ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად: |
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით კერძო მოაბსა იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო და ჰრქუა: |
2 | ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს. | 2 | ამცენ ძეთა ისრაჱლისათა, და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისა გარემოს მათსა ლევიტელთა. |
3 | ჰქონდეთ ქალაქები საცხოვრებლად და სანახები ჰქონდეთ პირუტყვისათვის, ქონებისთვის და ყოველგვარი სარჩოსათვის. | 3 | და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათდა, გარემოს მათსა იყოს საცხოვრისა მათისა და ოთხფერჴისა მათისათჳს. |
4 | ქალაქგარე სანახები, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ქალაქის კედლებს იქით ათას წყრთაზე უნდა გადიოდეს ირგვლივ. | 4 | და საბრძანებელი ქალაქთა, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღუდითგან ქალაქისათა გამართ ორ ათასი წყრთა. |
5 | გადაზომეთ ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიმარიულებით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეთ მათ ქალაქგარე სანახებად. | 5 | დაზომო გარეშე ქალაქისა და აღმოსავლით კერძო ადგილი ორ ათას წყრთა და ბღუარით კერძო - ორ ათასი წყრთა და ზღჳთ კერძო - ორ ათასი წყრთა, ჩრდილოდ კერძო - ორ ათასი წყრთა. ესე იყავნ თქუენდა და საზღვარნი ქალაქთანი. |
6 | იმ ქალაქებიდან, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ექვსი ქალაქი თავშესაფარი იყოს, სადაც დაანებებთ მკვლელს გაქცევას. ამათ ზევით ორმოცდაორი ქალაქი მიეცით. | 6 | და ქალაქნი, რომელ მივსცნეთ ლევიტელთა, ექუსნი იგი ქალაქნი შესაოტებელნი, რომელ მისცნეთ შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა და ამათ თანა ორმეოცდაორ ქალაქ. |
7 | სულ ორმოცდარვა ქალაქი უნდა მისცეთ ლევიანებს თავისი სანახებითურთ. | 7 | ყოველი ქალიქები, რომელი მისცეთ ლევიტელთა ორმეოცდარვა ქალაქ იგი და დაბნები მისი. |
8 | ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ - ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს. | 8 | და ქალაქები, რომელ სცეთ სამკჳდრებელისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა უდიდესთაგან დიდად და მცირეთაგან მცირედ თითოეულად მსგავსად სამკჳდრებელისა თჳსისა, რომელ დაიმკჳდრონ, სცეს ქალაქთაგან ლევიტელთა. |
9 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: | 9 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
10 | ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა ქანაანის ქვეყანაში, | 10 | ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა, ქუეყანად ქანაანისა. |
11 |
დაიგულეთ ზოგიერთი ქალაქი, თავშესაფარ ქალაქებად გქონდეთ ისინი, სადაც შეეძლება თავის შეფარება მკვლელს, რომელსაც უნებურად შემოაკვდება კაცი. |
11 |
და განაკუთნეთ თქუენდად ქალაქნი, შესავედრებელად იყუნენ იგინი თქუენდა შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა, ყოველმან, რომელმან მოკლას კაცი არანეფსით. |
12 | გქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფარად შურისმაძიებლისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგდოების წინაშე წარდგებოდეს სამსჯავროდ. | 12 | და იყუნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელად მეძიებელისაგან სისხლისაჲსა და არა მოკუდეს კაცისმკლველი იგი ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა საშჯელად. |
13 | ექვსი უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც თავშესაფრად განაწესებთ. | 13 | და ქალაქნი იგი, რომელ მისცნეთ, ექუსნი ქალაქნი შესავედრებელად იყუნენ თქუენდა. |
14 | სამი ქალაქი იორდანეს გაღმა უნდა მისცეთ და სამი ქალაქი ქაანანის ქვეყანაში უნდა მისცეთ. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი. | 14 | სამნი იგი ქალაქნი მისცნეთ წიაღ იორდანესა და სამნი იგი მისცნეთ ქუეყანასა ქანაანისასა. შესავედრებელად იყუნენ ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთა და მსხემთა, რომელ იყუნენ თქუენ შორის, იყუნენ ექუსნი ესე ქალაქნი შესავედრებელად მუნ ყოვლისა კაცისმკლველისა არანეფსით. |
15 | ისრაელიანებს, მდგმურს და თქვენს შორის დამკვიდრებულს გქონდეთ ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა იქ თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც უნებურად შემოაკვდება კაცი. | 15 | |
16 | თუ ვინმე კაცს რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი. მკელელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. | 16 | უკუეთუ ჭურჭლითა რკინისაჲთა სცეს და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი. |
17 | თუ ვინმე სასიკვდილოდ დაარტყამს ქვას ვინმეს და მოკვდება კაცი მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. | 17 | უკუეთუ ქვაჲ ვინმე აღიღოს ჴელითა, რომელსა შინა მოკუდეს, და მით სცეს მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი. |
18 |
ან ხის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება კაცი, მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. |
18 | უკუეთუ ჭურჭლითა ძელისაჲთა ჴელითა სცეს ვინმე მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს იგი, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი. |
