ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
განადგურების შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს: |
1 |
და იყო, შემდგომად გუემისა ამის ეტყოდა მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონ მღდელისსა, და ჰრქუა: |
2 | აღრიცხე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ოცი წლიდან მოყოლებული გვარეულობათა მიხედვით, ყველა, ვისაც ლაშქრად გასვლა შეუძლია ისრაელში. | 2 | იწყე დასაბამსა ყოვლისა კრებულისასა ძეთა ისრაჱლისათასა ოცით წლითგანი და მიმართე სახლად-სახლად ტომთა მათთა ყოველი შემავალი წყობად ისრაჱლისა თანა. |
3 | ასე ელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ მღვდელი მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად: | 3 | და ეტყოდა მოსე და ელიაზარ მღდელი მათ არაბუთ მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ, კერძო და ჰრქუა: |
4 | ოცი წლიდან მოყოლებული როგორც ნაბრძანები აქვს უფალს მოსესთვის და ისრაელიანთათვის, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდნენ. | 4 | ოცით წლითგანი და მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს: შენ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით, |
5 | რეუბენი - ისრაელის პირმშო. რეუბენის ძენი: ხანოქი - ხანოქელთა საგვარეულო; ფალუსგან ფალუელთა საგვარეულო. | 5 | რუბენ, პირმშოჲ ისრაჱლი, ძენი რუბენისნი: ენუქ და დასი ენუქისი, ფალილუ, დასი ფალილუაჲსი. |
6 | ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ქარმისგან ქარმიელთა საგვარეულო. | 6 | ასრონ და დასი ასრონისი, ქარმი და დასი ქარმისი. |
7 | ეს არის რეუბენიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცდასამიათას შვიდასოცდაათი. | 7 | ესე დასნი რუბენისნი. და იყო აღხილვაჲ მათი ორმეოცდასამ ათას და შჳდასდაოცდაათ. |
8 | ფალუს ძენი: ელიაბი. | 8 | და ძენი ფალუჲსნი: ელიაბ. |
9 | ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი, აბირამი. ეს ის დათანი და აბირამი იყვნენ, საზოგადოების რჩეულნი, რომლებმაც აუტეხეს ჯანყი მოსეს და აარონს კორახის დასთან ერთად, როცა უჯანყდებოდნენ უფალს. | 9 | და ძენი ელიაბისნი: ნამოელ და დათან და აბირონ. ესე რჩეულნი იყუნეს კრებულისანი, რომელ ზედა მიუჴდეს მოსეს და აჰრონს კრებულსა თანა კორესსა, რაჟამს აღდგებოდეს უფლისათჳს. |
10 | გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი. | 10 | და განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქნა იგინი. და კორე თანა იყო სიკუდილსა მას კრებულისასა, რაჟამს შეჭამნა ცეცხლმან ერგასის და ორასნი. და იქმნნეს იგინი სასწაულ. |
11 |
კორახის ძენი კი არ დახოცილან. |
11 |
ხოლო ძენი კორესნი არა მოწყდეს. |
12 | სიმონიანები საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისგან ნემუელელთა საგვარეულაო, იამინისგან იამინელთა საგვარეულო, იაქონისგან იაქინელთა საგვარეულო, | 12 | და ძენი სჳმეონისნი და სიძეთა სჳმეონისთაჲ: ნამუჱლ, დასი ნამუჱლისი: იამინ, დასი იამინისი: იაქინ, დასი იაქინისი: |
13 | ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო, საულისგან საულელთა საგვარეულო. | 13 | ზარა, დასი ზარაჲსი: საულ, დასი საულისი, |
14 | ესენია სიმონელთა საგვარეულოები: ოცდაორი ათას ორასი. | 14 | ესე დასნი სჳმეონისნი აღხილვისა მათისაგან - ოცდაორ ათას. |
15 | გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ცეფონისგან ცეფონელთა საგვარეულო, ხაგისგან ხაგელთა საგვარეულო, შუნისგან შუნელთა საგვარეულო, | 15 | ძენი გადისნი დასად-დასად მათა: საფონ, დასი საფონისი, აგგი, დასი აგგისი, სუნი, დასი სუნისი. |
