ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა დაასრულა მოსემ სავანის გამართვა, ზეთი სცხო და აკურთხა იგი და მთელი მისი მოწყობილობა, სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა. ზეთი სცხო მათ და აკურთხა ისინი.

1

და იყო დღესა მას, რომელსა აღასრულა მოსე, რათა აღმართოს კარავი იგი და სცხო მას და განწმიდა იგი.

2 მიიტანეს ისრაელის თავკაცებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების უფროსებმა (იგინივე იყვნენ ტომების თავკაცები, ისინი ხელმძღვანელობდნენ აღწერას) 2 და შეწირეს მთავართა მათ ისრაჱლისათა ათორმეტთა მთავართა სახლთა მამათა მათთაჲსა.
3 შესაწირავი უფლის წინაშე - ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი ხარი; თითო ურემი ორ თავკაცზე და თითო ხარი თითოზე; დააყენეს ესენი სავანის წინ. 3 ესე მთავარნი ტომთანი, ესენი წინაშე მდგომელნი მოღუაწებისანი და მოიღეს შესაწირავი მათი წინაშე უფლისა - ექუსი ურემი კარვედი და ათორმეტი ჴარი ურემი, ერთი ორთაგან მთავართა და ჴარი თითოჲ კაცად-კაცადმან მოიბა წინაშე კარავსა.
4 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 4 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
5 გამოართვი მათ და სადღესასწაულო კარვის სამუშაოთათვის განაკუთვნე. მიეცი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამუშაოს მიხედვით. 5 მოიღე მათგან და იყუნენ საქმესა მას მსახურებისა კარვისა მის საწამებელისა და მისცენ იგინი ლევიტელთა მათ კაცად-კაცადსა მსგავსად თჳსისა მის მსახურებისა.
6 აიღო მოსემ ურემი და ხარები და მისცა ისინი ლევიანებს. 6 და მოიღო მოსე ურმები იგი და ჴარები იგი, მისცა იგინი ლევიტელთა მათ.
7 ორი ურემი და ოთხი ხარი გერშონიანებს მისცა მათი სამუშაოს მიხედვით, 7 ორნი იგი ურემნი და ოთხი ჴარი მისცა ძეთა გეთსონისთა მსგავსად მსახურებისა მათისა.
8 ოთხი ურემი და რვა ხარი მერარიანებს მისცა მათი სამუშაოს მიხედვით, რასაც ასრულებდნენ ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით. 8 და ოთხი იგი ურემი და რვაჲ ჴარი მისცა ძეთა მერარისთა მსგავსად მსახურებისა მათისა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდელისა.
9 კეჰათიანებს არ მისცა, რადგან საწმიდარის სამუშაო ჰქონდათ დაკისრებული, მხრებით უნდა ეტარებინათ. 9 ხოლო ძეთა კაათისთა არა მისცა, რამეთუ სამსახურებელი იგი სიწმიდისაჲ აქუნდა და მჴრითა აღიღოდიან.
10 მიიტანეს თავკაცებმა მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების დღეს და მიიტანეს თავიანთი შესაწირავიც თავკაცებმა სამსხვერპლოს წინ. 10 და მოართვეს მთავართა მათ სატფურებასა მას კარვისასა დღესა, რომელსა სცხო მას და შეწირეს მთავართა მათ შესაწირავი მათი წინაშე საკურთხეველსა მას.
11

უთხრა უფალმა მოსეს: დღეში თითო თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისთვის.

11

და ჰრქუა უფალმან მოსეს: მთავარმან ერთმან დღითი დღედ შეწირენ შესაწირავი თჳსი სატფურებასა მას საკურთხეველისასა.

12 პირველ დღეს თავისი შესაწირავი მიიტანა ნახაშონ ყამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან. 12 და იყო დღესა მას პირველსა და შეწირა შესაწირავი მისი ნაასონ, ძემან ამინადაბისმან, მთავარმან ტომისა იუდაჲსთამან, და შეწირა შესაწირავი მისი:
13 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი და სამოცდაათის შეკელის (საწმიდარის შეკელით) ერთი ვერცხლის ბადია; ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ. 13 ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ სამეოცდაათ სასწორის სასწორითა წმიდითა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესვარული ზეთითა შესაწირავად;
14 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე; 14 პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმევლითა;
15 ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად. 15 ზუარაკი ერთი ზროხათაგან;
16 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად; 16 ვერძი ერთი და ტარიგი წელიწადეული ყოვლად მწუარად
17 და სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა და ხუთი ბოტი და ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ნახშონ ყამინადაბის ძის შესაწირავი. 17 და ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი წელიწადეული ხუთ. ესე შესაწირავი - ნაასონისი, ძისა ამინადაბისი.
18 მეორე დღეს მიიტანა ნათანიელ ცუარის ძემ, ისაქარის თავკაცმა; 18 დღესა მეორესა შეწირა ნათანაელ, ძემან საგორისმან, ტომისა ისაქარისმან, და შეწირა შესაწირავი მისი:
19 მიიტანა მან თავისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ. 19 ლანკნაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად, პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.
20 ერთი ოქროს თასი, ათშეკელიან საკმევლით სავსე. 20 ზუარაკი ერთი ზროხათაგან.
21

ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.

