ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უთხრა მას ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: შვილო, მყუდრო ადგილი მინდა მოგიძებნო, რომ ბედნიერი იყო. |
1 |
ჰრქუა მას ნოომინ, დედამთილმან მისმან: ასულო, აწ არა-მე გიძიო შენ განსუენებაჲ, რათა კეთილი გეყოს შენ? |
2 | აი, ბოყაზი, ჩვენი ნათესავი, რომლის მსახურ ქალებთანაც ნამყოფი ხარ, აი, ამ ღამით ქერს ანიავებს კალოზე. | 2 | და, ეგერა, ბოოზ მეცნიერი ჩუენი არს, სადა-იგი მჴევალთა მისთა თანა იყავ შენ! და იგი შეჰკრებს ქრთილსა კალოსა თჳსსა ამას ღამესა. |
3 | გაიბანე, ზეთი იცხე, გამოეწყვე და კალოზე გადი. არ დაენახო იმ კაცს, სანამ ჭამა-სმა არ მორჩება. | 3 | და შენ იბანე და იცხე და შეიმოსე სამოსელი თჳსი და აღვედ შენ კალოდ მისა, და ნუ გამოეცხადები შენ კაცსა მას, ვიდრე აღსრულებადმდე ჭამისა და სუმისა. |
4 | როცა დასაწოლად წავა, გაიგე, სად წევს. მიდი, გადაუწიე ფეხებთან წამოსასხამი და მიუწექი. თავად გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე. | 4 | და იყოს, რაჟამს დაწუეს იგი, და დაისწავე ადგილი იგი, სადა დაწვეს მუნ და მივედ მახლობელად მისა და დაწევ ფერჴთა თანა მისთა! და მან გითხრას შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს ყოფად შენდა. |
5 | უთხრა: ისე მოვიქცევი, როგორც მეუბნები. | 5 | ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: ყოველივე, რაცა მრქუა, ვყო. |
6 | გავიდა კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა დაარიგა. | 6 | და აღვიდა იგი კალოდ მისა და ყო ეგრე, ვითარცა-იგი ამცნო მას დედამთილმან თჳსმან. |
7 | ჭამა და სვა ბოყაზმა, გახალისდა და წავიდა ზვინებთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, გადაუწია ფეხებთან წამოსასხამი და მიუწვა. | 7 | და ჭამა ბოოზ და სუა და განმხიარულდა გული მისი და მივიდა და დაწვა იგი ზჳნსა მას წერეულისა მისისასა, ხოლო რუთ მივიდა მისა ფარულად და დაწვა იგი მახლობელად ფერჴთა თანა მისთა. |
8 | შუაღამისას შეკრთა კაცი, რაღაცას შეეხო და, აჰა, ქალი უწევს ფეხთით. | 8 | და იყო შუვა ღამეს ოდენ განიღჳძა და განჰკრთა კაცი იგი და შეძრწუნდა, რამეთუ დედაკაცი წვა ფერჴთა თანა მისთა. |
9 | თქვა: ვინა ხარ? მიუგო: რუთი ვარ, შენი მხევალი, გადააფარე ფრთა შენს მხევალს. შენ ხომ ნათესავი ხარ. | 9 | ჰრქუა მას ბოოზ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: მე ვარ რუთ, მჴევალი შენი. და გარდამომდევ სამოსელი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენ ნათესავ ჩემდა ხარ. |
10 | თქვა: დალოცვილი იყავ უფლისაგან, შვილო. რაც ახლა მადლი ჰქვნი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰეევი, არც ღარიბს, არც მდიდარს. | 10 | ჰრქუა მას ბოოზ: კურთხეულ იყავ შენ უფლისა ღმრთისა მიერ, ასულო, რამეთუ კეთილი ჰქმენ წყალობაჲ ესე უკუანასკნელი უფროჲ პირველისა მის, რამეთუ არა მიხუედ შენ შემდგომად ჭაბუკთა, გინათუ გლახაკისა ვისამე, გინათუ მდიდრისა. |
11 |
ახლა ნუ გეშინია, შვილო. ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ. |
11 |
და აწ ნუ გეშინის ყოვლისავე, რაჲცა მრქუა მე, ვყო შენთჳს, რამეთუ იცის ყოველმან ნათესავმან ერისა ჩემისამან, რამეთუ დედაკაცი ძლიერებისაჲ ხარ შენ. |
12 | ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს. | 12 | და აწ ჭეშმარიად ნათესავ ვარ მე, არამედ არს ნათესავი სხუაჲ უმახლობელესი ჩემსა, |
13 | გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი, გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ, უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე. | 13 | იქცეოდა ამას ღამესა. და იყოს ხვალისაგან, უკუეთუ გითჳსოს შენ, თჳს-გეყავნ შენ. უკუეთუ არა უნდეს თჳსობაჲ შენი, თჳს-გიყო მე; ცხოველ არს უფალი! და დაწვა იგი ვიდრე განთიადმდე. |
14 | იწვა ქალი მის ფეხთით დილამდე და ადგა დილაბნელზე. თქვა ბოყაზმა: არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე. | 14 | და დაიძინა ფერჴთა თანა მისთა ვიდრე ხვალისადმდე. და აღდგა იგი უადრეს, ვიდრემდე იცნას კაცმან მოყუასი თჳსი, და თქუა ბოოს: ნუმცა ვინ უწყის, რამეთუ მოვიდა დედაკაცი კალოსა ამას. |
15 | უთხრა: აიღე ეგ თავშალი, რომ გახურავს, და ხელში დაიჭირე. მანაც დაიჭირა ხელში და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაული ქერის მარცვალი, ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა. | 15 | და ჰრქუა ბოოს: მოიპყარ სამოსელი შენი აქა, რომელ გმოსიეს შენ, და განჰმარტე იგი! ხოლო მან მოუპყრა მას, და გარდაუწყო მას ექუსი საწყაული ქრთილი და დასდვა იგი მას ზედა. და შევიდა იგი ქალაქად. |
16 | მივიდა რუთი თავის დედამთილთან. შეეკითხა: რა იყო, შვილო? მითხარი, როგორ მოგექცა ის კაცი? | 16 | და ვითარცა შევიდა რუთ დედამთილისა თჳსისა და ჰრქუა მას: რაჲ არს, ასულო? ხოლო მან უთხრა ყოველივე, რაჲცა უყო კაცმან მან. |
17 | მიუგო: ეს ექვსი საწყაული ქერი მომცა, თან მითხრა, ხელცარიელი არ წახვიდეო დედამთილთან. | 17 | და ჰრქუა მას: ექუსი ესე საწყაული ქრთილი მომცა მე და მრქუა მე: ნუ შეხუალ ცალიერი დედამთილისა შენისა. |
18 | უთხრა: დაელოდე, შვილო, სანამ გაიგებდე, როგორ დამთავრდება ეს საქმე. რადგან არ მოისვენებს ის კაცი, ვიდრე დღესვე არ გაასრულებს ამ საქმეს. | 18 | ხოლო მან ჰრქუა მას: დაჯედ, ასულო, ვიდრემდე გულისხმა-ჰყო შენ, [ვ] ვითარ-იგი არა დავარდეს სიტყუაჲ, რამეთუ არა დაიდუმოს კაცმან მან, ვიდრემდე აღასრულოს სიტყუაჲ იგი დღესვე. |