ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა მას: |
2 | ელაპარაკე აარონს და უთხარი: როცა ლამპარს აანთებ, სასანთლის წინა მხარეს შვიდი ლამპარი უნდა ენთებოდეს. | 2 | ეტყოდე აჰრონს და არქუ მას: რაჟამს დაადგმიდე სანთელთა მათ ერთკერძო წინაშე პირსა სასანთლეთასა, ნათობდენ შჳდნივე იგი სანთელნი. |
3 | ასე გააკეთა აარონმა: სასანთლის წინა მხარეს აანთო ლამპრები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. | 3 | და ყო აჰორონ ეგრეთ: ერთკერძოსა ადგილსა წინაშე პირსა სასანთლეთასა აღანთნა სანთელნი მისნი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
4 | ასეთი ნაკეთობის იყო სასანთლე: ნაჭედი ოქროსი იყო, ზროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო იგი; იმ სახის გააკეთა სასანთლე, როგორც უფალმა ახილვინა მოსეს. | 4 | და ესე არს აღმზადებაჲ სანთელთაჲ: მყარი - ოქროჲ ჴერი მისი და შროშანნი მისნი - მყარი ყოვლად ხატისა მისებრ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრეთ ქმნა სასანთლე იგი. |
5 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: | 5 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
6 | გამოიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და გააწმიდავე ისინი. | 6 | მოიყვანენ ლევიტელნი იგი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა, განწმიდენ იგინი. |
7 | ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან. | 7 | და ესრეთ ყავ განწმედაჲ იგი მათი: აპკურე მათ წყალი განწმედისაჲ და მოვიდეს მახჳლი ყოველთა ასოთა მათთა და განირცხენ ყოველი სამოსელი მათი და წმიდა იყუნენ. |
8 | აიყვანონ კურატი და მისი ძღვენი: შესაწირავი - ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი და მეორე კურატი ცოდვისათვის. | 8 | და მოიბან ჴბოჲ ერთი ზროხათაგან და ამისი შესაწირავი სამინდოჲ შექმნილი ზეთითა და ზუარაკი ერთი წელიწდეული ზროხათაგან ცოდვისათჳს მოიბან |
9 | მიიყვანე ლევიანები სადღესასწაულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება. | 9 | და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე კარავსა მას წამებისასა და შეჰკრიბო ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა. |
10 | მიიყვანე ლევიანები უფლის წინაშე და დაასხან ხელი ისრაელიანებმა ლევიანებს. | 10 | და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და დაასხნენ ჴელნი ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა მათ ზედა. |
11 |
ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური. |
11 |
და განაჩინნეს აჰრონ ლევიტელნი იგი მიცემულად წინაშე უფლისა ძეთაგან ისრაჱლისათა. და იყუნენ იგინი მოქმედად საქმისა მის კარვისა უფლისასა. |
12 | ლევიანებმა ხელი დაასხან კურატებს; შენ კი გაამზადე ერთი კურატი ცოდვისათვის, მეორე - აღსავლენად უფლისათვის, რათა მიუტევო ლევიანებს. | 12 | ხოლო ლევიტელთა მათ დაასხნენ ჴელნი მათნი თავთა ზედა მათ ზუარაკთასა და ჰყო ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი საკუერთხად უფლისა სალხინებელად მათთჳს. |
13 | დააყენე ლევიანები აარონის წინ და მისი შვილების წინ; აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის; | 13 | და დაადგინნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა და მისცნე იგინი მათ მიცემულად წინაშე უფლისა. |
14 | გამოჰყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემი იყვნენ ლევიანები. | 14 | და განაჩინნე ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა და იყუნენ ჩემდად. |
15 | მხოლოდ მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები სადღესასწაულო კარვის სამსახურში, როცა გააწმიდავებ მათ და აღასრულებ მათზე შერხევის წესს. | 15 | და ამისსა შემდგომად შევიდენ ლევიტელნი იგი საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა და განწმიდნე იგინი და მისცნე მიცემულად წინაშე უფლისა. |
