ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
2 | უბრძანე ისრაელიანებს და უთხარი მათ: გახსოვდეთ, თავის დროზე შემომწიროთ საჩემო შესაწირავი, საჩემო პური, ჩემი საცეცხლო მსხვერპლისთვის, საჩემო კეთილსურნელება. | 2 | ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: შესაწირავი ჩემი და მსხუერპლი ჩემი სულად სულნელებისად ჩემდა დაიმარხეთ შესაწირავად ჩემდა. |
3 | უთხარი მათ: აი, საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი დღეში, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი. | 3 | დღესასწაულთა ჩემთა. და არქუ მათ ესე: შესაწირავი, რავდენი შესწიროთ უფლისა კრავნი წელიწდეულნი უბიწონი ორნი დღედ-დღედ დაუკლებელად მრგულიად დასაწველად. |
4 | ერთი ცხვარი დილით შესწირე, მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე. | 4 | კრავი იგი ერთი ჰყო დილითი და კრავი იგი მეორე ჰყო მწუხრითი. |
5 | საძღვნოდ - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ჰინის მეოთხედ სუფთა ზეთში აზელილი. | 5 | და ჰყო მეათე გრივისაჲ სამინდოჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა გამოწურვილითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთა. |
6 | მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი, რომელიც შეწირული იყო სინაის მთაზე კეთილსურნელებისთვის, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. | 6 | მრგულიად დასაწველად სამარადისოდ, რომელ იყო მთასა შინა სინასა სულად სულნელებისად უფლისად. |
7 | საღვრელად ჰინის მეოთხედი თითო ცხვარზე, განწმედილ ადგილზე დაუღვარე უფალს საღვრელი ზედაშე. | 7 | და შესაწირავად მისა მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ კარავსა ერთსა წმიდასა შინა შესწირო შესაწირავად უფლისა. |
8 | მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე: დილანდელი ძღვენითა და საღვრელითურთ შესწირე საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს. | 8 | და კარავი იგი მეორე ჰყო მწუხრად მსგავსად შესაწირავისა მისისა და მსგავსად მსხუერპლისა მისისა ჰყო იგი სულად სულნელად უფლისა. |
9 | შაბათ დღეს ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი და საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, და მისი საღვრელი. | 9 | დღეთა შაბათთასა ორი კრავი წელიწდეული უბიწოჲ და ორი ათეული სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა. |
10 | ეს არის საშაბათო აღსავლენი შაბათობით მუდმივი აღსავლენისა და მისი საღვრელის გარდა. | 10 | შესაწირავად და მსხუერპლისა მრგულიად დასაწველისა სამარადისოჲსა და შესაწირავი მისი. |
11 |
ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ აღსავლენად უფალს: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი. |
11 |
და თთჳსთავსა შესწიროთ მრგულიად დასაწველები უფლისა ზუარაკი მროწლისაგანნი ორნი და ვერძი ერთი უბიწოჲ, კრავნი წელწდეულნი შჳდნი უბიწონი. |
12 | საძღვნოდ ეფის სამი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო კურატზე და ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ვერძზე. | 12 | და სამნი ათეულნი სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული სამინდოჲსაჲ ვერძსა ერთსა. |
13 | საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ცხვარზე. აღსავლენი, კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. | 13 | ათეული ათეულისაჲ სამინდოჲსაჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა კრავსა ერთსა სულად სულნელად სულნელებისად მსხუერპლად უფლისა. |
14 | მათი საღვრელი-ჰინის ნახევარი კურატზე, ჰინის მესამედი ვერძზე, ჰინის მეოთხედი ცხვარზე. აი, ეს არის საახალმთვარეო აღსავლენი მსხვერპლი წელიწადის ყოველ თვეს. | 14 | შესაწირავი მათი ზოგი დორაკისაჲ იყოს ზუარაკსა ერთსა და მესამე ნაწილი დორაკისაჲ იყოს ვერძსა ერთსა და მეოთხე დორაკისაჲ იყოს კრავსა ერთსა, ღჳნისაჲ. ესე მრგულიად დასაწველი თთჳთი თუედ თთუეთა წელიწადისათა. |
