ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები. |
1 |
და ესმა ქანანის მეფესა არადიდსა, რომელ მკჳდრ იყო უდაბნოსა, ვითარმედ მოვიდა ისრაჱლი გზასა ათარისასა, და ბრძოლა-უყო ისრაჱლსა, და იტაცეს მათგან სატყუენავი. |
2 | აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: თუ ხელში ჩამაგდებინებ ამ ხალხს, დავარისხებ მათ ქალაქებს. | 2 | და აღუთქუა ისრაჱლმან აღთქმაჲ უფალსა და თქუა: მო-თუ-მცე ერი ესე ჴელთა ჩემთა, შეჩუენებულ-ვყო იგი და ქალაქები მისი. |
3 | უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი). | 3 | და ისმინა უფალმან ჴმაჲ ისრაჱლისაჲ და მოსცა ქანანი ჴელთა მისთა. და შეჩუენებულ-ყო იგი და ქალაქები მისი და უწოდა მას ადგილსა სახელი - „შეჩუენებულ“. |
4 | დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვის გზით, რომ შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში. | 4 | და იტრნეს ორით მთით გზით ზღჳთ კერძო ერუთრად და გარეშევლლეს ქუეყანაჲ ედომისაჲ. და სულმოკლე იქმნა ერი იგი გზასა ზედა. |
5 | საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა. | 5 | და ძჳრსა იტყოდა ერი იგი ღმრთისა მიმართ და მოსესთჳს და თქუა: რაჲსათჳს მოგჳყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად უდაბნოსა ამას, რამეთუ არა არს პური, არცა წყალი და სულსა ჩუენსა მოეწყინა პური ესე ცუდი? |
6 | მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში. | 6 | და მოუვლინა უფალმან ერსა მას გუელი მომსრველი და უკბენდეს ერსა მას და მოისრა ერი მრავალი ძეთა ისრაჱლისათაჲ. |
7 | მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის. | 7 | და მოვიდა ერი იგი მოსესა და ეტყოდა: ვცოდეთ, რამეთუ ძჳრსა ვიტყოდეთ უფლისათჳს და შენთჳს. ილოცე აწ უფლისა მიმართ და განგუაყენე ჩუენგან გუელი ესე. და ილოცა მოსე უფლისა მიმართ ერისა მისთჳს. |
8 | უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება. | 8 | და ჰრქუა უფალმან მოსეს: ქმენ შენ გუელი და დადვე იგი საზღვარსა ზედა. და იყოს, უკბინოს თუ გუელმან კაცსა, ყოველმან კბენილმან, რომელმან იხილოს იგი, ცხონდეს. |
9 | გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა. | 9 | და ქმნა მოსე გუელი რვალისაჲ და აღმართა იგი საზღვართა ზედა. და იყო, რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მიჰხედის გუელსა მას რვალისასა და ცხონდის. |
10 | დაიძრნენ ისრაელიანები და ობოთში დაბანაკდნენ. | 10 | და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს უბოთსა. |
11 |
დაიძრნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, მოაბის გასწვრივ რომ არის, მზის აღმოსავლეთისკენ. |
11 |
და იძრნეს უბოთით და დაიბანაკეს აქალგას წიაღ უდაბნოსა, რომელ არს პირის-პირ მოაბსა აღმოსავლით კერძო მზისაჲთ. |
12 | დაიძრნენ იქიდან და ზარედის ხევში დაბანაკდნენ. | 12 | მიერ იძრნეს და დაიბანაკეს ჴევსა სარედისასა. |
13 | დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ არნონთან, უდაბნოში, სადაც არნონი ამორეველთა საზღვრიდან გამოდის, რადგან იგი მოაბისა და ამორეველთა საზღვარია. | 13 | მიერ იძრნეს და დაიბანაკეს მიერ წიაღ არნუნსა უდაბნოსა, რომელ გამოვლეს საზღვართაგან ამორეველთაჲსა, რამეთუ არნუნი საზღვარი მოაბელთაჲ არს და არს საშუვალ ამორეველისა. |
14 | ამიტომაც არის ნათქვამი საუფლო ბრძოლების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ღვარები. | 14 | ამისთჳს თქმულ არს წიგნსა ბრძოლაჲ იგი უფლისა, ზუობი მოწუა და ჴევნი არნონისანი. |
15 | ეშვება ღვარები და უხვევს, რომ დამდოვრდეს ყართან და მიადგეს მოაბის საზღვარს. | 15 | და ჴევნი დაამტკიცნა დამკჳდრებად ერისა. და ახს საზღვართა მოაბისათა. |
16 | იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს. | 16 | და მუნ იყო ჯურღმული ესე, ჯურღმული, რომლისათჳს ჰრქუა უფალმან მოსეს: შეკრიბე ერი ეგე და ვსცე მათ წყალი სუმად. |
17 | მაშინ იმღერა ისრაელმა ეს სიმღერა: აივსე, ჭაო! უმღერეთ მას! | 17 | მაშინ გალობდა ისრაჱლი გალობასა ამას ჯურღმულსა მას ზედა. წინამძღუართა მისთა თხარეს |
18 | ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ერის თავკაცებმა კვერთხით - თავიანთი არგნებით. უდაბნოდან მათანისკენ. | 18 | ჯურღმული, მთავართა აღმოკოდეს იგი, მეუფეთა წარმართთა მეუფებასა მათსა, რაჟამს ეუფლებოდეს მათ და ჯურღმულით მანთანაინდ. |
19 | მათანიდან ნახალიელში, ნახალიელიდან ბამოთში. | 19 | და მანთანაით მანთანაჱლდ და მანანაჱლით ბაბუოთდ, |
20 | ბამოთიდან გავიდნენ დაბლობზე, მოაბის ველზე რომ არის, ფისგას მთასთან, უდაბნოსკენ რომ იყურება. | 20 | და ბამოოთით იანანდ თავი, რომელ არს ველსა მოაბისასა თავით გოთლილით, რომელ ხედავს პირსა უდაბნოჲსასა. |
