ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
1 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
2 | ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა აღთქმა დადო, რომ უფლის მოწმიდარი გახდება, | 2 | ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: მამაკაცმან, ანუ დედაკაცმან, რომელმან ილოცოს ლოცვაჲ დიდად, |
3 | ღვინისგან და სასმელისგან უნდა იწმიდოს, არც ღვინის ძმარი და არც თაფლუჭის ძმარი არ დალიოს, არც ყურძნის წვენი არ დალიოს, არც ახლადმოკრეფილი ყურძენი და არც ჩამიჩი არ ჭამოს. | 3 | განიწმიდენინ სიწმიდითა უფლისაჲთა, ღჳნისაგან და თაფლუჭისა განწმიდნეს და ძმარი ღჳნისაგან და ძმარი თაფრუჭისგან არა სუან და ყოველი, რომელი იქმნების ღჳნისაგან, არა სუას და ყურძენი ახალი და შკიჭი არა ჭამოს. |
4 | თვისი მოწმიდარობის მთელს დროს ყურძნისაგან დამზადებული არაფერი ჭამოს, წიპწიდან კანამდე. | 4 | ყოველია დღეთა ლოცვისა მისისათა ყოვლისაგან, რომელი იქმნების ვენაჴისაგან, ღჳნოჲ საგუდლითგან ვიდრე ნატკუეცლადმდე არა ჭამოს. |
5 | მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა, წმიდაა იგი. თმა უნდა მოიზარდოს თავზე. | 5 | ყოველთა დღეთა მათ განწმედისათა მახჳლი არა აღვიდეს თავსა მისსა, ვიდრემდის აღივსნენ დღენი იგი, რომელ აღუთქუა უფალსა, წმიდა იყოს, მიუტეოს სიგრძედ თმაჲ თავისაჲ. |
6 | უფლის მოწმიდარობის მთელს დროს მკვდარს არ უნდა მიეკაროს. | 6 | ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა უფლისა მიმართ სულსა ზედა ასრულებულსა არა შევიდეს |
7 | არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის და დის გამო, მათ გამოც კი მათი სიკვდილის დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე. | 7 | მამასა ზედა და დედასა და ძმასა და დასა, არა შეიგინოს მათ შორის სიკუდილსა მათსა, რამეთუ ლოცვაჲ უფლისა მისისაჲ მის ზედა თავსა მისსა. |
8 | თავისი მოწმიდარობის მთელ დროს უფლის წმიდაა ის. | 8 | ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა წმიდა იყოს უფლისა. |
9 | თუ მოულოდნელად, უცაბედად შეესწრო ვინმეს სიკვდილს და იგი წაიბილწავს სამოწმიდარო თავს, უნდა მოიპარსოს თავი. თავისი განწმედის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს იგი. | 9 | უკუეთუ ვინმე მოკუდეს მის თანა, მეყსეულად შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ და დაიყჳნოს თავი მისი, რომელსა დღესა განწმიდნა. |
10 | მერვე დღეს კი ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მიუტანოს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. | 10 | და დღესა მეშჳდესა დაიყჳნოს და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი მღდელისა მის კარად კარვისა საწამებელისა. |
11 |
გაამზადებს მღვდელი ერთს ცოდვისათვის, მეორეს აღსავლენად და განწმედს მას მკვდრის შეხების ცოდვისაგან, და განათლავს მის თავს ამ დღეს. |
11 |
და ყოს მღდელმან მან ერთი ცოდვისათჳს და ერთი ყოვლად დასაწველად და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელთათჳს ცოდა სულისა მისთჳს და განწმიდოს თავი მისი. |
12 | უნდა განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიუტანოს წელგამოვლილი ცხვარი დანაშაულისთვის. წინა დღეები დაკარგულია, რადგან წაბილწა თავისი მოწმიდარობა. | 12 | მას დღესა შინა მას დღესა განწმიდნეს უფლისა დღენი იგი ლოცვისანი და მოჰგუაროს ტარიგი წელიწადეული ცოდვისა მისთჳს და პირველნი იგი დღენი შეურაცხ იყუნენ, რამეთუ შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ. |
13 | ეს არის მოწმიდარის რჯული: როცა გაუვა მოწმიდარობის ვადა, მიიყვანენ მას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან; | 13 | ესე არს შჯული მლოცველისაჲ მის, რომელსა დღესა აღასრულნეს დღენი ლოცვისა მისისანი, შეწიროს მან კართა თანა კარვისა წამებისათა. |