16 | რადგან ჩემთვის არიან ისინი შემოწირულნი ისრაელიანთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ვიღებ მათ ჩემთვის. | 16 | რამეთუ მოსაცემელად მიცემულ არიან იგინი ჩემდა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა მათ წილ, რომელთა განაღონ საშოჲ |
17 | რადგან ჩემია ყოველი პირმშო ისრაელიანებში, ადამიანიც და პირუტყვიც. იმ დღეს, როცა გავწყვიტე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის შემოვიწირე ისინი | 17 | პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათაჲ, მოიყვანენ იგინი ჩემდა, რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ, ძეთა ისრაჱლისათაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე. დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, წმიდა-ვყვენ იგინი ჩემდად. |
18 | და ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად, | 18 | და მოვიყვანენ ლევიტელნი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა |
19 | ჩავაბარე ლევიანები ისრაელიანთაგან აარონს და მის შვილებს, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური სადღესასწაულო კარავში, რათა მიუტეონ ისრაელიანებს, რომ არ მოხდეს ისრაელიანებში ზიანი, როცა კი საწმიდარს მიეკარებიან ისრაელიანები. | 19 | და მივსცენ იგინი მისაცემელად მიცემულ აჰრონს და ძეთა მისთა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა საქმედ საქმისა ძეთა ისრაჱლისათა კარავსა მას წამებისასა და ლხინებად ძეთა ისრაჱლისათა, და არავინ იყოს შორის ძეთა ისრაჱლისათა, რომელი შეეახლებოდის სიწმიდესა მას. |
20 | ისე მოექცნენ მოსე, აარონი და ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ლევიანებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა გამო. ასე მოექცნენ მათ ისრაელიანები. | 20 | და ყვეს მოსე და აჰრონ და ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან ლევიტელთა მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა მათთჳს. |
21 |
გაწმიდავდნენ ლევიანები და გაირეცხეს შესამოსელი; აღასრულა აარონმა მათზე შერხევის წესი უფლის წინაშე და მიუტევა, რათა გაეწმიდავებინა ისინი. |
21 |
და განწმიდნეს ლევიტელნი იგი და განირცხეს სამოსელი მათი. და მისცნა იგინი აჰრონს მიცემულად წინაშე უფლისა და ლხინება-ყო მათთჳს აჰრონ და განწმიდნა იგინი. |
22 | ამის შემდეგ შეუდგნენ ლევიანები სამსახურს სადღესასწაულო კარავში აარონის წინაშე და მისი შვილების წინაშე. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის ლევიანთა გამო, ისე მოექცნენ ისინი მათ. | 22 | და ამისსა შემდგომად შევიდეს ლევიტელნი იგი მსახურებად მსახურებასა თჳსსა კარავსა მას წამებისასა წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრეთ ყვეს მათთჳს. |
23 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. | 23 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
24 | ეს არის ლევიანთა წესი: ოცი წლიდან მოყოლებული უნდა შეუდგნენ სადღესასწაულო კარვის სამსახურს, | 24 | ესე არს ლევიტელთათჳს: ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი შევიდენ მსახურებად კარავსა მას წამებისა. |
25 | ორმოცდაათი წლის შემდეგ უნდა შეწყვიტონ სამსახური და აღარ იმსახურონ. | 25 | და ერგასის წლითგანი და ერგასის წლითგან გამოდგენ მსახურებისაგან და არღარა იქმოდიან მერმე. |
26 |
მხოლოდ დაეხმარონ თავიანთ თანამოძმეებს სადღესასწაულო კარვის დაცვაში, მაგრამ სამსახურს ნუღარ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუწესე ლევიანებს. |
26 |
და ჰმსახურებდეს ძმაჲ მისი კარავსა მას წამებისასა დაცვად საცავსა მას, ხოლო საქმით არა იქმოდის. ესრეთ უყო ლევიტელთა მათ საცოსა მათსა ზედა. |