ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უთხრა უფალმა აარონს: შენ და შენმა შვილებმა და შენმა მამისსახლმა შენთან ერთად უნდა იკისროთ დანაშაული საწმიდარში; შენ და შენმა შვილებმა შენთან ერთად უნდა იკისრონ დანაშაული თქვენს მღვდლობაში. |
1 |
და ეტყოდა უფალი და ჰრქუა აჰრონს: შენ და ძენი შენნი და სახლი მამისა შენისაჲ შენ თანა მოიღებდით ცოდვასა წმიდათასა და შენ და ძენი შენნი მოიღებდით ცოდვასა მღდელობისა თქუენისასა. |
2 | შენი მოძმეები, ლევიანთა შტო, მამაშენის ტომი, შენ წაიყვანე, თქვენთან იყვნენ განუყრელად და გემსახურონ. შენ და შენი შვილები კი შენთან ერთად აღთქმის კარვის წინ უნდა იყოთ. | 2 | და ძმანი შენნი, ტოჰმი ლევისი, გუნდი მამისა შენისაჲ, მიიყვანე თავისა შენისა და შეგიძინედ შენ და ძენი შენნი შენ თანა წინაშე კარავსა მას წამებისა. |
3 | აღასრულონ მოვალეობა შენს მიმართ და მთელი კარვის მიმართ, ოღონდ არ მიეკარონ საწმიდარის ჭურჭელს და სამსხვერპლოს, თორემ ისინიც დაიხოცებიან და თქვენც. | 3 | და სცვიდენ საცოსა მას შენსა და საცოსა მას კარვისა საწამებელისასა. გარნა ჭურჭელსა წმიდასა და საკურთხეველსა არა მოუჴდენ, და რათა არა მოწყდენ ესენი |
4 | შენთან უნდა იყვნენ განუყრელად და ასრულებდნენ მოვალეობას სადღესასწაულო კარვის მიმართ, კარვის მთელს სამსახურს. უცხო კაცი არ უნდა მოგეკაროთ. | 4 | და თქუენ, და შემოგეძინენ შენ და სცვიდენ საცოსა მას კარვისა საწამებელისასა ყოვლისა მისებრ მსახურებისა მის კარვისაჲსა. და სხუაჲ ნათესავი არა მოვიდეს შენდა. |
5 | შეასრულეთ საწმიდარის წესი და სამსხვერპლოს წესი, რომ რისხვა აღარ დაატყდეთ ისრაელიანებს. | 5 | და სცევდით საცოსა მას წმიდასა და საცოსა მას საკურთხეველისსა. და არღარა იყოს რისხვაჲ ძეთა ზედა ისრაჱლისათა. |
6 | აჰა, მე გამოვარჩიე თქვენი მოძმეები - ლევიანები ისრაელიანთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილნი საუფლოდ, რათა გასწიონ სადღესასწაულო კარვის სამსახური. | 6 | და მე მოვიყვანენ ძმანი შენნი ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა, მოცემით მოცემულ არიან უფალსა მსახურებად მსახურებასა მას კარვისა საწამებელისასა. |
7 | შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან, და იმსახურეთ. მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის. თუ უცხო ვინმე შეუდგება სამსახურს, უნდა მოკვდეს. | 7 | შენ და ძეთა შენთა შენ თანა დაიმარხეთ მღდელობაჲ თქუენი ყოვლისაებრ წმიდისა საკურთხეველისა და შინაგან კრეტსაბმელისა და ჰმსახურებდით მსახურებასა მოცემულისა მღდელობისა თქუენისასა. და უცხოთესლი იგი, რომელი შეეხოს მას, მოკუდეს. |
8 | ელაპარაკა უფალი აარონს: აჰა, გავალებ ჩემთვის შემოწირული ღალისათვის ყურისგდებას; ისრაელიანთა მთელს შემოწირულობას გაძლევ წილად შენ და შენს შვილებს სამარადისო წესით. | 8 | და ეტყოდა უფალი აჰრონს: და, აჰა, ეგერა, მიგეც თქუენ საცავი იგი პირველ ნაყოფთა ჩემთაჲ ყოველთაგან განწმედილთა ჩემდამო ძეთაგან ისრაჱლისათა, შენ მიგეც იგი სიბერედ და ძეთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ. |
9 | აი, რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი, რასაც მე მიხდიან, წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის. | 9 | და ესე იყოს თქვენდა განწმედილთაგან წმიდათა ნაყოფთა ყოველთაგან შესაწირავთა მათთა და ყოველთაგან მსხუერპლთა მათთა, და ყოვლისაგან ბრალისა მათისა და ყოვლისაგან ცოდვისა მათისა, რაოდენ მომცენ მე, ყოველთაგანი სიწმიდეთაჲ შენდა იყოს და ძეთა შენთა. |
