ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კიდევ: სანაოსნოდ და მძვინვარე ტალღების გადასალახავად ვინმე ძელს მოუხმობს, უფრო მსხვრევადს, ვიდრე მისი მატარებელი ხომალდია. |
1 |
კუალად სიმდიდრისათჳს წარსულსა და განძჳნებულთა ღელვათა ზედა ვალს, რომელსა ძელსა იგი მიაქუს, მისსა უფატრესსა უღაღადებდეს, |
2 | რადგან მხოლოდ მოხვეჭის სურვილმა მოისაზრა და ოსტატის ხელოვნებამ ააშენა ხომალდი. | 2 | რამეთუ იგი გულისთქუმამან რეწვისამან მოიპოვა, არამედ ხუროვებამანვე სიბრძნისამან ქმნა. |
3 | მაგრამ ხომალდს, მამაო, შენი განგება მართავს, რდგან ზღვაში შენ მიეცი მას გზა და ტალღათა შორის საიმედო ბილიკი, | 3 | მამაო, შენი წინასწარგანზრახვა იღუწის მას, რამეთუ მიეც ზღუასა ზედა გზა და ღელვათა ზედა ალაგნი კრძალულნი. |
4 | აჩვენე, რომ ყოველი ხიფათისგან დახსნა შეგიძლია, თუნდაც ვინმე უმეცარი შევიდეს ზღვაში. | 4 | აჩუენენ, რამეთუ ძალ-გიცს ყოვლით კერძოვე ცხორებად. დაღათუ ხუროებისა თჳნიერ ვინმე შევიდეს. |
5 | გსურს შენი სიბრძნის ნამოქმედარი ფუჭი არ იყოს; ამიტომაც ანდობენ ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს ხის ნაჭერს და ტივით გადამლახველნი ტალღებისა გადარჩებიან; | 5 | რამეთუ გნებავს, რაჲთა არა უქმად იყოს სიბრძნისა შენისა საქმე. ამისთჳსცა მცირესა ძელსა არწმუნიან კაცთა სლვა და ღელვანი ძელითა განვლიან, |
6 | რადგან თავიდანვე, როცა შეიმუსრნენ ქედმაღალი ბემბერაზები, სოფლის იმედმა ტივს შეაფარა თავი და, შენი ხელით წარმართულმა, საუკუნეს შეუნარჩუნა ახალი თაობის თესლი. | 6 | რამეთუ დასაბამსა მასცა წარწყმედასა ამპარტავანთასა სასოება სოფლისა ძელსა შევედრა და დაუტევა საუკუნოსა მას თესლი ნათესაობისა, |
7 | კურთხეულია ძელი, რომლითაც სამართლიანობა მოხდა. | 7 | რამეთუ ჴელითა შენითა ცხონდა და განერა, რამეთუ კურთხეულ არს ძელი, რომლისაგან იქმნა ცხორება. |
8 | ეს ხელითნაკეთი კი დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთად იწოდა. | ||
9 | რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღვთისთვის თანაბრად საძულველია, | ||
10 | და, რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერიად დაისჯება. | ||
11 |
ამიტომაც წარმართთა კერპებსაც მოელით განკითხვა, რადგან იქცნენ ისინი ღვთის ქმნილებათა შორის სისაძაგლედ, ადამიანთა სულების საცდუნებელად და მახედ უგუნურთა ფეხებისთვის. |
||
12 | რადგან კერპთა კეთების ჩანაფიქრი გარყვნილების სათავე იყო, ხოლო მათი გამოგონება - ცხოვრების გახრწნა; | ||
13 | რადგან არც დასაბამიდან იყვნენ და არც საუკუნოდ იქნებიან. | ||
14 | ისინი სოფელში კაცთა ცუდმედიდობით შემოვიდნენ და ამიტომაც აღსასრულიც სწრაფი მიესაჯათ. | ||
