ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მენაშიანის ძეთა საგვარეულოს მამამთავრები იოსებიანთა საგვარეულოებიდან და ილაპარაკეს მოსეს წინაშე და ისრაელიანთა თავკაცების, მამამთავართა წინაშე, |
1 |
და მოვიდეს მთავარნი ტომთა ნათესავსა ძეთა გალადისთანი ძისა მაქირისნი, ძისა მანასესნი, ნათესავისაგან ძეთა იოსებისთანი, და იტყოდეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა სახლებისა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა |
2 | თქვეს: ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რომ წილისყრით მისცეს ისრაელიანებს ქვეყანა სამკვიდროდ; ნაბრძანები აქვს უფლისგან ჩვენს ბატონს, რომ მის ქალიშვილებს მისცეს ჩვენი ძმის ცელაფხადის წილი. | 2 | და თქუეს: უფალსა ჩუენსა ამცნო უფალმან მოცემად ქუეყანისა მის სამკჳდრებელისა წილით ძეთა ისრაჱლისათა და უფალსა ჩუენსა უბრძანა უფალმან მიცემად სამკჳდრებელი სალპადისი, ძმისა ჩუენისაჲ, ასულთა მისთა. |
3 | თუ ვისმე მითხოვდნენ ცოლად ისრაელიანთა რომელიმე შტოში, წაერთმევა მათი სამკვიდრო ჩვენი მამაპაპის სამკვიდროს და შეეძინება იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილები. დაიკარგება ჩვენი წილხვედრილი სამკვიდრო. | 3 | და ცოლ-ეყუნენ იგინი ერთსა ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათასა და აღიღოს ნაწილი იგი მათი სამკჳდრებელისაგან მამათა ჩუენთა და შეეძინოს სამკჳდრებელსა მას ნათესავისასა, რომელსაცა ეცოლნენ და ნაწილისაგან სამკჳდრებელისა ჩუენისაჲსა განეყენნენ. |
4 | როცა დაუდგებათ ზეიმის დღე ისრაელიანებს, მაშინაც მიემატება მათი სამკვიდრო იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან გათხოვილნი და ჩამოერთმევა ჩვენი მამა-პაპის სამკვიდროს მათი სამკვიდრო. | 4 | უკუეთუ მიტევებაჲ იყოს ძეთა ისრაჱლისათაჲ და შეეძინოს სამკჳდრებელი იგი მათი, სამკჳდრებელისაგან ნათესავისა ტომისა ჩუენისაჲსა მიიღონ სამკჳდრებელი იგი მათა. |
5 | ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს უფლის ბრძანებისამებრ: მართალს ამბობს იოსებიანთა შტო. | 5 | და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა და ჰრქუა: ესრე იტყჳან ნათესავნი ძეთა იოსებისთანი. |
6 | აი, რა აქვს ნაბრძანები უფალს ცელაფხადის ასულთა საქმეზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული შტოს საგვარეულოებში გათხოვდნენ. | 6 | ესე სიტყუაჲ, რომელი უბრძანა უფალმან სულთა სალპადისთა და ჰრქუა: სთნავს თუ წინაშე მათსა, ცოლ-ეყვნედ იგინი ტომსა მამისა მათისსა ეცოლნენ იგინი. |
7 | არ უნდა გადადიოდეს ისრაელიანთა სამკვიდრო შტოდან შტოში, რადგან მამაპაპისეულ შტოს სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული თითოეული ისრაელიანი. | 7 | და არა გარდაიქცეს სამკჳდრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ ნათესავითი ნათესავად, არამედ კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა ნათვსავისა მამულისა თჳსისასა შეეკრძალნენ ძენი ისრაჱლისანი. |
8 |
ყოველი ასული, რომელიც იმკვიდრებს წილს ისრაელიანთა რომელიმე შტოში, მამისეული შტოს საგვარეულოდან უნდა მისთხოვდეს ვისმე, რათა თითოეულ ისრაელიანს შეეძლოს მამაპაპისეული წილის დამკვიდრება. |
8 |
და ყოველი ასული, რომელი ეძიებდეს სამკჳდრებელსა ნათესავისაგან ძეთა ისრაჱლისათა ერთტომსა მამისა თჳსისასა ცოლ-ეყოს, რათა მოიძიონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან სამკჳდრებელი მამული თჳსი. |
9 | არ უნდა გადადიოდეს სამკვიდრო ერთი შტოდან სხვა შტოში, რადგან თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული. | 9 | და არა გარდაიცვალოს ნაწილი ნათესავითი ნათესავად სხუად, არამედ თჳთოეულად სამკჳდრებელსა თჳსსა შეუდგენ ძენი ისრაჱლისანი. |
10 | როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ცელაფხადის ასულები. | 10 | ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ასულთა სალპადისთა. |
11 | მისთხოვდნენ მახლა, თორცა, ხოგლა, მილქა და ნოყა - ცელაფხადის ასულები - თავიანთ ბიძაშვილებს ცოლად. | 11 | და ცოლ-ეყვნენ თერსა და ეგლა, მელქა, და ნოა და მალა ასულნი სალპადისნი მამისძმისწულთა მათთა, |
12 | იოსებიან-მენაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო. | 12 | ტომისაგან მანასესთა ძეთა იოსებისთა ცოლ-ეყვნეს იგინი და იყო სამკჳდრებელი მათი ნათესავსა თანა ტომისა მამისა მათისასა. |
13 | აი, ბრძანებები და წესები, უფალმა რომ გამოცხადებინა მოსეს ისრაელიანთათვის მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის გასწვრივ. | 13 | ესე არიან მცნებანი და სამართალნი და განკითხვანი, რომელ ამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო. |