15 | ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უფალს; მუდმივ აღსავლენ მსხვერპლის გარდა შესწირე მის საღვრელთან ერთად. | 15 | და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა იყოს შესაწირავი მისი. |
16 | პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, უფლის პასექია. | 16 | თთუესა პირველსა მეათხუთმეტესა დღესა თჳსსა ზატიკი უფლისა. |
17 | ამ თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია: შვიდ დღეს ხმიადები უნდა იჭამოს. | 17 | და მეათხუთმეტესა დღესა ამის თთჳსასა დღესასწაული, შჳდ დღე უფუველსა ჰშჭამდეთ. |
18 | პირველ დღეს წმიდა უქმეა: არაფერი საქმე არ უნდა აკეთოთ. | 18 | და დღე იგი პირველი ჩინებულ იყოს წმიდად თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ. |
19 | შესწირეთ უფალს საცეცხლო აღსავლენი მსხვერპლი: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი, საღები უნდა გყავდეთ. | 19 | და შესწიროთ მრგულიად დასაწველები მსხუერპლად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძი ერთი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი, იყვნენ თქუენდა. |
20 | მათთან ერთად შესწირეთ ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე და ეფის ორი მეათედი ვერძზე. | 20 | და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა. |
21 |
ეფის მეათედი შესწირეთ თითო ცხვარზე იმ შვიდთაგან. |
21 |
ათეულ-ათეული ჰყო კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
22 | ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, რათა მიგეტეოთ. | 22 | და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვისათჳს სალხინებელად თქუენთჳს. |
23 | გარდა დილის აღსავლენი მსხვერპლისა, რომელიც მუდმივი აღსავლენი მსხვერპლია, შესწირეთ ესენი. | 23 | გარნა მრგულიად დასაწველისა მის დილითისაჲსა, რომელ არს მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ. |
24 | ასე გააკეთეთ ყოველდღე შვიდღეულში: პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელება შესწირეთ საღვრელთან ერთად, გარდა აღსავლენი მსხვერპლისა. | 24 | ჰყო იგი მსგავსად ამისა, ჰყოთ დღესა შინა შჳდთა მათ დღეთა შესაწირავი მსხუერპლად სულად სულნელებისად უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა. ჰყოთ შესაწირავი მისი. |
25 | მეშვიდე დღეს წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ. | 25 | და დღე იგი მეშჳდე ჩინებულ წმიდა იყოს თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა. |
26 | პირველნაყოფობის დღეს, როცა ახალი ძღვენი მიგაქვთ უფლისათვის, თქვენს შვიდღეულებში, წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ. | 26 | და დღეთა მათ ახლისათა შესწიროთ შესაწირავი ახალი უფლისა შჳდ შაბათთაჲ, ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ. |
27 | შესწირეთ უფალს აღსავლნი კეთილსურნელებისთვის: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი ორწლიანი ცხვარი, | 27 | და შესწირნეთ მრგულიად დასაწველნი სულად სულნელად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძნი ორნი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი. |
28 | საძღვნოდ მათთვის: გამტკიცული ფქვილი, ზეთში არეული, ეფის სამი მეათედი თითო კურატზე, ორი მეათედი თითო ვერძზე. | 28 | შესაწირავი მათი სამინდოჲ ასუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა თანა. |
29 | ეფის მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან, | 29 | ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
30 | ერთიც ვაცი თქვენი მიტევებისთვის. | 30 | და წალი თხათაგანი ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენდა, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა. |
31 | გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა და მისი ძღვენისა, შესწირეთ ესენი - საღი უნდა გყავდეთ - მათთვის განკუთვნილი საღვრელთან ერთად. | 31 | და შესაწირავი ჰყოთ ჩემდა. უბიწო იყუნენ თქუენდა მსხუერპლნი იგი მათნი. |