10 | წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი, მხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. | 10 | წმიდათა შინა წმიდათასა ჰჭამდეთ მას. ყოველმან წულმან ჭამოს იგი, შენ და ძეთა შენთა. წმიდა იყოს ესე შენდა. |
11 |
აი, რა გეკუთვნის მათი ღალის ძღვენიდან: ისრაელიანთა მთელი შემოწირულობა შენთვის და შენი შვილებისთვის მომიცია სამარადისო წესით. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი. |
11 |
და ესე იყოს თქუენდა ნაყოფად მიცემულთა მათთა ყოველთაგან დასადებელთა ძეთა ისრაჱლისათა. შენ მიგეც იგი და ძეთა შენთა და ასულთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ. ყოველი წმიდაჲ სახლსა შინა შენსა ჭამდეს მას. |
12 | საუკეთესო ზეთი, საუკეთესო ღვინო და პური, მათი ღალა, რაც უფალთან მიაქვს, შენთვის მომიცია. | 12 | და ყოველი შესაწირავი ზეთისაჲ და ყოველი შესაწირავი ღჳნისაჲ და შესაწირავი იფქლისაჲ, რაოდენიცა მოსცენ უფალსა, შენ მიგეც იგი. |
13 | მათი მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელიც უფალთან მიაქვთ, შენ გეკუთვნის. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი. | 13 | პირველი ნაყოფი ყოველი, რაოდენიცა იყოს ქუეყანასა მათსა, რაოდენი მოართუან უფალსა, შენდა იყოს, ყოველი წმიდაჲ სახლსა შინა შენსა ჭამდეს მას. |
14 | ყოველი დარისხებული ისრაელში შენ გეკუთვნის. | 14 | ყოველივე შეწირული ძეთა ისრაჱლისათაჲ შენდა იყოს. |
15 | ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც უფალს მიართმევენ, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. ოღონდ ადამიანის პირმშო გამოისყიდე და უწმიდური პირუტყვის პირველნაშობიც გამოისყიდე. | 15 | და ყოველმან, რომელმან გააღოს საშოჲ ყოვლისაგან ჴორციელისამან, რომელი მოართუან უფალსა კაცითგან ვიდრე პირუტყუადმდე, შენდა იყოს, არამედ ჴსნით იჴსნე ყოველი პირმშოჲ კაცთაჲ და ყოველი პირმშოჲ პირუტყუთა არაწმიდათაჲ იჴსნე. |
16 | მათი გამოსასყიდია: ერთი თვის შემდეგ გადაიხადე დაახლოებით ხუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელით, ანუ ოცი გერა. | 16 | და ჴსნაჲ მისი - თთჳთგანი. და სასყიდელი მისი ხუთი სიკილაჲ სიკილითა მით წმიდითა ოცი დანგი არს. |
17 | მხოლოდ ძროხის პირველმოგებულზე ან ცხვრის პირველმოგებულზე და თხის პირველმოგებულზე ნუ გადაიხდი გამოსასყიდს: წმიდა არიან. მათი სისხლი სამსხვერპლოს უნდა ასხურო, ხოლო ცხიმი უნდა აკმიო კეთილსურნელებად უფლისათვის. | 17 | გარნა პირმშოჲ ზროხათაჲ და პირმშოჲ ცხოვართაჲ და თხათაჲ არა იჴსნე, რამეთუ წმიდა არიან და სისხლი მათი მოაპკურო გარემო საკურთხეველსა სულად სულნელად უფლისა. |
18 | მათი ხორცი შენ გეკუთვნის, ისევე როგორც მისართმეველი მკერდი და მარჯვენა ბეჭი გეკუთვნის შენ. | 18 | და ჴორცი იგი იყოს შენდა და მკერდი იგი დასადებელი და მჴარი მარჯუენე შენდა იყოს. |
19 | მთელი წმიდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის. | 19 | ყოველი შესაწირავი წმიდათაგანი, რაოდენი შეწირონ ძეთა ისრაჱლისათა უფლისა, შენ მიგეც იგი, ძეთა შენთა და ასულთა შენთა, შენ თანა შჯულად საუკუნოდ აღნათქუემად მარილისა საუკუნისა არს წინაშე უფლისა, შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა. |
20 | უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის. | 20 | და ეტყოდა უფალი აჰრონს: ქუეყანაჲ მათი არა დაიმკჳდრო და ნაწილი არა იყოს მათ შორის შენი, რამეთუ ნაწილი შენი და სამკჳდრებელი შენი შორის ძეთა ისრაჱლისათა და ძეთა ლევისთა. |
