ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უმჯობესია უშვილობა სიქველეში, რადგან უკვდავი იქნება მისი ხსოვნა; მას ღმერთიც აღიარებს და ადამიანებიც. |
1 |
ქებასა მართლისასა იხარებდინ ერნი, რამეთუ უკუდავება არს საჴსენებელი მისი, რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არიან და კაცთა მიერცა და სათნო ღმრთის არს სული მისი. |
2 | ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ და, როცა შორსაა, მისკენ ისწრაფვიან; და საუკუნოდ გვირგვინოსანი ზეიმობს, როგორც მომგები ბრძოლისა უბიწო ღვაწლით. | 2 | |
3 | უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან. | 3 | |
4 | ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან. | 4 | |
5 | გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება, საჭმელად მკვახე და ყოვლად უვარგისი. | 5 | |
6 | უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას. | 6 | |
7 | მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. | 7 |
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს; |
8 | რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. | 8 | რამეთუ სიბერისა პატიოსნება არა მრავალი ჟამი, არცა რიცხჳ წელთა აღრაცხილ, რამეთუ მჴცოვანება არს გონიერება კაცთა, |
9 | სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. | 9 | და ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო. |
10 | ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. | 10 | სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა და წარიტაცა, რათა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმის-ყოფა მისი, ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი. |
11 |
წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. |
11 | |
12 | რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. | 12 | რამეთუ შური სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონება უმანკოთა. |
13 | მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; | 13 | აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი, |
14 | რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, | 14 | რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი. ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა, ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, |
15 | რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე. | 15 | რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა. |
16 | როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე - ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს. | 16 | |
17 | რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი. | 17 | |
18 | იხილავენ და შეურაცხყოფენ, მათზე კი უფალი გაიცინებს. | 18 | |
19 | შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება. | 19 | |
20 | შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები ამხილებს მათ. | 20 |