ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს. |
1 |
და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი უდაბნოდ სინად თთუესა პირველსა. და დაადგრა ერი იგი კადეს და აღესრულა მარიამ და დაეფლა იგი მუნ. |
2 | არ ჰქონდა წყალი საზოგადოებას და შეითქვნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ. | 2 | და არა იყო წყალი კრებულსა მას და შეკრბეს მოსეს ზედა და აჰრონისა. |
3 | აუყვირდა ხალხი მოსეს და ასე უთხრა: ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით უფლის წინაშე. | 3 | და იწყეს ძჳრის-სიტყუად ერმან მან მოსეს ზედა და თქუეს: შჯობდა, მო-ღამცა-ვკუედით წარწყმედასა მას ძმათა ჩუენთასა წინაშე უფლისა. |
4 | რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, ჩვენი და ჩვენი საქონლის გასაწყვეტად? | 4 | და რაჲსათჳს აღმოიყვანეთ კრებული ესე უფლისა უდაბნოსა ამას მოსრვად ჩუენდა და საცხოვრისა ჩუენისა? |
5 | რისთვის ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უბედურ არემარეში, სადაც არ არის თესლის ადგილი, არც ლეღვი, არც ყურძენი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალია? | 5 | და რაჲსათჳს ჰყავთ ესე? აღმოგჳყვანენ ჩუენ ვგჳპტით მოსრვად ადგილსა ამას ბოროტსა? ადგილი, რომელ არა ითესვის, არცა არს ლეღჳ, არცა ვენაჴი, არცა მროწეული, არცა არს წყალი სასმელად. |
6 | გადგნენ მოსე და აარონი კრებულისგან სადღესასწაულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადა მათ უფლის დიდება. | 6 | და მოვიდა მოსე და აჰრონ პირისაგან კრებულისაჲსა კარად კარვისა საწამებელისად და დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა მათ ზედა. |
7 | ელაპარაკა უფალი მოსეს, უთხრა: | 7 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
8 | აიღე კვერთხი და შეჰყარეთ საზოგადოება შენ და შენმა ძმამ, აარონმა. დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს. ამოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან და დაარწყულებ მთელს საზოგადოებას მათი საქონელითურთ. | 8 | მოიღე კუერთხი ეგე და შეკრიბეთ კრებული შენ და აჰრონ, ძმამან შენმან, და არქუთ კლდესა წინაშე მათსა, და გამოსცეს წყალი და გამოუდინოს მათ წყალი კლდისაგან და ასუას კრებულსა ამას და საცხოვარსა მათსა. |
9 | აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისგან. | 9 | და მოიღო მოსე კუერთხი იგი, რომელ იყო წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან. |
10 | შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიგდეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი? | 10 |
და შეკრიბეს მოსე და აჰრონ კრებული იგი წინაშე კლდესა მას და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი, ურჩნო, კლდისაგან ნუ ამის გამოგიდინოთ თქუენ წყალი. |
11 |
აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა. |
11 |
და აღყო მოსე ჴელი თჳსი და სცა კლდესა მას კუერთხითა მით ორგზის და გამოჴდა წყალი ფრიად, და სუა კრებულმან მან და საცხოვარმან მათმან. |
12 | უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული. | 12 | და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: რამეთუ არა გრწმენა თქუენ ჩემი წმიდა-ყოფად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ამისთჳს არა შეიყვანოთ კრებული ესე ქუეყანასა მას, რომელ მივეც მათ. |
13 | ეს არის მტრობის წყალი, სადაც ედავებოდნენ ისრაელიანები უფალს და რითაც წმიდად გამოჩნდა იგი. | 13 | ესე არს წყალი ცილობისა, რამეთუ მაცილობელ იქმნეს ძენი ისრაჱლისანი წინაშე უფლისა და წმიდაჲ იქმნა მათ შორის. |
14 | გაუგზავნა მოსემ კადეშიდან მოციქულები ედომის მეფეს: ასე ამბობს შენი ძმა ისრაელი: შენ იცი ყველა უბედურება, რაც შემემთხვა. | 14 | და წარავლინნა მოსე მოციქულნი კადეთ მეფესა ედომელთაჲსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს ძმაჲ შენი ისრაჱლი: შენ უწყი ყოველი შრომაჲ, რომელმან გუპოვნა ჩუენ. |
15 | ჩავიდა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეს და ვცხოვრობდით ეგვიპტეში მრავალი ხანი. ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას. | 15 | და შთავიდეს მამანი ჩუენნი ეგჳპტედ და ვსხემობდით ეგჳტეს შინა მრავალ დღე, გუბრძოდეს ჩუენ ეგჳპტელნი და მამათა ჩუენთა. |
