ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, პირველ თვეში, უთხრა: |
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა მას სინაჲსასა წელსა მას მეორესა გამოსლვასა მას მათსა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მას პირველსა, და ჰრქუა: |
2 | მოამზადონ ისრაელიანებმა პასექი დათქმულ დროს. | 2 | არქუ და ყონ ძეთა ისრაჱლისათა ვნებაჲ ჟამსა თჳსსა. |
3 | ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, მოამზადეთ იგი დათქმულ დროს; ყველა წესისა და რიგის დაცვით მოამზადეთ იგი. | 3 | მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, მიმწუხრი, ყონ იგი ჟამისაებრ და შჯულისა მისისა, მეტყველებისაებრ მისისა ყონ იგი. |
4 | ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, რომ დაემზადებინათ პასექი. | 4 | და ეტყოდა უფალი ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ვნებისა. |
5 | დაამზადეს პასექი პირველ თვეში, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, სინაის უდაბნოში; ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. | 5 | დასაბამისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა უდაბნოსა მას სინაჲსასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა. |
6 | იყვნენ ისეთები, რომლებიც გაუწმიდურდნენ მკვდრის შეხებით და ვერ შეძლეს პასექის დამზადება იმ დღეს. მივიდნენ ისინი მოსესთან და აარონთან იმ დღეს. | 6 | და მოვიდეს კაცნი იგი, რომელნი იყუნეს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა და ვერ ეძლო ყოფად ვნებისა მას დღესა შინა: და მოვიდეს წინაშე მოსესა და აჰრონისსა მას დღესა. |
7 | უთხრა ამ ხალხმა მას: გაუწმიდურებული ვართ მკვდრის შეხებით. რისთვის უნდა აგვეკრძალოს საუფლო შესაწირავის მიტანა დათქმულ დროს ისრაელიანებთან ერთად? | 7 | და ჰრქუეს მათ კაცთა მათ: ჩუენ არაწმიდა ვართ სულითა კაცისაჲთა, ნუ დააკლებთ შეწირვად მსხუერპლსა უფლისასა ჟამსა თჳსსა შორის ძეთა ისრაჱლისათა. |
8 | უთხრა მათ მოსემ: მოითმინეთ, მოვისმენ, რას მამცნობს თქვენზე უფალი. | 8 | და ჰრქუა მათ მოსე: დეგით მანდა და ვისმინო, რაჲ მათ უბრძანოს უფალმან თქუენთჳს. |
9 | ელაპარაკა უფალი მოსეს: | 9 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
10 | ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ ვინმე გაუწმიდურდება მკვდრის შეხებით ან შორ გზაზე იქნება წასული თქვენს შორის ან თქვენს შთამომავლობაში, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი. | 10 | ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცი, რომელი იყოს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა, გინათუ შორსა გზასა იყოს თქვენგანი ნათესავთა შორის თქუენთა და ყოს ვნებაჲ უფლისა, |
11 |
მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონ იგი, უფუარი პური და მწარა ბალახები შეატანონ. |
11 |
თთუესა მას მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა, მიმწური, ყონ იგი, უცომოსა თანა ველისყრდელითა ჭამონ იგი. |
12 | ნუ მოირჩენენ დილისათვის, ძვლებს ნუ დაამტვრევენ, პასექის ყველა წესის დაცვით შეასრულონ იგი. | 12 | და არა დაუტეონ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა განტეხონ მისგანი, შჯულისა მისებრ ვნებისა ყონ იგი. |
13 | თუ კაცი გაწმიდავებულია და არც გზაშია, მაგრამ მაინც არ დაამზადებს პასექს, უნდა მოიკვეთოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან საუფლო შესაწირავი არ მიიტანა დათქმულ დროს. ცოდვა დაედება იმ კაცს. | 13 | და კაცი, რომელი წმიდა იყოს და გზასა შოვრსა არა იყოს და დააკლოს ყოფად ვნებაჲ, მოიჴოცოს სული იგი შორის ერისა თჳსისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა არა შეწირა ჟამსა თჳსსა, ცოდვაჲ მოიღოს კაცმან მან. |