16 | ოზნისგან ოზნიელთა საგვარეულო; ყერისგან ყერელთა საგვარეულო, | 16 | აზენი, დასი აზენისი, ადდი, დასი ადდისი. |
17 | აროდისგან აროდელთა საგვარეულო, | 17 | ორად, დასი ორადისი, არიელ, დასი არიელისი. |
18 | ესენია გადიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცი ათას ხუთასი. | 18 | ესე დასნი ძეთა გადისთანი აღხილვისგან მათისა: |
19 | იუდიანები: ყერი და ონანი; დაიხოცნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში. | 19 | ორმეოც ათას და ხუთას. ძენი იუდასნი: ჱრ და ავან, სელონ და ფარეს და ზარა, და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. |
20 | მათი საგვარეულოების მიხედვით იუდიანები იყვნენ: შელასგან შელაელთა საგვარეულო, ფერეცისგან ფერეცელთა საგვარეულო, ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო. | 20 | და იყუნეს ძენი იუდასნი დასად-დასად მათა: სელომ, დასი სელომისი, ფარეზ, დასი ფარესისი, ზარა, დასი ზარაჲსი. |
21 |
ფერეციანები იყვნენ: ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ხამულისგან ხამულელთა საგვარეულო. |
21 |
და იყუნეს ძენი ფარესისნი: ასრონ, დასი ასრინისი, ამუჱლ, დასი ამუჱლისი. |
22 | ესენია იუდას საგვარეულოები რიცხვით სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი. | 22 | ესე დასნი იუდაჲსნი მსგავსად აღხილვისა მათისა - სამეოცდაათექუსმეტ ათას და ხუთას. |
23 | ისაქარიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: თოლასგან თოლაელთა საგვარეულო, ფუვასგან ფუვაელთა საგვარეულო. | 23 | და ძენი იზაქარისნი დასად-დასად მათა: თულა, დასი თულაჲსი, ფუსი - დასი ფუჰისი. |
24 | იაშუბისგან იაშუბელთა საგვარეულო, შიმრონიდან შიმრონელთა საგვარეულო, | 24 | იასობი, დასი ისობისი, სამრან, დასი სამრანისი. |
25 | ესენია ისაქარის საგვარეულოები რიცხვით სამოცდაოთხიათას სამასი. | 25 | ესე დასნი იზაქარისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც. |
26 | ზებულონიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: სერედისგან სერედელები, ელონისგან ელონელები, იახლიელისგან იახლიელელები, | 26 | ძენი ზაბულონისნი დასად-დასად მათა: სარედ, დასი სარედისი, ალილონ, დასი ალილონისი, იალიჱლ, დასი იალიჱლისი. |
27 | ესენია ზებულონელთა საგვარეულოები რიცხვით: სამოციათას ხუთასი. | 27 | ესე დასნი ზაბულონისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც ათას და ხუთას. |
28 | იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: მენაშე და ეფრემი. | 28 | ძენი იოსებისნი დასად-დასად მათა: მანასე და ეფრემ. |
29 | მენაშეანები: მაქირისგან მაქირელთა საგვარეულო, მაქირმა შვა გაალადი, გალაადისგან გალაადელთა საგვარეულო. | 29 | ძენი მანასესნი: მაქირ, დასი მაქირისი. და მაქირ შვა გალაადი და გალაადისი - დასი გალაადისი. |
30 | ესენია გალაადიანები: იეზერისგან იეზერელთა საგვარეულო, ხელევისგან ხელეველთა საგვარეულო, | 30 | და ესე ძენი გალადისნი: აქიეზერ, დასი აქიეზერისი, ქელეკ, დასი ქელეკისი. |
31 |
ასრიელისგან ასრიელთა საგვარეულო, შექემისგან შექემელთა საგვარეულო, |
31 |
სჳქემ, დასი სჳქემისი. |
32 | შემიდასგან შემიდაელთა საგვარეულო, ხეფერისგან ხეფერელთა საგვარეულო, | 32 | სემაჱრ, დასი სემაჱრისი, ოფერ, დასი ოფერისი. |
33 | ცელაფხად ხეფერის ძეს არ ჰყავდა ვაჟები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები. ცელაფხადის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგლა, მოლქა და თირცა. | 33 | და სალპაადს, ძესა ოფერისსა, არა ესხნეს მას ძე, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპადისთაჲ: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა. |
