ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სიბრძნემ დაიცვა პირველდასახული მამა სამყაროსი, მარტოდ შექმნილი, და იხსნა იგი დაცემისგან; |
ნათელსა შეტყუებულად იპოოს, უწინარეს ამან მოყუარენი თჳსნი სალმობისაგან იჴსნნა და წარუძღუა მათ ალაგთა წრფელთა, მისცა მათ მეცნიერება წმიდაჲ და დაიცვნა იგინი მზირთაგან მათთა და ღვაწლი ძლიერი მიანიჭა მათ, რათა ცნან ყოველთა, ვითარმედ უძლიერეს არს ყოვლისავე ღმრთისმსახურება და ვერასადა მძლე ექმნას სიბოროტე სიბრძნესა, არცა თანაწარჰჴდეს უკეთურთა სასჯელი მხილებისა, რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართლ: ვჰმძლავრობდეთ მართალსა და არა ვერიდნეთ ღირსებასა მისსა და არცა შევიკდიმოთ მჴცეთაგან მოხუცებულისა მრავალჟამისთა, ხოლო იყავნ ჩუენდა ძალი შჯულ და დავაბრკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმძნელებელ ჩუენდა არს და წინააღმიდგების საქმეთა ჩუენთა და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა შჯულისათა, და მიმომდებს ჩუენ ცოდვათათჳს სწავლისა ჩუენისათა; აღიარებს, ვითარმედ ცნობა აქუს ღმრთისა და ძედ ღმრთისა თავსა თჳსსა იტყჳს. და მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა. მძიმე არს ჩუენდა ხილვაცა მისი, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხორება მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი, საძაგელად შეურაცხიეთ მას და განშორებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა და ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა. ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ და გამოვსცადოთ, რაძი იყოს უკანასკნელი მისი, გინებითა და ტანჯვითა და განვიკითხოთ იგი, რათა ვსცნათ სახიერება მისი და გამოვსცადოთ თავს-დება განბოროტებისა მისისა, სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყოს მოხედვა მისი სიტყუათაგან მისთა. ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ დააბრმნა იგინი უკეთურებამან მათმან და ვერ ცნეს საიდუმლო ღმრთისა და არცა განიკითხეს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მხოლო, რომელსა ცხოვრებისა და სიკუდილისა გაქუს ჴელმწიფება და აცხოვნი ჟამსა ჭირისასა, და იჴსნი ყოვლისაგან ბოროტისა, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი, და მისცი მადლი ღირსთა შენთა და მკლავითა შენითა ამპარტავანნი დაამჴუნი. | |
2 | და მისცა მას ძალა ყოველთა განსაგებლად. | ||
3 | მაგრამ წარწყმდა მისგან ბრაზით განმდგარი უკეთური, როცა რისხვამორეულმა ძმა მოკლა. | ||
4 | მის გამო წარღვნილი მიწა კვლავ სიბრძნემ იხსნა, როცა ხის ნაგლეჯით გადაარჩინა მართალი. | ||
5 | მან გამოიცნო მართალი კაცი ბოროტებაში შეთანხმებულ ხალხთა შორის და უბიწოდ დაიცვა იგი ღვთის წინაშე, და შვილის სიბრალულით სიძლიერე შეუნარჩუნა. | ||
6 | მანვე გადაარჩინა მართალი, როცა ღუპავდა ურჯულოებს; გაექცა ცეცხლს, გარდმოვლენილს ხუთ ქალაქზე, | ||
7 | რომელთაგან ბოროტების მოწმედ აკვამლებული ტრამალიღა დარჩა და უჟამოდ ნაყოფის გამომღები მცენარეები, და ურწმუნო სულის სახსოვრად აღმართული მარილის სვეტი. | ||
8 | სიბრძნისთვის გვერდის ამვლელებმა მხოლოდ სიკეთის შეუცნობლობით როდი ავნეს თავს, არამედ ცხოვრებას თავიანთი სიბრიყვის ხსოვნაც დაუტოვეს, ვერ შეძლეს დაფარვა იმისა, რაც შესცოდეს. | ||
9 | სიბრძნემ კი იხსნა თავისი მსახურნი სატანჯველთაგან. | ||
10 | ძმის რისხვისგან გაქცეულ მართალს სწორ გზებზე უწინამძღვრა, ღვთის სასუფეველი უჩვენა და სიწმიდეთა ცოდნა მიჰმადლა, მწედ ეყო ტანჯვა-წამებაში და ნაყოფი მისი ღვაწლისა გაამრავლა. | ||
11 | როცა სიხარბით ჩაგრავდნენ, გვერდში ამოუდგა მას და გაამდიდრა. | ||
12 |
დაიფარა იგი მტრებისაგან და ავისმზრახველთაგან დაიცვა; ცხარე ბრძოლაში მისცა გამარჯვება, რათა სცოდნოდა, რომ ღვთისმოსაობა ყველაფერზე ძლიერია. |
||
13 | არ მიატოვა გაყიდული მართალი, არამედ ცოდვისაგან დაიხსნა იგი; | ||
14 | ჯურღმულში ჩავიდა მასთან და ბორკილებში როდი დატოვა, არამედ მიუტანა კვერთხი მეფობისა და ძალაუფლება მის მჩაგვრელებზე, გაამტყუნა მისი ბრალმდებელნი, მას კი საუკუნო დიდება მიანიჭა. | ||
15 | წმიდა ერი და უბიწო თესლი დაიხსნა მჩაგვრელი ხალხებისგან. | ||
16 | შევიდა უფლის მსახურის სულში და სასტიკ მეფეებს წინ აღუდგა სასწაულებითა და ნიშნებით. | ||
17 | მისცა ღირსეულებს საზღაური მათი ღვაწლისა, საკვირველ გზაზე უწინამძღვრა და იქმნა მათთვის დღისით საფარველად, ხოლო ღამღამობით - ვარსკვლავთა ელვარებად. | ||
18 | გადაიყვანა ისინი მეწამულ ზღვაზე და ადიდებულ წყლებს გაღმა გადაუძღვა. | ||
19 | მათი მტრები კი ჩაძირა და უფსკრულის სიღრმიდან ამოტყორცნა. | ||
20 | ამიტომაც მართლებმა უღვთოებს საჭურველი აჰყარეს და შენს წმიდა სახელს უმღერეს და ერთსულოვნად აქეს შენი მფარველი ხელი. | ||
21 | რადგან სიბრძნემ პირი გაუხსნა მუნჯებს და ჩვილთა ენებს სიცხადე მისცა. |