14 | თუ მდგმური გყავთ, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი პასექის წესისა და რიგის მიხედვით. ერთი წესი უნდა გქონდეთ მდგმურსაც და ქვეყნის მკვიდრსაც. | 14 | უკუეთუ მოვიდეს მწირი ქუეყანასა თქუენსა და ყოს ვნებაჲ უფლისა შჯულისა მისებრ ვნებისა, მსგავსად ბრძანებისა მისისა ყოს იგი. შჯული ერთი იყავნ თქუენი მწირისაჲ და მსოფლელისა მის ქუეყანისაჲ. |
15 | სავანის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარვის სავანე და საღამოდან დილამდე, თითქოს ცეცხლი ჩანდა სავანეზე. | 15 | დღესა მას, რომელსა აღემართა კარავი იგი, დაფარა ღრუბელმან კარავი იგი სახლი წამებისაჲ და მწუხრად-მწუხრად არნ კარავსა მას ზედა, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ ვიდრე განთიადადმდე. |
16 | ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას და ცეცხლი ჩანდა ღამით. | 16 | ესრეთ იყო მას, ღრუბელი ჰფარვიდა მას დღისი და ხილვაჲ იგი ცეცხლისაჲ - ღამე. |
17 | როგორც კი ასცილდებოდა ღრუბელი კარავს, დაიძრებოდნენ ისრაელიანებიც; ხოლო სადაც დადგებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები. | 17 | და რაჟამს აღიმაღლის ღრუბელმან კარვისა მისგან, ამისა შემდგომად წარიტრიან ძენი ისრაჱლისანი და ადგილსა მას, რომელსა დადგის ღრუბელი იგი, მუნ დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა. |
18 | უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები. მთელი იმ ხანის მანძილზე, რაც ღრუბელი ეფინა სავანეს, იდგნენ ისინი. | 18 | ბრძანებითა უფლისაჲთა დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ბრძანებითა უფლისაჲთა აღიძრნიან. |
19 | თუ დიდხანს დაყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, ასრულებდნენ ისრაელიანები უფლის სამსახურს და არ იძროდნენ. | 19 | ყოველთა დღეთა, რაოდენთა აგრილობნ ღრუბელი კარავსა მას ზედა, დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ოდეს დაადგრის ღრუბელი იგი მრავალ დღე, დაიცვიან საცოჲ იგი ღმრთისა და არა აღიძრნიან. |
20 | ხდებოდა ხოლმე, რომ მცირე ხანს ეფინა ღრუბელი სავანეს, უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ. | 20 |
და იყოს, ოდეს აგრილობნ ღრუბელი დღეთა მათ, რიცხჳთ კარავსა ზედა სიტყჳთა უფლისათა დაიბანაკიან და სიტყჳთა უფლისაჲთა აღიძრნიან. |
21 | ხდებოდა ხოლმე, რომ საღამოდან დილამდე იდგა ღრუბელი, დილას ასცილდებოდა ღრუბელი და ისინიც დაიძრებოდნენ, ან ერთი დღე-ღამე იდგა და, როცა ასცილდებოდა ღრუბელი, დაიძრებოდნენ. | 21 | და არნ, ოდეს ფგან ღრუბელი იგი მწუხრითგან და ვიდრე განთიადმდე. |
22 | ან ორი დღე იდგა ან ერთი თვე, ან რამდენიმე დღე; თუ დიდხანს იდგა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანებიც და არ იძროდნენ; ასცილდებოდა და ისინიც დაიძრებოდნენ. | 22 | და უკუეთუ აღვიდეს ღრუბელი იგი განთიად, იტრნიან, დღისი გინა ღამე, ოდეს წარვიდეს ღრუბელი იგი, წარიტრნიან. უკუეთუ თთუეთა დღეთამდე გამრავლდის ღრუბელი იგი და აგრილობნ მას ზედა, დაადგრიან ძენი ისრაჱლისანი და არა იტრნიან. |
23 | უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ ხოლმე. უფლის სამსახურს ასრულებდნენ და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული. | 23 | რამეთუ ბრძანებითა უფლისათა, იტრვოდეს და საცოსა უფლისასა იმარხჳდეს ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა. |