ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
თავი 16 | |||
1 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
36 | და ჰრქუა უფალმან მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონისსა მღდელისა: |
2 | უთხარი ელეაზარ აარონის ძეს, მღვდელს: აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალში, ცეცხლი კი მოაშორე აქედან, რადგან განწმედილი არიან. | 37 | აღკრიბეთ საცეცხურები ეგე რვალისაჲ შორის დამწუართა მაგათ და ცეცხლი ესე უცხოჲ მიაბნიე მუნ, რამეთუ განწმიდნეს |
3 | ხოლო იმათი საცეცხლურებისგან, რომელიც თავის ცოდვას შეეწირა, ფურცლები გაგლინეთ სამსხვერპლოს მოსაჭედავად. რადგან უფლის წინაშე ჰქონდათ მოტანილი და განიწმიდნენ. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანებს. | 38 | საცეცხურები ესე ამათ ცოდვილთანი სულითა მათითა და შექმნენ ეგენი პეპელად ჭედილად გარემო სადებელად საკურთხეველისა, რამეთუ მოიხუნეს წინაშე უფლისა, და განწმიდნეს და იქმნეს ესე სასწაულად ძეთა ისრაჱლისათა. |
4 | აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მიტანილი, და გაგლინეს მათგან ფურცლები სამსხვერპლოს მოსაჭედავად. | 39 | და მოიხუნა ელიაზარ მღდელმან, ძემან აჰრონისმან, საცეცხურნი იგი რვალისანი, რაოდენნი-იგი მოიხუნეს დამწვართა მათ და მოსდვეს გარეშე სადებელად საკურთხეველსა |
5 | რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა და არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც ეუბნებოდა მას უფალი მოსეს პირით. | 40 | საჴსენებელად ძეთა ისარჱლისათა, რათა არა ვინ მოუჴდეს უცხოთესლი, რომელი არა იყოს ნათესავისაგან აჰრონისი დასხმად საკუმეველისა წინაშე უფლისა, რათა არა იყოს, ვითარცა კორე, და კრებული მისი, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა მოსესითა. |
6 | აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი. | 41 |
და დრტჳნვიდეს ძენი ისრაჱლისანი ხვალის დღე მოსესა მიმართ და აჰრონისა და იტყოდეს: თქუენ მოჰსართ ყოველივე ესე ერი უფლისა. |
7 | როცა შეითქვა საზოგადოება მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიტრიალდნენ სადღესასწაულო კარვისკენ და, აჰა, დაფარა იგი ღრუბელმა და გამოჩნდა უფლის დიდება. | 42 | და იყო, ვითარცა მოიქცა კრებული იგი მოსეს ზედა და აჰრონის ზედა და მოიმართეს კარვად საწამებელისა. და მეყსეულად დაჰფარა ღრუბელმან კარავი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა. |
8 | მივიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარვის წინ. | 43 | და დადგეს მოსე და აჰრონ წინაშე პირსა კარვისა მის საწამებელისა. |
9 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: | 44 | და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: |
10 | გაერიდეთ ამ საზოგადოებას და მე ერთ წამში გადავბუგავ მათ. პირქვე დაემხვნენ ისინი. | 45 | გამოეშორენით შორის კრებულსა ამის და აღვჴოცნე ეგენი ერთბამად. და დაცჳვეს პირსა ზედა მათსა. |
11 | უთხრა მოსემ აარონს: აიღე საცეცხლური და ჩადე მასში ცეცხლი სამსხვერპლოდან, ჩაყარე საკმეველი, საჩქაროდ წაიღე საზოგადოებასთან და განწმიდე ისინი, რადგან რისხვა გამოვიდა უფლისაგან და იწყება მუსრვა. | 46 | და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე სასაკუმევლე და დაასხთ მას ცეცხლი საკურთხეველისაგან, და დასდევ მას ზედა საკუმეველი, და მოიღე ადრე ბანაკად და ლხინება-ყავ მათთჳს, რამეთუ გარდამოჴდა რისხვაჲ უფლისამიერი და უწყიეს მოსრვაჲ ერისაჲ. |
12 | აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ, მიაშურა კრებულს და, აჰა, დაიწყო მუსრვა ხალხში. ჩაყარა საკმეველი და განწმიდა ხალხი. | 47 | და მოიღო აჰრონ საკუმეველი, ვითარცა ჰრქუას მას მოსე და მირბიოდა ბანაკად, და ეწყო მოსრვად ერისა და დაასხა საკუმეველი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს. |
13 | დადგა იგი დახოცილთა და ცოცხალთა შორის და შეწყდა მუსვრა. | 48 | და დადგა შორის მომწყუდართა და შორის ცოცხალთა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი. |