21 |
გაუგზავნა მოციქულები ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს და შეუთვალა: |
21 |
და წარავლინნა მოსე მოციქული სიონ მეფისა ამორეველთაჲსა სიტყჳთა მშჳდობისაჲთა. |
22 | გამატარე შენს ქვეყანაზე; არ შევალთ ყანებში და ვენახებში, არ დავლევთ ჭის წყალს; სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე შენი საზღვრიდან არ გავალთ. | 22 | და ჰრქუა: განვლო ქუეყანა შენი, გზაჲ განვლო, არა მივაქციოთ აგარაკსა შენსა, არცა ვენაჴთა შენთა, არა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ. გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ ვიდრე გარდასლვადმდე საზღვართა შენთა. |
23 | არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში; მივიდა იაჰელაში და შეებრძოლა ისრაელს. | 23 | და არა სცა სიონი ისრაჱლსა განსლვად საზღვრით მისით. და შეკრიბა სიონ ყოველი ერი თჳსი და გამოუჴდა ბრძოლად ისრაჱლსა უდაბნოდ და მოვიდა იასასარდ და ეწყო ისრაჱლსა. |
24 | მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო ყამონელთა საზღვარი. | 24 | და სძლო მას ისრაჱლმან მოსრვად მახჳლითა და ეუფლა ქუეყანასა მისსა არნუნითგან მიიაბუკდმდე და ვიდრე ძეთა ამანისთადმდე, რამეთუ იაზერ საზღვარი არს ამმანისთაჲ. |
25 | აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დაიწყო ისრაელმა ცხოვრება ამორეველთა ყველა ამ ქალაქში, ხეშბონში და მთელს მის დაბა-სოფლებში. | 25 | და დაიპყრა ისრაჱლმან ყოველი ქალაქები ესე. და დაეშენა ისრაჱლი ყოველსა შინა ქალაქებსა ამორეველთასა ესებონს შინა და ყოველთა შინა მოსაზღურეთა მისთა. |
26 | რადგან ხეშბონი ამორეველთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო. მან ბრძოლა გაუმართა მოაბის წინანდელ მეფეს და წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე. | 26 | რამეთუ ესებონი ქალაქი სერუნისი არს მეფისა ამორეველთაჲსაჲ და ამას ჰბრძოდა მეფესა ამორეველთასა წინა და დაიპყრა ყოველი ქუეყანაჲ მისი არუჱრითგან მიარნუნდმდე. |
27 | ამიტომაც ამბობენ მეიგავარაკენი: წადით ხეშბონს, აშენდება და განმტკიცდება სიხონის ქალაქი. | 27 | ამისთჳს თქჳანმე იგავითა მოვედით ესებონს, რათა აღეშენოს და განეგოს ქალაქი სიონისი. |
28 | რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა ყარ-მოაბი, არნონის გორაკთა პატრონები. | 28 | რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესებონით, ალი ქალაქით სიონისით და შეჭამა მოაბადმდე, შთანთქნა ძენი არნუნისნი. |
29 | ვაი შენ, მოაბო! განადგურდი, ქამოშის ხალხო! თავისი ვაჟები ლტოლვილებად აქცია, თავისი ქალები ამორეველთა მეფის, სიხონის, ტყვეებად. | 29 | ვაჲ შენდა, მოაბ, წარსწყმიდე ერი ქამონისი, მიეცა, ძენი მათნი ევლტოდეთ და ასულები მათი ტყუე იყოს მეფისა ამორეველთაჲსა სიონისი. |
30 | დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის! | 30 | და ნათესავი მათი წარწყმდეს ესებონდ მიდებონდმდე და დედებმან მათმან უფროჲს აღაგზნეს ცეცხლი მოაბსა ზედა. |
31 |
დაიწყო ცხოვრება ისრაელმა ამორეველთა ქვეყანაში. |
31 |
ხოლო დაეშენა ისრაჱლი ყოველთა ქალაქებთა ამორეველთასა. |
32 | გაგზავნა კაცები მოსემ იაზერის დასაზვერად და აიღეს მისი დაბა-სოფლები და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები. | 32 | და წარავლინა მოსე მოხილვად იაზერისა და დაიპყრეს იგი და დაბნები მისი და გამოჴადეს ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ. |
33 | გამობრუნდნენ და დაადგნენ ბაშანის გზას. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ედრეიში საბრძოლველად. | 33 | და მოაქციეს და აღვიდეს გზასა ბასანისასა და გამოვიდა ოგ, მეფე ბასანისაჲ, წინაშემთხუევად მათა, თავადი იგი და ყოველი ერი მისი ბრძოლად ედრაინს. |
34 | უთხრა უფალმა მოსეს: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდებ მას და მთელს მის ჯარს, მთელს მის ქვეყანას. იმასვე უყოფ მას, რაც უყავი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ ცხოვრობდა. | 34 | და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ გეშინინ მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი ქუეყანა მისი და უყავ მას, ვითარცა-იგი უყავ სეონ მეფესა ამორეველთასა, რომელ შენ იყო ესებონს შინა. |
35 | მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელს მის ქალაქს, ისე რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა. | 35 | და მოკლა იგი და ძენი მისნი, და ყოველი ერი მისი, და არა დაუტევა მისი განრინებული და დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი. |