19 | მესისხლეს თავად შეუძლია მოკლას მკვლელი; შეხვდება და თვითონვე მოკლას. | 19 | მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას, რაჟამს შეემთხჳოს მას. ამან მოკლას იგი. |
20 | თუ ვინმე ქიშპობით კაცს ხელს ჰკრავს ან განზრახვით რაიმეს ესვრის და მოკვდება კაცი, | 20 | უკუეთუ მტერობით უგუმიროს მას და დაუტეოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი ზაკჳთ და მოკუდეს, |
21 |
ან მტრობით ხელს დაარტყამს და მოკვდება, დამრტყმელი უნდა მოკვდეს, რადგან მკვლელია. მესისხლეს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება. |
21 |
ანუ მანკიერებით სცეს მას ჴელითა თჳსითა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ მცემელი იგი, კაცისმკლველ არს, მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას მკლველი იგი, რაჟამს შეემთხჳოს მას იგი. |
22 | თუკი უნებლიეთ, მტრობის გარეშე, ჰკრავს ხელს ან განუზრახველად ესვრის რაიმე საგანს, | 22 | უკუეთუ მყის არა მტერობით უგუმიროს მას, ანუ მიაგდოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი, არა უმზირდა მას, |
23 | ან ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, გადმოუვარდება და ვინმეს დაეცემა თავში და მოკვდება, ის კი არც მტრობდა მას და არც ავს ფიქრობდა მისთვის, | 23 | არღაცა ყოვლითა ქვითა, რომლითა მოკუდეს მით, არამეცნიერობით და დაეცეს მის ზედა და მოკუდეს, ხოლო იგი არა მტერ იყო მას, არცაღა ეძიებდა ბოროტსა-ყოფად მისა. |
24 | საზოგადოებამ უნდა განსაჯოს მკვლელისა და მესისხლის საქმე ამ წესების მიხედვით. | 24 | და საჯოს კრებულმან შორის მცემელისა მის და შორის მეძიებელისა სისხლისაჲსა მსგავსად ამას საშჯელისა. |
25 | უნდა იხსნას საზოგადოებამ მკვლელი მესისხლისაგან და გააბრუნოს იგი საზოგადოებამ მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაქცეული იყო. დარჩეს იქ წმიდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის სიკვდილამდე. | 25 | და განარინოს კრებულმან მან მკლველი იგი მეძიებელისა მისგან სისხლისაჲსა და შეიყვანოს კრებულმან მან ქალაქსა მას შესავედრებელსა. და დაეშენოს მუნ ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელსა სცხეს საცხებელითა წმიდითა. |
26 | თუკი მკვლელი გასცდება თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს, სადაც გაიქცა, | 26 | უკუეთუ გამოვიდეს მკლველი იგი საღზვართა მისთა ქალაქისათა, რომელსა შეევედრა მუნ. |
27 | ნახავს მას მესისხლე თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს გარეთ და მოკლავს მესისხლე მკვლელს, არ მოეკითხება მას სისხლი, | 27 | და პოვოს იგი მეძიებელმან მან სისხლისამან გარეშე საზღვართა ქალაქისა მის შესავედრებელისა მისისათა და მოკლას მეძიებელმან მან სისხლისამან მკლველი იგი, არა თანამდებ იყოს, |
28 | რადგან თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო მღვდელმთავრის სიკვდილამდე. მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი მკვლელს შეუძლია თავის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება. | 28 | არამედ ქალაქსა მას შესავედრებელსა შენ იყოს, ვიდრემდის მოკუდეს მღდელი იგი დიდი და შემდგომად სიკუდილისა მღდელისა მის დიდისა მიიქცეს მკლველი იგი ქუეყანად სამკჳდრებელად თჳსა. |
29 | გქონდეთ ეს სამართლის წესად თქვენს თაობებში. ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ. | 29 | და იყოს ესე თქუენდა სამართალ საშჯელისა ნათესავთა თქუენთა ყოველთა სამკჳდრებელთა თქუენთა. |
30 | ყოველი მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას, ერთი მოწმის მხილებით კაცს სიკვდილით ვერ დასჯიან. | 30 |
ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა მოწამით, მოკლას მკლველი იგი და მოწამემან ერთმან არა წამოს კაცისათჳს მოსიკუდიდ. |
31 | ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა, რადგან სიკვდილით უნდა დაისაჯოს. | 31 | და არა მოიღო საჴსარი სულისათჳს მკლველისაგან, რომელი სიკუდილისა თანამდებ იყოს, არამედ სიკუდილით მოკუდეს. |
32 | ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისთვის, რომ მღვდლის სიკვდილამდე დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. | 32 | არა მოიღოს საჴსარი ოხებად მისა ქალაქთა შესავედრებელთა, რათამცა შენ იყო იგი კუალად ქუეყანასა ზედა ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა. |
33 | ნუ წაბილწავთ მიწას, სადაც იმყოფებით, რადგან სისხლია, რომ ბილწავს მიწას. ვერ განიწმიდება მიწა მასზე დაღვრილი სისხლისაგან, თუ არა თავად მისი დამღვრელის სისხლით. | 33 | და არა მოსრათ ქუეყანაჲ, რომელსა ზედა თქუენ შენ ხართ, რამეთუ სისხლმან მან მოსრა ქუეყანაჲ და ვერ განერეს ქუეყანაჲ სისხლისა მისგან, რომელ დაითხია მას ზედა, არამედ მას სისხლსა ზედა, რომელ დასთხია იგი. |
34 | ნუ გააუწმიდურებთ მიწას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, სადაც მე ვარ დავანებული თქვენს შორის, რადგან მე, უფალი, დავანებული ვარ ისრაელიანთა შორის. | 34 | და არა შეაგინოთ ქუეყანა, რომელსა ზედა მკჳდრ ხართ თქუენ, და რომელსა ზედა დამკჳდრებულ ვარ მე თქუენ შორის, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი დამკჳდრებულ ვარ შორის ძეთა ისრაჱლისათა. |