14 | შესწირავს უფალს წელგამოვლილ, საღ ცხვარს აღსადგენად, ერთ წელგამოვლილ დედალ ცხვარს ცოდვისათვის და ერთ საღ ჭედილას სამადლობელ მსხვერპლად, | 14 | და მოართუას ძღუენი მისი უფალსა ტარიგი წელიწადეული უბიწოჲ ერთი ყოვლად მწუარად და ტარიგი ნეზჳ წელიწადეული უბიწოჲ ერთი ცოდვისათჳს და ვერძი ერთი უბიწოჲ ცხორებისათჳს. |
15 | ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს, ზეთწაცხებულ უსაფუვრო ლავაშებს მათი ძღვენითა და საღვრელით. | 15 | და ლანკლითა უცომოჲ სამინდოჲსა პურნი შექმნილნი ზეთითა და ლელანგონი უცომონი ზეთითა ცხებულნი, |
16 | მიიტანს მღვდელი უფლის წინაშე და გაამზადებს ცოდვისათვის და აღსავლენად. | 16 | და მსხუერპლი მათი და შესაწირავი მათი. და მოიღოს იგი მღდელმან მან წინაშე უფლისა და ყოს იგი ცოდვისათჳს და მსხუერპლი იგი ყოვლად მწუარი მისი. |
17 | ხოლო ჭედილას გაამზადებს სამადლობელ, მსხვერპლად უფლისათვის ერთი კალათა ხმიადითურთ და გაამზადებს მღვდელი მათ ძღვენს და საღვრელს. | 17 | და ვერძი იგი ყოს შესაწირავად ცხორებისა მისისათჳს უფლისა ლანკლანსა მას თანა უცომოსა, და ყოს მღდელმან შესაწირავი იგი მისი და მსხუერპლი მისი. |
18 | გადაიპარსავს მოწმიდარი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან თავის სამოწმიდარო თავს, აიღებს თავისი სამოწმიდარო თავის თმას და ჩააგდებს ცეცხლში, სამადლობელი მსხვერპლის ქვეშ რომ არის. | 18 | და დაიყჳნოს მლოცველმან მან კართა თანა კარვისა საწამებელისათა თავი ლოცვისა მისისაჲ და დადვას თმაჲ იგი ცეცხლსა მას, რომელ-იგი არს შესაწირავი მის ცხოვრებისაჲ. |
19 | აიღებს მღვდელი ჭედილას მოხარშულ ბეჭს, ერთ უსაფუარო ნამცხვარს კალათიდან, ერთ უსაფუვრო კვერს და ხელზე დაუდებს მოწმიდარს მას შემდეგ, რაც ის მოიპარსავს თავის მოწმიდარობას. | 19 | და მოიღოს მღდელმან მან მჴარი იგი მგბარი ვერძისა მისგან და პური ერთი უცომოჲ ლანკნისა მისგან და ლელანგოჲ უცომოჲ ერთი. და დაუდგას მღდელმან მან ჴელთა ზედა მის მლოცველისათა შემდგომად დაყჳნვისა თავისა მის ლოცვისა მისისა. |
20 | შეარხევს მათ მღვდელი შერხევით უფლის წინაშე - ეს არის სიწმიდე მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა: ამის შემდეგ შეეძლება მოწმიდარს ღვინის სმა. | 20 | და შეწიროს იგი მღდელმან მან დასადებელად წინაშე უფლისა წმიდაჲ იყოს იგი მღდელისა, მკერდისაჲ მის დასადებელისაჲ და მჴრისაჲ მის შესაწირავისაჲ, და ამისა შემდგომად სუას მლოცველმან მან ღჳნოჲ. |
21 |
ეს არის რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო, და მისი შესაწირავისა უფლისადმი თავისი მოწმიდარობისთვის, იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება. რა აღთქმაც აქვს დადებული, უნდა შეასრულოს მოწმიდარობის რჯულს ზევით. |
21 |
ესე არს შჯული მლოცველისა მის, რაოდენიცა აღუთქუა უფალსა ძღუენი ლოცვისა მისისათჳს თჳნიერ მისა, რომელი-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან ძალისაებრ აღთქმისა მისისა, რაოდენიცა აღუთქუას შჯულისა მისებრ უმეცრებისა მისისა უფლისა მიმართ. |
22 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: | 22 | ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
23 | უთხარი აარონს და მის შვილებს: ასე აკურთხეთ ისრაელიანები, უთხარით მათ: | 23 | ეტყოდე აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ მათ, და დადვან სახელი ჩემი ძეთა ზედა ისრაჱლისათა და მე, უფალმან, ვაკურთხნე იგინი. |
24 | უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს. | 24 | გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ. |
25 | უფალმა მოგანათოს თვისი სახე და შეგიწყალოს, | 25 | გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ. |
26 | უფალმა მოგაპყრას თავისი სახე და სიმრთელე მოგცეს. | 26 | მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშჳდობაჲ. |
27 | დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ. |