზოგადოებაზე მრისხანებ? 22 და დავარდეს წინაშე უფლისა მოსე და აჰრონ და თქუეს: უფალო, ღმერთო სულთაო და ყოველთა ჴორცთაო, უკეთუ ერთმან კაცმან ცოდა, ყოველსა ზედა კრებულსა იყოსა რისხვაჲ უფლისა?
23 ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: 23 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
24 ასე ელაპარაკე საზოგადოებას: განერიდონ ყოველის მხრიდან დათანისა და კორახის სადგომს. 24 ეტყოდე კრებულსა მაგას და არქუ: განეშორენით გარემო კრებულისა მაგისგან კორესისა და დათანისა და აბირონისა.
25 ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან, თან გაჰყვა ისრაელის უხუცესობა. 25 და აღდგა მოსე და მივიდა დათანისა და აბირონისა და მივიდეს მის თანა ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი.
26 ასე ელაპარაკა საზოგადოებას: განერიდეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს, მათსას ნურაფერს მიეკარებით, მათი ცოდვების თანაზიარი რომ არ გახდეთ. 26 და ეტყოდა კრებულსა და ჰრქუა: გამოეშოვრენით კარავთა მაგათგან კაცთა ფიცხელთასა და ნუ შეეხებით ყოველსავე, რომელ-რაჲ არს მათი, ნუუკუე წარსწყმდეთ ცოდვათა მათთა თანა.
27 განერიდნენ ყოველი მხრიდან კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; დათანი და აბირამი კი გამოსულიყვნენ და თავ-თავისი კარვების შესასვლელთან იდგნენ - ცოლებით, შვილებითა და ჩვილი ბავშვებითურთ. 27 და გამოეშოვრნეს გარემო კარავთა მათ კორესთა და გამოვიდეს დათან და აბირონ, დადგეს კართა თანა კარვისა მათისათა ცოლნი მათნი, და შვილნი მათნი და ყოველი ჭურჭერი მათი.
28 თქვა მოსემ: ამით გაიგებთ, რომ უფალმა გამომგზავნა მთელი ამ საქმის აღსასრულებლად, რომ ჩემი ნება არ ყოფილა. 28 და ჰრქუა მოსე: ამით სცნათ, რამეთუ უფალმან მომავლინა მე საქმედ ყოველსა მას საქმესა და არა თავით ჩემით.
29 თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი. 29 უკუეთუ სიკუდილისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოწყდენ ესენი, გინა თუ მოხედვისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოხედვა იყოს მათა, არა უფალმან მომავლინა მე,
30

თუ არნახულ რასმე ჩაიდენს უფალი, მიწა დ პირს დააღებს შთანთქავს მათ და მთელს მის საბადებელს, და ცოცხლივ ჩავლენ ქვესკნელში, იცოდეთ, უფალი დაუგმია ამ ხალხს.

30 არამედ საოცრად აჩუენოს უფალმან და განაღოს ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქნეს იგინი. და სახლნი მაგათნი და საყოფელნი მაგათნი და ყოველი, რაოდენი არს მაგათი და შთაჴდენ ყოველნი ჯოჯოხეთად და სცნათ, რამეთუ განარისხეს კაცთა ამათ უფალი.
31 დაამთავრა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ. 31

და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად ყიველთა ამათ სიტყუათა,

32 დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი და მთელი მისი ქონება. 32 განსთქდა ქუეყანა ქუეშე მათსა და განეღო ქუეყანა
33 ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში და გადაეფარა მათ მიწა. ასე გადაშენდნენ კრებულიდან. 33 და შთანთქნა იგინი და სახლნი მათნი და ყოველნი კაცნი, რომელნი იყუნეს კორეს თანა და ყოველი საცხოვარი მათი და ყოველივე, რაჲცა იყო მათი ცხოველნი ჯოჯოხეთა. და დაფარნა იგინი ქუეყანამან და წარწყმდეს იგინი შორის კრებულისა მის.
34 მთელი ისრაელი, რომელიც იდგა შორიახლო, გაიქცა მათ ყვირილზე, იფიქრეს, ჩვენც არ ჩაგვყლაპოსო მიწამ. 34 და ყოველი ისრაჱლი ივლტოდა გარემო ჴმისაგან მათისა, რამეთუ თქუეს: ნუუკუე ჩუენცა შთამნთქმნეს ქუეყანამან.
35 გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი. 35 და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შეჭამნა ორასერგასისნი იგი კაცნი, რომელთა მოაქუნდა საკუმეველი.
  თავი 17    
1

