ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე სოლომონისა

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თქვეს ერთმანეთში მათ, რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება,

1

რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართლ და მცირედ მწუხარე არს ცხოვრება ჩუენი და არა არს კურნება აღსასრულსა კაცისა, არა სადა ვინ იცის, რომელიმცა მოიქცა ჯოჯოხეთით,

2 რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომადც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი. 2 რამეთუ თჳთ ჴელმწიფედ შევიქმნენით, ვითარცა არა ყოფილნი, რამეთუ კუამლ არს სული ცხჳრთა შინა ჩუენთა, და სიტყუანი ნაბერწყალ ძრვითა გულისათა,
3 როცა ჩაქრება, მტვრად იქცევა ჩვენი სხეული და მსუბუქ ქროლვასავით სამშვინველიც გაიფანტება. 3 რომელი დაშრტეს და ნაცარ იქმნეს ჴორცნი და სულნი დაჰჴსნდეს, ვითარცა მეუღლე აერი
4 მალე დავიწყებულ იქნება ჩვენი სახელი, არავინ გაიხსენებს ჩვენს ნამოქმედარს და ჩაივლის ჩვენი ცხოვრება ღრუბლის კვალივით და განქარდება როგორც ნისლი, მზის სხივებისგან დარბეული და მისი სიმხურვალით დამძიმებული. 4 და სახელი ჩუენი დაივიწყოს ჟამად-ჟამად და არავინ მოიჴსენნეს საქმენი ჩუენნი. და წარვალნ ცხორება ჩუენი, ვითარცა კვალი ღრუბელთა...
5 რადგან წარმავალი აჩრდილია ჩვენი ჟამი, არ იქნება მობრუნება ჩვენი აღსასრულისგან, რადგან ბეჭედდასმულია იგი და არც არავინ ბრუნდება უკან. 5  
6 ამიტომაც არსებული სიკეთით დავტკბეთ და ვიჩქაროთ შექმნილით სარგებლობა, ისევე როგორც სიჭაბუკით. 6  
7 აღვივსოთ ძვირადღირებული ღვინით და ნელსაცხებელით, და გვერდს ნუ ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი. 7  
8 დავიდგათ გვირგვინი ვარდის კოკრებისა, ვიდრე დაჭკნებოდეს. 8  
9 ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ მოაკლდება სიტკბოებას, ყველგან დავტოვოთ კვალი ჩვენი სიხარულისა, რადგან ესაა წილი ჩვენი და ხვედრი ჩვენი. 9  
10 დავჩაგროთ მართალი ღატაკი, ნურც ქვრივებს შევიწყალებთ და ნურც მოხუცის ხანდაზმული ჭაღარისა შეგვრცხვება. 10  
11 ჩვენი ძალა სამართლიანობის კანონად იქცეს, რადგან უძლური არაფრის მაქნისია. 11  
12 საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს. 12

დავაპკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. და წინააუდგების საქმეთა ჩუენთა და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა სჯულისათა და მიმომდებს ჩუენ ცოდვათა სწავლისა ჩუენისათა,

13

აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს.

13 აღიარებს, ვითარმედ ცნობა აქუს ღმრთისა და ძედ ღმრთისა თავსა თჳსსა იტყჳს.
14 ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის. 14 მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა.
15 რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი. 15 მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრება მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი.
16 მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს, როგორც უწმინდურობას; ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს, ჩემი მამააო ღმერთი. 16 საძაგელად შეურაცხიეთ მას და განშორებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად ღმერთსა იტყჳს,
17 ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი აღსასრულისას. 17 ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ და გამოვცადოთ, რაჲძი იყოს უკუანაჲსკნელი მისი.
18 თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას მტრების ხელთაგან. 18 უკუეთუ არს მართალ ძე ღმრთისა, შეეწიენ მას და იჴსენინ იგი ჴელთაგან წინააღმდგომთა მისთასა.
19 გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ. 19 ვნებითა და ტანჯვითა განვიკითხოთ იგი, რათა ვცნათ სახიერება მისი და გამოვსცადოთ თავს-დება განბოროტებისა მისისა.
20 სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ. 20 სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყო მოხედვა მისი სიტყუათაგან მისთა.
21 ასე განსაჯეს, მაგრამ შეცდნენ, რადგან დააბრმავა ისინი მათმავე ბოროტებამ. 21 ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ იგინი დააბრმნა უკეთურებამან.
22 რადგან ვერ შეიცნეს ღვთის საიდუმლოებანი, არც სიწმინდის საზღაურს ელოდნენ და არც უბიწო სულთა გილდო ჩაუგდიათ რამედ. 22 და ვერ ცნეს საიდუმლო ღმრთისა, არცა სასყიდელსა ესვიდეს სიწმიდისასა, არცა გამოიკითხეს პატივი სულთა უბიწოთა,
23 რადგან ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი, 23 რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათჳს და ხატი თავისა თჳსობისათჳს შექმნა იგი.
24 მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილხვდომილნი განიცდიან მას. 24 შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა და განცდიან მას. რომელნი-იგი არიან ნაწილსა მისსა.