14 | გაწყდა მუსვრის დროს თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის მიზეზით დახოცილთა გარდა. | 49 | და იყუნეს მოსრვასა მას, ათორმეტ ათას და შჳდას თჳნიერ მომწყუდართა მათ კორეს თანა. |
15 | დაბრუნდა აარონი მოსესთან სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, როცა შეწყდა მუსვრა. | 50 | და მოიქცა აჰრონ მოსესა კარად კარვისა მის საწამებელისა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი. |
თავი 17 | |||
16 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
17 | დაელაპარაკე ისრაელიანებს და გამოართვი მათ კვერთხები - თითო კვერთხი თითოეულ შტოს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე. | 2 | ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე მათთჳს კუერთხები სახლად-სახლად მამათა მათთა ყოველთაგან მთავართა მათთა - ათორმეტი კუერთხი და კაცად-კაცადისაჲ გამოწერე სახელი კუერთხსა მისსა. |
18 | აარონის სახელი ლევიანთა კვერთხს დააწერე, რადგან ერთი კვერთხი ეკუთვნის მათი მამისსახლის თავკაცს. | 3 | და სახელი აჰრონისი გამოწერე კუერთხსა მისსა, რამეთუ არს კუერთხი ერთი, ტომად-ტომად მამათა მათთა მოსცედ. |
19 | დააწყვე ისინი სადღესასწაულო კარავში აღთქმის კიდობნის წინ, სადაც გეცხადებით თქვენ. | 4 | და დასხი იგი კარავსა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადო შენ მუნ. |
20 | ვისაც მე გამოვარჩევ, მისი კვერთხი აყვავდება და ჩავახრჩობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენს წინააღმდეგ. | 5 | და იყოს კაცი, რომელი გამოვირჩიო მე, კუერთხი იგი მისი განედლდეს და მოვსპო დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ ჩემგან, რომელსა დრტჳნვენ თქუენთჳს. |
21 | დაელაპარაკა მოსე ისრაელიანებს და მისცა მას ყველა თავკაცმა კვერთხი, თითო კვერთხი თითოეულმა თავკაცმა, მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, აარონის კვერთხიც ერია მათ კვერთხებში. | 6 | და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა. და მოსცეს მას ყოველთა მათ მთავართა მათთა კუერთხები: კუერთხი მთავრისაჲ - ერთი კუერთხი მთავრად-მთავრად და სახლად-სახლად მამათა მათთა, მოჰსცეს ათორმეტი კუერთხები და კუერთხი აჰრონისი შორის კუერთხებსა მათსა. |
22 | დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე აღთქმის კარავში. | 7 | და დასხა მოსე კუერთხები იგი წინაშე უფლისა კარავსა მას შინა საწამებელისასა. |
23 | მეორე დღეს, როცა მოსე შევიდა აღთქმის კარავში, აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და დამწიფდა ნუში. | 8 | და იყო ხვალისაგან, და შევიდეს მოსე და აჰრონ კარვად საწამებელისა. და, აჰა, ესერა, კუერთხი იგი აჰრონისი განედლებული იყო სახლსა ზედა ლევისსა, და მოეღო ფურცელი, და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი. |
24 | გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლისაგან ისრაელიანებს, დაინახეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი. | 9 | და გამოიღო მოსე ყოველი იგი კუერთხები პირისაგან უფლისა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იხილეს და მოიღო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი. |
25 | უთხრა უფალმა მოსეს: დააბრუნე აარონის კვერთხი აღთქმის კიდობნის წინაშე შესანახად, რათა იყოს იგი სასწაულად ურჩთათვის, რომ შეწყდეს მათი ჯანყი ჩემს წინააღმდეგ და არ დაიხოცონ. | 10 | და ჰრქუა უფალმან მოსეს: დადევ კუერთხი ეგე აჰრონისი წინაშე საწამებელთა დასამარხველად სასწაულთა ძეთა მაგათთჳს ურჩთაჲსა, და დასცხერინ დრტჳნვაჲ მათი ჩემგან და არა მოწყდენ. |
26 | ასეც მოიქცა მოსე; როგორც უფალმა უბრძანა, ისე გააკეთა მოსემ. | 11 | და ეგრე ყვეს მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს. |
27 | ასე უთხრეს ისრაელიანებმა მოსეს: აჰა, ვიხოცებით, ვიღუპებით, ყველანი ვიღუპებით. | 12 | და ეტყოდეს ძენი ისრაჱლისანი მოსეს და ჰრქუეს: აჰა, ესერა, აღვიჴოცენით და წარვწყმდით, აღვესრულენით. |
28 | ვინც კი უფლის კარავთან მიდის ახლოს, კვდება. ნუთუ ყველანი დასაღუპად ვართ განწირული? | 13 | ყოველი, რომელი შეეხების კარავსა ამას საწამებელისა უფლისასა, მოკუდების, ნუუკუე სრულად მოვწყდეთ. |