ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
რადგან ყველაფერშია შენი უხრწნელი სული. |
||
2 | ამიტომაც შეცდომილებს თანდათან ამხელ და შეახსენებ, თუ რაში სცოდავენ; შეაგონებ, რომ დათმონ ბოროტება და სწამდეთ შენი,უფალო. | ||
3 | ძველი მკვიდრნი შენი წმინდა მიწისა | ||
4 | მოიძულე საძაგელ საქმეთათვის, ჯადოქრობისთვის და უწმიდური წესებისთვის, | ||
5 | ყრმათა უწყალო ხოცვისთვის, და ადამიანის შიგნეულის და სისხლის ჭამისთვის; შეიძულე საიდუმლოდ მსხვერპლის შემწირველნი. | ||
6 | და მშობლები - მკვლელნი უმწეო სულებისა, და მოიწადინე მათი დაღუპვა ჩვენი მამა-პაპის ხელით, | ||
7 | რათა შენს ფასდაუდებელ მიწას ღვთის შვილთა ღირსეული სახლობა მიეღო. | ||
8 | მაგრამ ისინიც, როგორც კაცნი, მაინც დაინდე და შენი მხედრიონის წინამორბედებად კელები მიუგზავნე, რათა თანდათან გაჟლეტილიყვნენ. | ||
9 | თუმცა შეგეძლო ურჯულონი მართალთათვის ბრძოლით დაგემონა ან საზარელი ცხოველებით მოგესპო ისინი, ან ერთი სასტიკი სიტყვით; | ||
10 |
მაგრამ შენ თანდათან სჯიდი მათ და დროს აძლევდი სინანულისათვის; თუმცა იცოდი, რომ მოდგმა მათი უკეთურია და ბოროტება - თანდაყოლილი, და მათი ზრახვები არ შეიცვლებოდა უკუნისამდე. |
||
11 | მათი თესლი ხომ დაწყევლილია დასაბამიდან; ვინმეს შიშით როდი ტოვებდი მათ დაუსჯელად ცოდვებისათვის. | ||
12 | რადგან ვინ გეტყვის: რა ჩაიდინე? ან წინ ვინ აღუდგება შენს სამსჯავროს? ან ვინ დაგდებს ბრალს ხალხების დაღუპვისთვის, რომელიც შენვე შექმენი? ან ვინ გამოესარჩლება შენ წინაშე ცოდვილ ადამიანებს, შეიწყალეო ისინი? | ||
13 | რადგან არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაზე რომ ზრუნავდეს, რომელსაც დაანახვებდი, რომ უსამართლოდ არ სჯი. | ||
14 | არცერთ მეფეს, არცერთ მბრძანებელს არ შეუძლია თვალი გაგისწოროს იმათ გამო, რომელნიც დასაჯე. | ||
15 | თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებ ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს. | ||
16 | რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს. | ||
17 | ძალას შენსას უჩვენებ მას, ვისაც არ სწამს შენი ყოვლადძლიერება, და შენს არმცნობელს კადნიერებაში ამხელ. | ||
18 | მაგრამ მფლობელი ძლიერებისა ლმობიერად განსჯი და გვმართავ ჩვენ დიდი მოთმინებით, რადგან ძლიერების გამოჩენა შენს ნებაზეა. | ||
19 |
ამგვარ საქმეთა წყალობით განასწავლე შენი ხალხი, რომ სამართლიანი კაცთმოყვარე ყოფილიყო, და შენს შვილებს შთაუნერგე კეთილი იმედი, რომ მისცემდი დროს ცოდეების მოსანანიებლად. |
||
20 | რადგან თუ შენს მსახურთა მტრებს და სიკვდილით დასასჯელებს ეგზომ ლმობიერებითა და გულმოწყალებით სჯიდი, რაკი აძლევდი დროსა და შემთხვევას, რომ ბოროტებას განდგომოდნენ, | ||
21 | რაზომი სიფრთხილით განსჯიდი შენს შვილებს, რომელთა მამა-პაპას მიეცი ფიცი და კეთილ დაპირებათა აღთქმები! | ||
22 | როცა ჩვენ გვასწავლი, ჩვენს მტრებს ათასგზის შოლტავ, რათა დამსჯელებმა შენს სიკეთეზე ვიფიქროთ, ხოლო დასჯილები ველოდეთ შეწყალებას. | ||
23 | ამიტომაც თავისივე სისაძაგლეებით დატანჯე ცოდვილნი, რომელნიც უგუნური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. | ||
24 | რადგან მცდარ გზაზე მოარულნი შორს განიბნენ და, უჭკუო ბალღებივით მოტყუებულნი, ღმერთებად მიიჩნევდნენ ცხოველებს, რომელნიც მათი მტრებისთვისაც კი საძაგელნი არიან. | ||
25 | ამიტომ, როგორც უგუნურ ყრმებს, სასჯელად კიცხვა მოუვლინე. | ||
26 | მაგრამ, რაკი მამხილებელი კიცხვითაც გონს ვერ მოეგნენ, ღვთისგან დამსახურებული სასჯელი მიიღეს. | ||
27 | როცა ტანჯვა-წამებაში მყოფნი აღშფოთდნენ იმ ქმნილებებზე, რომლებიც ღმერთებად მიაჩნდათ, ახლა კი მათი მიზეზით იყვნენ დასჯილნი, აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად იგი, ვის ცნობასაც ადრე უარობდნენ. ამიტომაც მოაწია მათზე საბოლოო განაჩენმა. |