34 | ესენია მენაშეს საგვარეულოები, მათი რიცხვი იყო ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი. | 34 | ესე დასნი მანასესნი აღხილვისაგან მათისა - ერგასისადაორ ათას და შჳდას. |
35 | ესენი არიან ეფრემიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუთელახისგან შუთელახელები, ბექერისგან ბექერელები, თახანისგან თახანელები. | 35 | და ესე ძენი ეფრემისნი: სუთალა, დასი სუთალაჲსა, თანაქ, დასი თანაქისი. |
36 | ესენი არიან შუთელახიანები: ყერანისგან ყერანელთა საგვარეულო. | 36 | ესე ძენი სუთალაჲსნი: ედენ, დასი ედენისი. |
37 | ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ხუთასი. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. | 37 | ესე დასნი ძეთა ეფრემისთანი აღხილვისაგან მათისა ოცდაათოთხმეტ ათას და ხუთას. ესე ძენი იოსებისნი - დასად-დასად მათა. |
38 | ბენიამინელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ბელასგან ბელაელთა საგვარეულო, აშბელისგან აშბელელთა საგვარეულო, ახირამისგან ახირამელთა საგვარეულო, | 38 | ძენი ბენიამენისნი და დასად-დასად მათა: ბალი, დასი ბალისი, ასბელ, დასი ასბელისი, იაქირამ, დასი იაქირამისი. |
39 | შეფუფიმისგან შეფუფამელთა საგვარეულო, ხუფამისგან ხუფამელთა საგვარეულო. | 39 | სოფამ, დასი სოფამისი. |
40 | ბელაყიანები იყვნენ: არდი და ნაყამანი. არდელთა საგვარეულო, ნაყამანისგან ნაყამანელთა საგვარეულო. | 40 | და იყუნეს ძენი ბალესნი: არედ და ნუემმან, დასი ნუემმანისი. |
41 |
ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ექვსასი. |
41 |
ესე ძენი ბენიამენისნი დასად-დასად მათა აღხილვისგან მათისა - ორმოცდახუთ ათას და ექუსას. |
42 | ესენი არიან დანიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუხამისგან შუხამელთა საგვარეულო; ესენია დანის საგვარეულოები მათ საგვარეულოთა მიხედვით. | 42 | და ესე ძენი დანისნი დასად-დასად მათა: სუამ, დასი სუამისი, ესე დასნი დასად-დასად მათა. |
43 | შუხამელთა მთელი საგვარეულო, რიცხვით ექვსასოთხი ათას ოთხასი. | 43 | ყოველნი დასნი სუამისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოცდაოთხ ათას. |
44 | აშერიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იმნასგან იმნაელთა საგვარეულო, იშვასგან იშვაელთა საგვარეულო, ბერიყასგან ბერიყელთა საგვარეულო. | 44 | ძენი ასერისნი დასად-დასად მათა: იამი, დასი იამმინისი, იესუჲ - დასი იესუჲსი, ბარია, დასი ბარიაჲსი. |
45 | ბერიყიანთაგან; ხებერისგან ხებერელთა საგვარეულო; მალქიელისგან მალქიელელთა საგვარეულო. | 45 | ქუბერ, დასი ქუბერისი, მელქიელ, დასი მელქიელისი. |
46 | აშერის ასულის სახელი იყო სარახი. | 46 | და სახელი ასულისა ასერისისაჲ სარა. |
47 | ესენია აშერიანთა საგვარეულოები, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი. | 47 | ესე დასი ძეთა ასერისთანი აღხილვისაგან მათისა - ერგასის და სამ ათას და ოთხას. |
48 | ნაფთალიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იახციელისგან იახციელების საგვარეულო, გუნისგან გუნიელთა საგვარეულო, | 48 | ... სი გავნი, დასი გავნისი, |
49 | იეცერისგან იეცერელთა საგვარეულო, შილემისგან შილემელთა საგვარეულო. | 49 | იესე, დასი იესერისი, სელლემ, დასი სელლემისი. |
50 | ესენია ნაფთალიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ოთხასი. | 50 |
ესე დასნი ნეფთალემისნი აღხილვისაგან მათისა - ორმეოც ათას და სამას. |
51 |
ეს არის რიცხვი ისრაელიანთა: ექვსასი ათას შვიდასოცდაათი. |
