ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა: |
1 |
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: |
2 | თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ დაიბანაკოს. | 2 | კაცად-კაცადმან მახლობელად განწესებასა თჳსსა მსგასად უწყებასა თჳსსა სახლად-სახლად და ტომად-ტომად დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა გარემო კარავსა წამებისასა. |
3 | წინა მხარეს, აღმოსავლეთით, იქნებიან დაბანაკებულნი: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდიანთა თავკაცი ნახშონ ყამინადაბის ძე, | 3 | დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა და რომელთა დაიბანაკონ პირველად აღმოსავალით განწესებულმან ბანაკმან იუდაჲსმან ძალითურთ მათით და მთავარ ძეთა იუდაჲსთა, ნაასონ, ძე ამინადაბისი, |
4 | და მისი ლაშქარი რიცხვით სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი. | 4 | ძალი მისი აღხილული სამეოცდაათოთხმეტ ათას და ექუსას. |
5 | მის გვერდით დაბანაკებული იქნებიან ისაქარის შტო და ისაქარიანთა თავკაცი ნათანაელ ცუარის ძე, | 5 | და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან იზაქარისმან და მთავარმან ძეთა ისაქარისთა, ნათანაელ, ძემან სოგორისმან. |
6 | და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი. | 6 | ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას და |
7 | ზებულონის შტო და ზებულონის თავკაცი ელიაბ ხელონის ძე, | 7 | რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ზაბულონისმან და მთავარმან ძეთა ზაბულონისთა, ელიაბ, ძე ქიროსისი, |
8 | და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი. | 8 | ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაშჳდ ათას და ოთხას. |
9 | იუდას ბანაკს მიეთვალა სულ ასოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით; პირველად ესენი უნდა დაიძრან. | 9 | ყოველნი აღრაცხილნი ნათესავთა თანა იუდაჲსთა ასოთხმეოცდაექუს ათას და ოთხას ძალითურთ მათით, პირველად აღიძრნენ. |
10 | სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და რეუბენიანთა თავკაცი ელიცურ შედეურის ძე, | 10 | განწესებული ბანაკი რუბენისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთა რუბენისთაჲ - ელისურ, ძე ედიორისი. |
11 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი. |
11 |
ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას. |
12 | დაბანაკებული იქნებიან მის გვერდით სიმონის შტო და სიმონიანთა თავკაცი შელუმიელ ცურიშადაის ძე, | 12 | და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან სჳმეონისმან და მთავარმან ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძემან სურისადაჲსმან. |
13 | და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი. | 13 | ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათცამეტ ათას და სამას. |
14 | გადის შტო და გადიანთა თავკაცი ელიასაფ რეღუელის ძე, | 14 | და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან გადისმან და მთავარ ძეთა გადისთა - ელისაფატ, ძე რაგუჱლისი. |
15 | და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი. | 15 | ძალი მისი აღხილული - ორმეოცდახუთ ათას ექუსას და ერგასის. |
16 | რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან. | 16 | ყოველნივე აღრაცხილ ბანაკსა თანა რუბენისსა - ასერგასის და ერთ ათას და ოთხას და ერგასის ძალითურთ მათით. |
17 | მერე დაიძრება სადღესასწაულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკებს შორის იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე უნდა იყვნენ გზაშიც, თითოეული თავის დროშასთან. | 17 | მეორედ აღიძრნენ და აღიღონ კარავი წამებისაჲ და ბანაკი ლევიტელთაჲ შორის ბანაკთა, ვითარცა დაიბანაკონ, ეგრეცა აღიძრნენ თითოეულად მახლობელად განწესებასა მათსა. |
18 | დასავლეთით ეფრემის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და ეფრემიანთა თავკაცი ელიშამაყ ამიჰუდის ძე, | 18 | განწესებული ბანაკი ეფრემისი ზღჳთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთაგანი ეფრემისთაჲ. |
19 | და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცი ათასი ხუთასი. | 19 | ელისამა, ძე ემეუდისი, ძალი მისი აღხილული ორმეოც ათას და ხუთას. |
20 | მის გვერდით მენაშეს ტომი და მენაშეანთა თავკაცი გამალიელ ფედაცურის ძე, | 20 | და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან მანასჱსმან და მთავარ ძეთაგან მანასჱსთა გამალიელ ძემან ფადასორისმან. |
21 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი. |
21 |
ძალი მისი აღხილული - ოცდაათორმეტ ათას და ორას. |
22 | ბენიამინის შტო და ბენიამინიანთა თავკაცი აბიდან გიდეონის ძე, | 22 | და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამისმან და მთავარი ძეთა ბენიამისთაჲ - აბიდან, ძე გედეონისი. |
23 | და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი. | 23 | ძალი მისი აღხილული - ოცდაათხუთმეტ ათას და ოთხას, რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამენისამან და მთავარი ძეთა ბენიამენისთაჲ - აბედან, ძე გედეონისი. ძალი მისი აღხილული - ოცდათხუთმეტ ათას და ორას. |
24 | ეფრემის ბანაკს მიეთვალა სულ ასრვა ათას ასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მესამენი დაიძრებიან ესენი. | 24 | ყოველნი აღრაცხილ ბანაკთა თანა ეფემისთა ასდარვა ათას და ორა ძალითურთ მათით. |
25 | ჩრდილოეთით დანის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და დანიანთა თავკაცი ახიყეზერ ყამიშადაის ძე, | 25 | მესამედ აღიძრნედ განწესებული ბანაკი დანისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით, და მთავარი ძეთა დანისთაჲ - აქეზერ, ძე ამისადისი. |
26 | და მისი ლაშქარი, რიცხვით სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი. | 26 | ძალი მათი აღხილული - სამეოცდაორ ათას და შჳდას. |
27 | მის გვერდით იქნებიან დაბანაკებულნი აშერის შტო და აშერიანთა თავკაცი ფაგიელ ყაქრანის ძე, | 27 | და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ასერისმან და მთავარ ძეთა ასერისთა - ფაგელ, ძე ექრანისი. |
28 | და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი. | 28 | ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაერთ ათას და ხუთას. |
29 | ნაფთალის შტო და ნაფთალიანთა თავკაცი ახირაყ ყენანის ძე, | 29 | და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ნეფთალისმან და მთავარი ძეთა ნეფთალემისთაჲ - აქირე, ძე ენანისი. |
30 | და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი. | 30 | ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათ ათას და ოთხას. |
31 |
დანის ბანაკს მიეთვალა სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით. |
31 |
ყოველნი აღრაცხილნი ბანაკსა თანა დანისსა ასერგასისდაშჳდ ათას და ექუსას ძალითურთ მათით. უკანაჲსკნელ აღიძრნენ მსგავსად განწესებულებისა მათისა. |
32 | ეს არის ისრაელიანთა რიცხვი მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი. | 32 | ესე რიცხჳ ძეთა ისრაჱლისათაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ და ყოველი აღხილვაჲ ბანაკთა მათთა ძალითურთ მათით ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის. |
33 | ლევიანები არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. | 33 | ხოლო ლევიტელნი არა შეარაცხნეს მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
34 | ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. ასე ბანაკდებოდნენ თავ-თავისი დროშების მიხედვით და ასე მგზავრობდნენ თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით, მამისსახლებად. | 34 | და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრესახედ დაიბანაკეს მსგავსად განწესებულებასა მათსა და ესრეთ აღიძრნიან თითოეულად მახლობელად ტომად-ტომად მათა მსგავსად სახლად-სახლად მამათა მათთა. |