ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დაინახა ბალაამმა, რომ ისრაელის დალოცვა უფალს უნდოდა, და არ შეუდგა წინანდებურად გრძნეულებას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი. |
1 |
და იხილა ბალაამ, რამეთუ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ ისრაჱლისაჲ, არა მივიდა კითხვად, ვითარ-იგი ჩუეულ იყო ზმნებათა და მიიქცია პირი თჳსი უდაბნოდ. |
2 | გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე. | 2 | და აღიხილნა თუალნი თჳსნი ბალამ და იხილა ისრაჱლი დაბანაკებული ნათესავად-ნათესავად. და იყო სული ღმრთისა მის ზედა. |
3 | წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა, | 3 | და აღიღო იგავი იგი მისი და თქუა ბალაამ, ძემან ბეორისმან, |
4 | ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს. | 4 | თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა, რომელმან ხილვაჲ ღმრთისა იხილა ძილსა შინა ზემხილვარითა თუალითა თჳსითა: |
5 | რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ! შენი სადგომები, ისრაელ! | 5 | ვითარ ეგე კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, საყოფელნი, ისრაჱლ, |
6 | როგორც გაშლილი ჭალები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები. | 6 | ვითარცა მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი მდინარესა ზედა და ვითარცა კარავნი, რომელ აღდგნა უფალმან და არა კაცმან და ვითარცა ნაძუნი წყლისკიდესა. |
7 | იდინებს წყალი მისი სარწყულებიდან და მისი თესლი დიდ წყლებში იქნება; აგაგზე უფრო ამაღლდება მისი მეფე და აღზევდება მისი სამეფო. | 7 | გამოჴდეს კაცი ნათესავისაგან თჳსისა და ეუფლოს ნათესავთა მრავალთა და აღმაღლდეს გუგის მეფობაჲ და აღორძნდეს მეუფებაჲ მისი. |
8 | ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის; ჭამს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით გმირავს. | 8 | ღმერთი უძღოდა მას ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მისი, შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხე მათი ტჳნითურთ გამოწოოს და ისრითა მისითა ესროდის მტერთა. |
9 | ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს? დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი. | 9 | ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან. |
10 | რისხვით აინთო ბალაკი ბალაამის მიმართ, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა ბალაკმა ბალაამს: ჩემი მტრების შესაჩვენებლად დაგიძახე, შენ კი უკვე მესამეჯერ ლოცავ მათ. | 10 | და განრისხნა გულისწყრომით ბალაკ ბალაამის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი და ჰრქუა ბალაკ ბალამს: წყევად მტერსა ჩემისა მოგხადე შენ, და, აჰა, ესერა, კურთხევით აკურთხე, იგი ესე მესამედ. |
11 |
ახლა გაიქეცი შენს ადგილას. ვიფიქრე, პატივს გცემ-მეთქი და, აჰა, დაგიკავა პატივი უფალმა. |
11 |
აწ ივლტოდე ადგილდ შენდა ვთქუ: გადიდო შენ. აწ ჴუებულ გქმნა შენ უფალმან დიდებისა მისგან. |
12 | უთხრა ბალაამმა ბალაკს: ხომ ვუთხარი შენს გამოგზავნილ მოციქულებს: | 12 | და ჰრქუა ბალაამ ბალაკს: არა მოციქულთაცა შენთა, რომელ მოავლინენ ჩემდა, ვარქუ მათ-მეთქი: |
13 | თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის, ბრძანებას, ვერც კარგს გავაკეთებ, ვერც ცუდს-მეთქი ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, მეც იმას ვიტყვი-მეთქი? | 13 | მო-ღათუ-მცეს ბალაკ სახლი თჳსი სავსე ვეცხლითა და ოქროჲთა, ვერვე შეუძლო გარდასლვად სიტყუასა უფლისასა ყოფად მისა კეთილად, ანუ ბოროტად თავით ჩემით, არამედ რავდენი მრქუას მე ღმერთმან, ესე ვთქუა. |
14 | ახლა მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგიცხადებ, რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში. | 14 | და აწ, ესერა, წარვალ მე ადგიდ ჩემდა, მოვედ და გიზრახო შენ, რაჲ უყოს ერმან ამან ერსა მაგას შენსა. |
15 | და წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა; | 15 | აღიღო იგავი თჳსი და თქუა ბალამ, ძემან ბეორისმან, თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა, |
16 | ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგებისა, უზენაესის ზრახვათა შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს. | 16 | ესმოდეს სიტყუანი ღმრთისანი, და მეცნიერ ყო მეცნიერებასა მაღლისასა. და ხილვაჲ ღმრთისა იხილა, რომელსა შინა ზეხილულ იყუნეს თუალნი მისნი. |
17 | ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას. | 17 | უჩუენო მას და არა აწ ვნატრო და არა მახლობელად გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისანი და წარტყუენნეს ყოველნი ძენი სეითისნი. |
18 | საკუთრება გახდება ედომი, თავისი მტრების საკუთრება გახდება სეყირი, ხოლო ისრაელი გამოაჩენს ძალას. | 18 | და იყოს ედომი სამკჳდრებელად და იყოს სამკჳდრებელად ესავი, მტერი მისი, და ისრაჱლმან ყოს ძლიერებით. |
19 | დაეპატრონება იაკობისაგანი და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ. | 19 | და აღდგეს იაკობისგან და წარწყმიდოს განრინებული ქუეყანით. |
20 | დაინახა ყამალეკი და წარმოთქვა თავისი იგავი: პირველი ხალხია ყამალეკი, მაგრამ საბოლოოდ დაიღუპება. | 20 |
და იხილა ამალეკი და იხილა იგავი იგი თჳსი და თქუა: დასაბამი წარმართთაჲ ამალეკი და ნათესავი მათი წარწყმდეს. |
21 |
დაინახა კენიელები და წარმოთქვა თავისი იგავი: მაგარია შენი სამყოფელი და კლდეზე მოგიწყვია ბუდე. |
21 | და იხილა კინეელი და აღიღო იგავი ესე და თქუა: მტკიცე არს სამკჳდრებელი შენი და და-თუ-სდვა კლდესა შინა ბუდე შენი. |
22 | თუ გაპარტახდა კაენი, როდემდის ეყოლები ტყვედ აშურს? | 22 | დაღათუ იყოს ბეორისი ბუდე ძმაცულებით, ასურასტანელთა წარგტყუენონ შენ. |
23 | წარმოთქვა თავისი იგავი: ვაი, ვინ იქნება ცოცხალი, როცა ამას მოახდენს ღმერთი? | 23 | და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: ჵ, ვინ ცხონდეს, ოდეს დადვას ესე ღმერთმან? |
24 | მოვლენ ხომალდები ხეთელებისგან და მოთრგუნავენ აშურს, მოთრგუნავენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან. | 24 | და გამოჴდეს ჴელთაგან კიტელთაჲსა და აჭირონ ასურს და აჭირებდენ ებრაელთა. და იგინი ერთბამად წარწყმდენ და აღდგა ბალაამ და წარვიდა, მიიქცა ადგილად თჳსა. და ბალაკ წარვიდა თჳსა. |
25 | ადგა ბალაამი და წავიდა, დაბრუნდა თავის მხარეში. წავიდა თავისი გზით ბალაკიც. |