21

ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

22 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 22 ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს,
23 სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი. ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ნათანიელ ცუარის ძის შესაწირავი. 23 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები ხუთ. ესე შესაწირავი - ნათანაელისი, ძისა სოგარისი.
24 მესამე დღეს - ზებულონიანთა თავკაცმა, ელიაბ ხელონის ძემ. 24 დღესა მესამესა შეწირა მთავარმან ძეთა ზაბულონისთამან - ელიაბ, ძემან ქელონისმან.
25 მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ. 25 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
26 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე, 26 პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკმეველითა.
27 ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად. 27 ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთ წელიწდეული უბიწოჲ ყოვლად დასაწველად, ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს.
28 ერთიც თხა ცოდვის გამოსასყიდად, 28  
29 სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიაბ ხელონის ძის შესაწირავი. 29 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელიაბისი, ძისა ქალონისი.
30 მეოთხე დღეს - რეუბენიანთა თავკაცმა ელიცურ შედეურის ძემ. 30 დღესა მეოთხესა შეწირა მთავარმან ძეთა რუბენისთამან - ელიასურ, ძემან ედიორისმან.
31

მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით); ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.

31

შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ას ოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ სამეოცდაათი სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.

32 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე, 32 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთი, ზუარაკი ერთი ზროხათგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად,
33 ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად, 33  
34 ერთიც თხა ცოდვის გამოსასყიდად; 34 ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.
35 სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიცურ შედეურის ძის შესაწირავი. 35 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ; ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელისორისი, ძისა ედიორისი.
36 მეხუთე დღეს - სიმონიანთა თავკაცმა შელუმიელ ცურიშადაის ძემ. 36 დღესა მეხუთესა შეწირა მთავარმან ძეთა სჳმეონისთამან სალამიელ, ძემან სურისადაისმან,
37 მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით); ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, ძღვენისათვის. 37 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარული ზეთითა.
38 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე. 38 პარაფსიტი ერთ ოქროჲსაჲ ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,
39 ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად. 39 ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად, ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს.
40 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 40  
41

სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. იყო შელუმიელ ცურიშადაის შესაწირავი.

41 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ: ესე შესაწირავი - სალამიელისი, ძისა სურისადაჲსი.
42 მეექვსე დღეს - გადიანთა თავკაცმა ელიასაფ დეღუელის ძემ. 42

დღესა მეექუსესა შეწირა მთავარმან ძეთა გადისთამან - ელისამა, ძემან რაგუელისმან,

43 მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი განმტკიცული ფქვილით - ძღვენისათვის. 43 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.
44 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე. 44 პარაფსიტი ოქროჲსა ერთი სავსე საკუმეველითა, ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.
45 ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლალი ცხვარი აღსავლენად. 45  
46 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 46 და ვაცი თხათაგან ცოდვათათჳს.
47 სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიასაფ რეღუელის ძის შესაწირავი. 47 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირველ - ელისაფანისი, ძისა რაგუელისი.
48 მერვე დღეს - ეფრემიანთა თავკაცმა ეღიშამაყ ყამიჰუდის ძემ. 48 დღესა მეშჳდესა შეწირა მთავარმან ძეთა ეფრემისათამან ელისამა, ძემან სემეოდისმან,
49 მისი შესაწირავი ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ. 49 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ ღმრთისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
50 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე. 50 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა, ზუარაკი ერთ, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.
51

ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.

51  
52 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 52

ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

53 სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ექიშამაყ ყამიჰუდის ძის შესაწირავი. 53 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთი, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი ელისამაჲსი - ძისა სემიუდისი.
54 მერვე დღეს - მენაშეანთა თავკაცმა გამელიელ ფედაცურის ძემ. 54 დღესა მერვესა შეწირა მთავარმან ძეთა მანასესთამან - გამალიელ, ძემან ფადასურისმან.
55 მისი შესაწირავი ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით), ორივენი სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ. 55 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისა ერთ, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლსაჲ სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
56 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე. 56 პარასიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათისა სასწორისაჲ სავსე საკუმეველითა.
57 ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად; 57 ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი ერთი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.
58 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად; 58 ვაცი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს.
59 სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი. ეს იყო გამელიელ ფედაცურის შესაწირავი. 59 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - გამალიელისი, ძისა ფადასურისი.
60 მეცხრე დღეს - ბენიამინიანთა თავკაცმა აბიდან გიდეონის ძემ. 60 დღესა მეცხრესა შეწირა მთავარმან ძეთა ბენიამენისთამან - აბიდან, ძემან გედეონისმან,
61

მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით), ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.