15 | უდროოდ დაღუპულ შვილზე მწუხარებით გატანჯულმა მამამ მისი გამოსახულება გააკეთა, ჯერ პატივი მიაგო როგორც მკვდარ ადამიანს, მერე კი როგორც ღმერთს და საიდუმლოებანი და საღვთო წესები გადასცა თავის ხელქვეითებს. | ||
16 | შემდგომად ამისა, დროის მიერ განმტკიცებული ეს უკეთური ჩვეულება შენახულ იქნა, როგორც რჯული | ||
17 | და ხელმწიფეთა ბრძანებებით თაყვანს სცემდნენ ამ ქანდაკებებს. მათი სახეებიც გამოაქანდაკეს, რომელთა თაყვანისცემა მათი შორს ყოფნის გამო ადამიანებს არ შეეძლოთ; საჭვრეტად შექმნეს სათაყვანო მეფის გამოსახულება, რათა შორს მყოფისთვისაც ისევე ემლიქვნელათ, როგორც ახლოს მყოფისთვის. | ||
18 | ხელოვანის პატივმოყვარეობა იყო მიზეზი, რომ უცნობებმაც დაიწყეს მისი თაყვანისცემა. | ||
19 | მან, ალბათ, მბრძანებლის საამებლად ძალ-ღონი არ დაზოგა, რომ ოსტატობის წყალობით ხატება სილამაზით შეემკო. | ||
20 | ხალხმა კი, მისით მოხიბლულმა, სიწმიდედ შერაცხა ეს ქმნილება, რომელსაც ადრე პატივს სცემდა, როგორც ადამიანს. | ||
21 |
და ეს საცდურად ექცა კაცთა მოდგმას, რადგან უბედურებებით ან მძლავრობით დაბეჩავებულმა ადამიანებმა უცხო სახელები მისცეს ქვებსა და ხეებს. |
||
22 | მერე, ღვთის შეცნობაში შეცდომა არ იკმარეს და, დიდ ბრძოლაში უმეცრების გამო ჩათრეულნი, ამგვარ ბოროტებას მშვიდობას უწოდებენ. | ||
23 | ან მსხვერპლად სწირავენ ბავშვებს, ან დაფარულ წესებს ასრულებენ, ან სხვათა ადათებისამებრ თავაშვებულ ღრეობებს მართავენ. | ||
24 | არ უფრთხილდებიან არც თავიანთ სიცოცხლესა და არც ქორწინების სიწმიდესა და ვერაგულად ხოცავენ ერთმანეთს, ან კიდევ მრუშობით შეურაცხყოფენ. | ||
25 | განურჩევლად ყველა გარეულია სისხლში და მკვლელობაში, ძარცვაში და მზაკვრობაში, გარყვნილებაში და უნდობლობაში, შფოთში და ცრუ ფიცში, | ||
26 | სიკეთეთა მოყივნებაში, მადლის დავიწყებაში, სულთა წაბილწვაში, სქესის გაუკუღმართებაში, უწესო ქორწინებაში, სიძვაში და უსირცხვილობაში. | ||
27 | რადგან სახელუხსენებელ კერპთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა; | ||
28 | რადგან მათი თაყვანისმცემელნი ნეტარებით შმაგობენ, სიცრუეს წინასწარმეტყველებენ; ან უსამართლოდ ცხოვრობენ, ან სწრაფად ტეხენ ფიცს; | ||
29 | რადგან უსულო კერპთა მოიმედენი ბოროტი ფიცისათვის სასჯელს არ ელიან. | ||
30 | მაგრამ სასჯელი ორივეს გამო მოაწევს მათზე. იმის გამოც, რომ კერპების ერთგულნი ბოროტად ფიქრობდნენ ღმერთზე, და იმის გამოც, რომ უსამართლოდ ფიცულობდნენ სიწმიდის მზაკვრულად მოძულენი. | ||
31 | რადგან არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელია, რომ დევნის მუდამ კანონის შემლახველს. |