ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი ოცდამეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეშვიდე თვეში, თვის პირველში, წმიდა წვეულება გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ, ბუკისცემის დღე იყოს თქვენთვის.

1

და თთუჱსა მეშჳდესა, ერთსა თთჳსასა ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა. ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ, დღე იგი უწყებისაჲ იყოს თქუენდა.

2 შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი. 2 და ჰყოთ მრგულიად დასაწველი სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავი წელიწდეული, შჳდნი უბიწონი.
3 და მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ვერძზე, 3 შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული - ვერძსა ერთსა.
4 ეფის ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან, 4 ათეული-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
5 და ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, რათა მოგეტეოთ. 5 და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენთჳს.
6 გარდა ახალმთავრობის აღსავლენისა და მისი ძღვენისა, მუდმივი აღსავლენისა და მისი ძღვენისა და საღვრელისა, წესის მიხედვით, კეთილსურნელება უფლისათვის საცეცხლო მსხვერპლად. 6 გარნა მრგულიად დისაწველთა მათთჳს თავისათა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი მსგავსად სულად სულნელებისად უფლისა.
7 ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ. 7 და მეათე ამის თთჳსაჲ ჩინებულ წმიდა იყავნ თქუენდა და იჭირეთ სულთა თქუენთა და ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ.
8 შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი ცხვარი - საღები უნდა გყავდეთ. 8 და შეწირენით მრგულიად დასაწველნი უფლისა სულად სულნელად მხუერპლად ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი იყუნენ თქუენდა.
9 მათი ძღვენი, გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე, 9 შესაწირავი მათი, სამინდოჲ აღსუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა.
10 ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან. 10 ათეულ-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
11

ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისა მიტევებისას, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა თავისი ძღვნითურთ და მათთვის განკუთვნილი საღვრელისა.

11

და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თუენთჳს და მრგულიად დასაწველი იგი სამარადისოჲ და შესაწირავი მისი და მსხუერპლი მისი სულად სულნელად უფლისა.

12 მეშვიდე თვის თხუთმეტში წმიდა წვეულება გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ შვიდ დღეს უფლის დღესასწაული. 12 და მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მეშჳდისასა, წოდებულ წმიდა იყავნ იგი თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ და დღესასწაულ-ყავთ იგი დღესასწაულად უფლისა შჳდ დღე.
13 შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ცამეტი კურატი, ორი ვერძი, და თოთხმეტი წელგამოვლილი ცხვარი. საღები უნდა იყვნენ. 13 და შეწირენით მრგულიად დასაწველნი მლხუერპლად სულად სულნელად უფლისა და დღესა მას პირველსა ზუარაკი მროწლისაგანი ათცამეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი, იყუნენ.
14 მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი - ეფის სამი მეათედი თითო კურატზე ცამეტი კურატიდან, ორი მეათედი თითო ვერძზე ორი ვერძიდან, 14 და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა ათცამეტთა მათ ზუარაკთა და ორი ათეული ვერძსა ერთსა ორთავე მათ ვერძთა.
15 მეათედი თითო ცხვარზე თოთხმეტი ცხვრიდან, 15 ათეული-ათეული კრავსა ერთსა ათოთხმეტთა მათ კრავთა.
16 ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. 16 და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა.
17 მეორე დღეს: თორმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი, 17 შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და დღესა მეორესა ზუარაკები ათორმეტი და ვერძი ორი და კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი.
18 ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. 18 შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
19 ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენის, მისი ძღვენისა და მათი საღვრელისა. 19 და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
20 მესამე დღეს: თერთმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ბატკანი, 20 და დღესა მესამესა ზუარაკები ათერთმეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.
21

პურის შესაწირავი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ბატკნებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად;

21

შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.

22 ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. 22 და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა - შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
23 მეოთხე დღეს: ათი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი, 23 და დღესა მეოთხესა ზუარაკები ათი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი.
24 ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. 24 შესაწირავები მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა.
25 ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. 25 და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
26 მეხუთე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი, 26 და დღესა მეხუთესა ზუარაკი ცხრაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი ათოთხმეტნი წელიწდეულნი უბიწონი.
27 ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. 27 შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
28 ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. 28 და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
29 მეექვსე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი ერთწლიანი საღი ბატკანი, 29 და დღესა მეექუსესა ზუარაკი რვაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.
30 ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. 30 შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
31

ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.

31

და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.

32 მეშვიდე დღეს: შვიდი კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი, 32 დღესა მეშჳდესა ზუარაკნი შჳდნი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.
33 ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. 33 შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა.
34 ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა. მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. 34 და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
35 მერვე დღეს უქმობა მქონდეთ: არაფერი საქმე არ გააკეთოთ. 35 და დღესა მერვესა განჯმნაჲ იყოს რქუენი, ყოველი საქმეჲ მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა.
36 შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი, შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი, 36 და შესწიროთ მრგულიად დასაწველები სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი,
37 ძღვენი და საღვრელი კურატისთვის, ვერძისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. 37 და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთა მსგავსად რიცხჳსა მათისა.
38 ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა. და მისი საღვრელისა. 38 და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
39 ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, თქვენს მიერ მიცემულ აღთქმათა, სამოწყალო შესაწირავთა, აღსავლენთა, ძღვენთა, საღვრელთა და სამადლობელ მსხვერპლთა გარდა. 39 ესე ჰყოთ უფლისა დღესასწაულთა თქუენთა ნეფსითნი თქვენნი და მრგულიად დსაწველნი თქვენნი, შესაწირავნი თქუენნი და მსხუერპლნი თქუენნი და საჴსრადნი თქუენნი.