61

შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისა ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

62 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე. 62 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,
63 ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლიღი ცხვარი აღსავლენად. 63 ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული დასაწველად.
64 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 64 და ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს.
65 სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო აბიდან გიდეონის ძის შესაწირავი. 65 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აბიდანისი, ძისა გედეონისი.
66 მეათე დღეს - დანიანთა თავკაცმა ახიეზერ ყამიშადაის ძემ. 66 დღესა მეათესა შეწირა მთავარმან ძეთაგან დანისთა - აქიეზერ, ძემან ამისადაჲსმან,
67 მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ. 67 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
68 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე. 68 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.
69 ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად. 69 ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოელად დასაწველი.
70 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 70 ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.
71

სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ახიეზერ ყამიშადაის ძის შესაწირავი.

71

და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქიეზერისი, ძისა ამისადესი.

72 მეთერთმეტე დღეს - აშერიანთა თავკაცმა ფაგიელ ყაქრანის ძემ. 72 დღესა მეთერთმეტესა შეწირა მთავარმან ძეთა ასერისთამან - ფაგეელ, ძემან ექრანისმან,
73 მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ. 73 შესაწირავი მისი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
74 ათშეკელიანი, ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე. 74 პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,
75 ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად. 75 ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთ ყოვლად დასაწველად,
76 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 76 ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს,
77 სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ბატკანი. ეს იყო ფაგიელ ყაქრანის ძის შესაწირავი. 77 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ფაგელისი, ძისა ექრანისი.
78 მეთორმეტე დღეს - ნაფთალიანთა თავკაცმა ახირაყ ყენანის ძემ. 78 დღესა მეთორმეტესა: მთავარმან ძეთა ლეფთალემისთამან - აქირი, ძემან ენანისმან,
79 მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ. 79 შესაწირავი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა წმიდითა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
80 ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე. 80 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,
81

ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.

81

ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოვლად დასაწველად,

82 ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 82 ვაცითგან ერთ ცოდვისათჳს,
83 სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ახირაყ ყენანის ძის შესაწირავი. 83 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქირესი, ძისა ენანისი,
84 ეს არის შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისათვის მისი ზეთისცხების დღეს, ისრაელის თავკაცებისგან შეწირული თორმეტი ვერცხლის ლანგარი, თორმეტი ვერცხლის ტაშტი, თორმეტი ოქროს თასი; 84 ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ, რომელსა დღესა ეცხო მას მთავართა მათგან ძეთა ისრაჱლისათა: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ათორმეტ ფიალი ვეცხლისაჲ - ათორმეტ, პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ.
85 თითოეული ლანგარი - სამოცდაათშეკელიანი. თითოეული ტაშტი - საამოცდაათშეკელიანი. მთელი ჭურჭლეულობის ვერცხლი - ათასოთხასი შეკელი (საწმიდარის შეკელით). 85 ასოცდაათ სასწორ ლანკანაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორ ფიალი ერთი, ყოველი ჭურჭერი ვეცხლისაჲ ორ ათას და ოთხას სასწორ მსგავსად სასწორისა მის წმიდათაჲსა.
86 თორმეტი ოქროს თასი, საკმევლით სავსე; თითოეული თასი - ათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). თასების მთელი ოქრო - ასოცი შეკელი. 86 პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ სავსენი საკუმეველითა, ყოველი ოქროჲსა პარაფსიტები ასდაოც სასწორ ოქროჲსაჲ,
87 აღსავლენად სულ თორმეტი კურატი, თორმეტი ჭედილა, თორმეტი წელგამოვლილი ცხვარი და მათი თანმხლები ძღვენი; თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 87 და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ზუარაკი - ათორმეტ, ვერძი - ათორმეტ, ტარიგები წელიწდეულები - ათორმეტ, უბიწოები შესაწირავი ამათი და მსხუერპლები ამათი და ვაცები თხათაგან ათორმეტ ცოდვისათჳს.
88 სამადლობელი მსხვერპლისათვის სულ ოცდაოთხი კურატი, სამოცი ჭედილა, სამოცი ბოტი და სამოცი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების შემდეგ. 88 და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ცხორებისა დიაკეული - ოცდაოთხ, ვერძი უბიწოჲ - სამეოც. ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ შემდგომად აღვსებისა ჴელთა მისთაჲსა და შემდგომად ცხებისა მისისა.
89 როცა შედიოდა მოსე სადღესასწაულო კარავში მასთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას მოწმობის კიდობნის სახურავს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუიდან. ასე ელაპარაკებოდა მას უფალი. 89 შესლვასა მას მოსესსა კარავსა მას წამებისასა სიტყუად მისა და ესმა მას ჴმაჲ უფლისა, ეტყოდა რაჲ მას ზეგარდამო სალხინებელით შორის ორთა მათ ქერობინთა, რომელ იყო კიდობანსა მას წამებისასა შორის ორთა მათ ქერობინთა და ეტყოდა მას.