51 |
ესე არს აღხილვად ძეთა ისრაჱლისათაჲ - ექუსას ათას და შჳდას ოცდაათ. |
52 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: | 52 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
53 | ამათ დაუნაწილებ ქვეყანას სამკვიდროებად სახელთა რიცხვის მიხედვით. | 53 | ამათ განეყოს ქუეყანა იგი დამკჳდრებად რიცხჳთ სახელებით. |
54 | მრავალრიცხოვანს უფრო დიდი სამკვიდრო მიეცი, მცირერიცხოვანს - მცირე; თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო. | 54 | უმარლესთა განამრავლო სამკჳდრებელი მათი თითოეულად, ვითარცა აღიხილნეს, მიეცეს მათ სამკჳდრებელი იგი. |
55 | ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო. | 55 | წილით განიყოს ქუეყანაჲ იგი, სახელებსა თესლად-თესლადსა ტომთა მათთასა დაემკჳდრონ. |
56 | წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები, მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ. | 56 | წილით განჰყო სამკჳდრებელი მათი შორის მრავალთა და მცირეთა. |
57 | აი, ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისგან გერშონელთა საგვარეულო, კეჰათისგან კეჰათელთა საგვარეულო, მერარისგან მერარიელთა საგვარეულო. | 57 | და ესე არიან ძენი ლევისნი დასად-დასად მათა: გერსონ, დასი გერსონისი, კაათ, დასი კაათისი, მერარი, დასი მერარისი. |
58 | ესენია ლევის საგვარეულოები: ლიბანელთა საგვარეულო, ხებრონელთა საგვარეულო, მახლიელთა საგვარეულო, მუშიელთა საგვარეულო, კორახელთა საგვარეულო. კეჰათმა შვა ყამრამი. | 58 | ესე დასნი ძეთა ლევისთანი, დასი ლუბენისი, დასი ქებრონისი, დასი მოლისი. და კაათ შვა ამრამ. |
59 | ყამრამის ცოლი იყო იოქაბედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში უშვა ცოლმა ლევის. მან კი ყამრამს უშვა აარონი, მოსე და მირიამი, მათი და. | 59 | და სახელი ცოლისა მისისაჲ იყო იოქაბელ. ასულმან ლევისმან, რომელმან უსხნა ესენი ლევის ეგჳპტეს შინა და უშვა ამრამს აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი. |
60 | შეეძინა აარონს ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. | 60 | და ესხნეს აჰრონს: ნადაბ და აბიუთ, და ელეაზარ და ითამარ. |
61 |
დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ. |
61 |
და მოკუდა ნადაბ და აბიუთ შეწირვასა მას მათსა ცეცხლისა უცხოჲსასა წინაშე უფლისა უდაბნოსა ზედა. |
62 | ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი თვიდან მოყოლებული; რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან არ ჰქონდათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის. | 62 | და იყუნეს აღხილვისაგან მათისა ოცდასამ ათას ყოველი წული თთჳთგანი და მიმართ, რამეთუ არა აღიხილნეს შორის ძეთა ისრაჱლისათა. |
63 | ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად. | 63 | რამეთუ არა ეც ამათ ნაწილი შორის ძეთა ისრაჱლისათა. და არს აღხილვაჲ მოსესი და ელიაზარ მღდელისაჲ, რომელთა აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი არაბოთს მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო. |
64 | მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში: | 64 | და ამათ შორის არა იყო კაცი აღხილულთა მათგანი მოსესგან და აჰრონისგან, რომელ აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა სინასა. |
65 | რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა. | 65 | და ჰრქუა მათ უფალმან: სიკუდილით მოკუდენ უდაბნოსა ზედა. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი გარნა ქალებ, ძე იეფონესი, და ისუ, ძე ნავესი. |