21 |
ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ. |
21 |
აჰა, ეგერა, მივეც ყოველი ათეული ძეთა ისრაჱლისათაჲ ნაწილად მსახურებისა მათისა წილ, რომელსა იგინი ჰმსახურებდენ კარავსა მას წამებისსა. |
22 | აღარ მიუახლიავდნენ ისრაელიანები სადღესასწაულო კარავს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ დაიდონ. | 22 | და არღარა მოუჴდენ მსახურებად ძენი ისრაჱლისანი კარავსა მას წამებისასა მიღებად ცოდვისა მაკუდინებელისა. |
23 | თავად ლევიანებმა შეასრულონ სადღესასწაულო კარვის სამსახური და თავადვე იტვირთონ მათი ცოდვა. სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში. ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებენ სამკვიდროს, | 23 | და ჰმსახურებდეს ლევიტელი იგი მსახურებასა მას კარვისა საწამებელისასა და მათ მოიხუნენ ცოდვანი მათნი შჯულად საუკუნოდ ნათესავსა მათსა შორის ძეთა ისრაჱლისათა, არა დაიმკჳდროს სამკჳდრებელი. |
24 | რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს; ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებთ-მეთქი სამკვიდროს. | 24 | რამეთუ ათეული ძეთა ისრაჱლისათაჲ, რაოდენ-რაჲ განუჩემონ უფალსა, განჩემებული იგი მივეც ლევიტელთა სამკჳდრებელად. ამისთჳს ვარქუ მათ: შორის ძეთა ისრაჱლისათა არა დაიმკჳდრონ სამკჳდრებელი. |
25 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: | 25 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
26 | დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან. | 26 | და ლევიტელთა მათ ეტყოდე და არქუ: უკუეთუ მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა ათეული, რომელი მიგეც თქუენ მათგან ნაწილად და აღიღეთ თქუენცა მისგან შესაწირავი უფლისა ათეული ათეულისაგან. |
27 | კალოს პურად და საწნახელის წვენად ჩაგეთვლებათ თქვენი ღალა. | 27 | და შეგერაცხოს თქვენ შესაწირავი იგი თქუენი, ვითარცა იფქლი კალოჲსაგან და ვითარცა შესაწირავი საწნახელისაჲ. |
28 | ასე, თქვენც გადაუხდით ღალას უფალს იმ მეათედიდან, რასაც ისრაელიანები მოგცემენ; მისგან გადაუხდით საუფლო ღალას აარონ მღვდელს. | 28 | ეგრეთ შესწირით თქუენცა შესაწირავთაგან უფლისათა ყოველთაგან ათეულთა თქუენთა, რაოდენი მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა და მიეცით მისგანი შესაწირავად უფლისა აჰრონს მღდელსა. |
29 | ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, უნდა გადაიხადოთ საუფლო ღალა, ყოველივე საუკეთესოდან ურჩეულესი ნაწილი. | 30 | ყოველთაგან მოცემულთა თქუენდა შესწირეთ შესაწირავად უფლისა ყოველთაგან ნაყოფთა განწმედილთა მათგან. |
30 | უთხარი მათ: საუკეთესოს რომ გადაიხდით ღალად, კალოს შემოსავლად და საწნახლის შემოსავლად ჩაეთვლებათ ლევიანებს. | 31 | და არქუ მათ, რაჟამს შესწირვიდეთ პირველ ნაყოფსა მისგან და შეერაცხოს ლევიტელთა მათ, ვითარცა ნაყოფი კალოჲსაჲ და საწნახელისაჲ. |
31 | ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს არის გასამრჯელო სადღესასწაულო კარავში თქვენი სამსახურისთვის. | 32 | და ჰსჭამდეთ მას ყოველსა ადგილსა თქუენ და სახლეულნი თქუენნი, რამეთუ სასყიდელ თქუენდა ესე იყოს მსახურებათა მათ თქუენთა წილ კარავსა მას წამებისასა. |
32 | არ დაგედებათ ცოდვა, როცა მისგან საუკეთეს გადაიხდით ღალად, არ წაბილწავთ ისრაელიანთაგან შემოწირულს და არ მოკვდებით. | 33 | და არა მოიღოთ ცოდვაჲ მისთჳს, ოდეს შესწიროდით პირველი ნაყოფისა მისგან და სიწმიდე იგი ძეთა ისრაჱლისთაჲ არა შეაგინოთ, რათა არა მოსწყდეთ. |