ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან. |
1 |
და დაიბანაკა ისრაჱლმან სატინს ასულთა თანა მოაბელთა. |
2 | იწვევდნენ ის ქალები ხალხს თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს. | 2 | და ხადეს მათ ნაგებთა ზედა კერპთა მათთასა და ჭამა ერმან მან ნაზორევთა მათთაჲ და თაყუანი-სცეს კერპთა მათთა. |
3 | შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ. | 3 | და შეეჩუენა ისრაჱლი ბეელფეგორს და განრისხნა უფალი გულისწყრომით ისრაჱლსა ზედა. |
4 | უთხრა უფალმა მოსეს: აიღე და ჩამოუკიდე უფალს მზისით ხალხის ყველა თავკაცი და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგან. | 4 | და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიყვანენ ყოველნი მთავარნი ერისანი და განაქიქენ იგინი უფლისა მიერ წინაშე მზესა და უკუნიქცეს რისხვაჲ იგი გულისწყრომისა უფლისა ისრაჱლისაგან. |
5 | უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: მოკლას თითოეულმა თავისი კაცები, ვინც კი ბაალ-ფეღორს ან შეთვისებულები. | 5 | და ჰრქუა მოსე ნათესავთა ისრაჱლისათა: მოკალნ კაცად-კაცადმან სახლეული თჳსი, რომელ შეჩუენებულ არს ბეელფეგორისა. |
6 | აი, მოვიდა ერთ-ერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ. | 6 | და აჰა, ესერა, კაცი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოვიდა, მიიყვანა ძმაჲ თჳსი მადიანიტელისა წინაშე მოსესა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათაჲსა, ხოლო იგინი ტიროდეს წინაშე კართა კარვისა მის საწამებელთაჲსა. |
7 | დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ ფინხასმა, წამოდგა საზოგადოებაში და ხელში შუბი იპყრა. | 7 | და იხილა ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, და აღდგა იგი შორის კრებულსა, მოიღო ლახუარი ჴელთა. |
8 | შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს - ისრაელიანს და ქალს - მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება. | 8 | და შევიდა უკანა კაცისა მის ისრაიტელისა საცხობელსა კეცისასა და დაგურიმნა ორნივე იგი: კაცი იგი ისრაიტელი და დედაკაცი იგი საშოჲთ მისით. და დასცხრა გუემაჲ იგი ძეთაგან ისრაჱლისათაჲსა. |
9 | გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი. | 9 | და იყუნეს მოსრულნი გუემასა მას შინა ოცდაოთხ ათას. |
10 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
10 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
11 | ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით. | 11 | ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, დააცხრვო რისხვაჲ ჩემი ძეთაგან ისრაჱლისათა აღშურვებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპენ ძენი ისრაჱლისანი შურსა შინა ჩემსა. |
12 | ამიტომ უთხარი: აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას. | 12 | ესრე არქუ: |
13 | იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება. | 13 | აჰა, ესერა, მე მივსცემ მას აღთქუმასა მშჳდობისასა და იყოს მისა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქმა მღდელობისაჲ საუკუნე, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისა და ლხინება-ყო ძეთათჳს ისრაჱლისათა. |
14 | სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოიკლა მიდიანელ ქალთან ერთად, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა მოდგმის თავკაცი. | 14 | ხოლო სახელი კაცისა მის ისრაიტელისაჲ მის, რომელ მოკუდა მადიანიტელისა თანა, ზამბრი, ძე სალომისი, მთავარი სახლისა ტომისა სჳმეონისი. |
15 | სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, უბოთის მეთაურის. მიდიანის მოდგმისა იყო იგი. | 15 | და სახელი დედაკაცისა მის მოკლულისაჲ, მადიანიტელისაჲ - ქასბი, ასული სურისი, მთავრისა ნათესავისა სომმოთისი, სახლისა ტომთა მადიამელთაჲ არს. |
16 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: | 16 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
17 | ემტერეთ მიდიანელებს და მუსრი ავლეთ, | 17 | ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ემტერენით მადიამელთა და მოსრენით იგინი. |
18 | რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცთუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს. | 18 |
რამეთუ გემტერებიან თქუენ იგინი ზაკჳთ, რავდენსა გზაკვენ იგინი თქუენ ფოგორისთჳს და ქაზბისთჳს, ასულისა მთავრისა მადიამელისა, დისს მათისათჳს, რომელ მოკუდა დღესა მას გუემისა ფოგორისთჳს. |