16 | შევღაღადეთ უფალს და მან ისმინა ჩვენი ხმა, გამოგვიგზავნა ანგელოზი და გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ შენს მოსაზღვრე ქალაქში. | 16 | და ჴმა-ვყავით უფლისა მიმართ. და ისმინა უფალმან ჴმისა ჩუენისა და მოავლინა ანგელოზი და გამოგჳყვანა ჩუენ ეგჳპტით. და აწ ვართ კადეს შინა ქალაქსა, ერთკერძო საზღვართა შენთასა. |
17 | გაგვატარე შენს ქვეყანაზე: არ გადავუვლით შენს ყანებს და ვენახებს, არ დავლევთ შენი ჭის წყალს; სამეფო გზით ვივლით, არც მარჯვნივ გავუხვევთ, არც მარცხნივ, ვიდრე შენს საზღვარს არ გავცდებით. | 17 | გზა-გუეც განსლვად ქუეყანით შენით, არა განვიდეთ ყანობირსა შენსა, არცა ვენაჴებსა შენსა, არცა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ, გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ, არა მივაქციოთ მარჯულ, არცა მარცხლ გარდასლვადმდე საზღუართა შენთა. |
18 | უთხრა ედომმა: არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით დაგხვდები. | 18 | და ჰრქუა მათ ედომ: ვერ განხჳდეთ ჩემით, უკუეთუ არა ბრძოლით განგიჴდე შემთხუევად შენდა. |
19 | მიუგეს ისრაელიანებმა: მთავარი გზით წამოვალთ. თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საზღაურს გადაგიხდი. ეს იქნება და ეს, ჩემი ფეხით გავივლი. | 19 | და ჰრქუეს მას ძეთა ისრაჱლისათა: მთის პირი წარვლოთ, უკუეთუ ვსუათ წყალი შენი მე და საცხოვარმან, მიგცეთ შენ სასყიდელი, ხოლო საქმე ესე არა რაჲ არს, მთის პირი წარვლოთ. |
20 | მიუგო: ვერ გაივლი. გამოვიდა მის დასახვედრად ედომი დიდძალი ხალხით და მაგარი ხელით. | 20 | ხოლო მან თქუა: ვერ განხჳდეთ ჩემით. და გამოჴდა ედომი შემთხუევად მისა ერითა დიდითა და ჴელითა მტკიცითა. |
21 |
არ დაანება ედომმა ისრაელს გავლა თავის საზღვარზე და გაერიდა მას ისრაელი. |
21 |
და არა ჯერ-იჩინა ედომმან გზის-ცემაჲ ისრაჱლისა საზღვარით თჳსით. |
22 | დაიძრნენ კადეშიდან და მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ჰორის მთასთან. | 22 | და მიაქცია ისრაჱლმან მისგან. და იძრნეს კადეთ და მივიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი ორდ მთად. |
23 | უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვართან: | 23 | და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს ორს მთასა შინა, საზღვართა ზედა ედომისათა, და თქუა: |
24 | შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო,რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით. | 24 | შეეძინენ აჰრონ ერსა თჳსსა, რამეთუ ვერ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ მივეც ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ განმარისხეთ მე წყალსა მას ზედა ცილობისასა. |
25 | ხელი მოჰკიდე აარონს და მის ძეს ელეაზარს, და ჰორის მთაზე აიყვანე. | 25 | წარიყვანე აჰრონ და ელიაზარ, ძე მისი, და აღიყვანენ იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა. |
26 | გახადე სამოსელი აარონს და მით ელეაზარი, მისი ძე შემოსე. შეერთოს აარონი და მოკვდეს იქ. | 26 | და გასძარცუე აჰრონს სამოსელი მისი და შეჰმოსე ელიაზარს, ძესა მისსა, და აჰრონ შეეძინენ და მოკუედინ მუნ. |
27 | ისე მოიქცა მოსე, როგორც უბრძანა მას უფალმა. ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი საზოგადოების თვალწინ. | 27 | და ყო მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან და აღიყვანნა იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა. |
28 | გახადა მოსემ აარონს სამოსელი და მით ელეაზარი, მისი ძე, შემოსა. მოკვდა აარონი იქ მთაზე და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან. | 28 | და გასძარცვა აჰრონს სამოსელი თჳსი და შეჰმოსა იგი ელიაზარს, ძესა მისსა. |
29 | და მოკუდა აჰრონ თავსა ზედა მის მთისასა. და გარდამოჴდა მოსე და ელიაზარ მთით. | ||
29 | დაინახა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოკვდა აარონი, და დასტიროდა აარონს მთელი ისრაელის სახლი ოცდაათ დღეს. | 30 | და იხილა ყოველმან კრებულმან, რამეთუ ჯმნულ იყო აჰრონ და სტიროდეს აჰრონს ოცდაათ დღე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ. |