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

36 და ჰრქუა უფალმან მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონისსა მღდელისა:
2 უთხარი ელეაზარ აარონის ძეს, მღვდელს: აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალში, ცეცხლი კი მოაშორე აქედან, რადგან განწმედილი არიან. 37 აღკრიბეთ საცეცხურები ეგე რვალისაჲ შორის დამწუართა მაგათ და ცეცხლი ესე უცხოჲ მიაბნიე მუნ, რამეთუ განწმიდნეს
3 ხოლო იმათი საცეცხლურებისგან, რომელიც თავის ცოდვას შეეწირა, ფურცლები გაგლინეთ სამსხვერპლოს მოსაჭედავად. რადგან უფლის წინაშე ჰქონდათ მოტანილი და განიწმიდნენ. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანებს. 38 საცეცხურები ესე ამათ ცოდვილთანი სულითა მათითა და შექმნენ ეგენი პეპელად ჭედილად გარემო სადებელად საკურთხეველისა, რამეთუ მოიხუნეს წინაშე უფლისა, და განწმიდნეს და იქმნეს ესე სასწაულად ძეთა ისრაჱლისათა.
4 აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მიტანილი, და გაგლინეს მათგან ფურცლები სამსხვერპლოს მოსაჭედავად. 39 და მოიხუნა ელიაზარ მღდელმან, ძემან აჰრონისმან, საცეცხურნი იგი რვალისანი, რაოდენნი-იგი მოიხუნეს დამწვართა მათ და მოსდვეს გარეშე სადებელად საკურთხეველსა
5 რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა და არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც ეუბნებოდა მას უფალი მოსეს პირით. 40 საჴსენებელად ძეთა ისარჱლისათა, რათა არა ვინ მოუჴდეს უცხოთესლი, რომელი არა იყოს ნათესავისაგან აჰრონისი დასხმად საკუმეველისა წინაშე უფლისა, რათა არა იყოს, ვითარცა კორე, და კრებული მისი, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა მოსესითა.
6 აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი. 41

და დრტჳნვიდეს ძენი ისრაჱლისანი ხვალის დღე მოსესა მიმართ და აჰრონისა და იტყოდეს: თქუენ მოჰსართ ყოველივე ესე ერი უფლისა.

7 როცა შეითქვა საზოგადოება მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიტრიალდნენ სადღესასწაულო კარვისკენ და, აჰა, დაფარა იგი ღრუბელმა და გამოჩნდა უფლის დიდება. 42 და იყო, ვითარცა მოიქცა კრებული იგი მოსეს ზედა და აჰრონის ზედა და მოიმართეს კარვად საწამებელისა. და მეყსეულად დაჰფარა ღრუბელმან კარავი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა.
8 მივიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარვის წინ. 43 და დადგეს მოსე და აჰრონ წინაშე პირსა კარვისა მის საწამებელისა.
9 ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: 44 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
10 გაერიდეთ ამ საზოგადოებას და მე ერთ წამში გადავბუგავ მათ. პირქვე დაემხვნენ ისინი. 45 გამოეშორენით შორის კრებულსა ამის და აღვჴოცნე ეგენი ერთბამად. და დაცჳვეს პირსა ზედა მათსა.
11 უთხრა მოსემ აარონს: აიღე საცეცხლური და ჩადე მასში ცეცხლი სამსხვერპლოდან, ჩაყარე საკმეველი, საჩქაროდ წაიღე საზოგადოებასთან და განწმიდე ისინი, რადგან რისხვა გამოვიდა უფლისაგან და იწყება მუსრვა. 46 და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე სასაკუმევლე და დაასხთ მას ცეცხლი საკურთხეველისაგან, და დასდევ მას ზედა საკუმეველი, და მოიღე ადრე ბანაკად და ლხინება-ყავ მათთჳს, რამეთუ გარდამოჴდა რისხვაჲ უფლისამიერი და უწყიეს მოსრვაჲ ერისაჲ.
12 აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ, მიაშურა კრებულს და, აჰა, დაიწყო მუსრვა ხალხში. ჩაყარა საკმეველი და განწმიდა ხალხი. 47 და მოიღო აჰრონ საკუმეველი, ვითარცა ჰრქუას მას მოსე და მირბიოდა ბანაკად, და ეწყო მოსრვად ერისა და დაასხა საკუმეველი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.
13 დადგა იგი დახოცილთა და ცოცხალთა შორის და შეწყდა მუსვრა. 48 და დადგა შორის მომწყუდართა და შორის ცოცხალთა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.
14 გაწყდა მუსვრის დროს თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის მიზეზით დახოცილთა გარდა. 49 და იყუნეს მოსრვასა მას, ათორმეტ ათას და შჳდას თჳნიერ მომწყუდართა მათ კორეს თანა.
15 დაბრუნდა აარონი მოსესთან სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, როცა შეწყდა მუსვრა. 50 და მოიქცა აჰრონ მოსესა კარად კარვისა მის საწამებელისა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.