ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მეც მოკვდავი კაცი ვარ, ყველას მსგავსი, პირველნასახი მიწიერის შთამომავალი და ხორცი, დედის მუცელში გამოძერწილი, |
1 | |
2 | სისხლით შენივთული ათი თვის მანძილზე მამაკაცის თესლისა და ძილის თანმხლები ტკბობისაგან; | 2 | |
3 | ვიშვი და მეც შევისუნთქე საერთო ჰაერი და, დავარდნილს მშობელ მიწაზე, როგორც ყველას, მეც პირველად ტირილის ხმა აღმომხდა; | 3 | |
4 | რუდუნებით ვიზრდებოდი ჩვრებში გახვეული; | 4 | |
5 | არც მეფეთაგან ჰქონია ვისმე არსებობის სხვაგვარი დასაბამი. | 5 | |
6 | რადგან ერთია ყველასთვის ცხოვრებაში შემოსვლა, და ყველასათვის მსგავსია გასვლაც. | 6 | |
7 | ამიტომ შევევედრე და მომცა მე გონება, მოვუხმე და გადმოვიდა ჩემზე სიბრძნის სული. | 7 | |
8 | კვერთხსა და ტახტს ვამჯობინე იგი და სიმდიდრეც არად ჩავაგდე მასთან შედარებით. | 8 | |
9 | მას ვერც პატიოსანი თვალი შევადარე, რადგან ყოველი ოქრო მის თვალში ქვიშის ნამცეცია; ვერცხლი კი ტალახად შეირაცხება მის წინაშე. | 9 | |
10 | ჯანის სიმრთელეზე და სილამაზეზე მეტად შევიყვარე და შუქსაც ვამჯობინე, რადგან ჩაუქრობელია მისი ნათელი. | 10 | |
11 |
ყოველი სიკეთე მასთან ერთად მოვიდა ჩემთან და მის ხელშია ყოველი სიმდიდრე. |
11 | |
12 | ეს ყველაფერი მახარებდა, რადგან მათ სიბრძნე მოუძღოდა, თუმცა არ ვიცოდი, რომ ის იყო მათი მშობელი. | 12 | |
13 | უზაკველად ვისწავლე და უშურველად გავცემ, როდი დავმალავ მის სიმდიდრეს. | 13 | |
14 | რადგან ის ამოურწყავი საგანძურია კაცთათვის და მისი მომხვეჭელნი ღმერთს უმოყვრდებიან განსწავლის ნიჭის წყალობით. | 14 | |
15 | მომმადლოს მე ღმერთმა გონივრული განსჯა და ღირსეულად ფიქრი მონიჭებულზე, რადგან იგია წინამძღვარი სიბრძნისა და ბრძენთა წარმმართველი. | 15 |
მიგითხრა თქუენ და არა დავფარო თქუენგან საიდუმლო ღმრთისაჲ, რამეთუ იგი თავადი არს სიბრძნისა წინამძღუარი და ბრძენთა განმგებელი, |
16 | რადგან მის ხელში ვართ ჩვენცა და ჩვენი სიტყვებიც, ყოველი გაგება და ოსტატობა საქმეში. | 16 | ხოლო ჴელსა შინა მისსა ჩუენცა და სიტყუანიცა ჩუენნი. ყოველი გონიერება და საქმეთა მეცნიერება, |
17 | მან მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება. | 17 | რამეთუ მან მომცა მე ყოფილთა ცნობა, შესაქმე სოფლისა, შეწევნანი წესთანი, დასაბამი და დასასრულამდე, |
18 | დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, | 18 | განზოგება ჟამთა, სახეთა ცვალებანი და ქცეულება ჟამთა, |
19 | წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, | 19 | წელიწადისა სრბა და ვარსკულავთა დგომა, |
20 | ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. | 20 | ბუნებანი საცხოვართანი და გულისწყრომანი მჴეცთანი, სულთა სიმძაფრე და გულისზრახვანი კაცთანი, თითოსახენი ნერგთანი, |
21 |
ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმასწავლა, ყოველთა შემოქმედმა. |
21 | რაოდენ-რა არს დაფარული და გამოუჩინებელი - ვცან, რამეთუ ყოველთა ხურომან მასწავა მე სიბრძნე. |
22 | რადგან იგია სული გონიერი, წმიდა, მხოლოდშობილი, მრავალწილიანი, ნატიფი, მოძრავი, მკაფიო, შეურყვნელი, ნათელი, უვნებელი, კეთილისმოყვარე, მახვილი, | 22 | რამეთუ ამას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისა მრავალკერძო. ვინა ვიწულევ კეთილად, იძლევის, წარჩინებულ, შეუგინებელ, უბიწო, განცხადებულ, კეთილისმოყუარე მალე დაუყენებელ ქველისმოქმედ, |
23 | დაუბრკოლებელი, ქველისმოქმედი, კაცთმოყვარე, მტკიცე, შეურყეველი, უშფოთველი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმხედველი, ყოველ გონიერ, განწმედილ და ფაქიზ სულში შემაღწეველი. | 23 | კაცთმოყუარე, მტკიცე, კრძალულ, უზრუნველ ყოვლად, ძლიერ, ყოვლისა მსახურ, და ყოველთა სულთა მიერ დაეტევის მეცნიერებითა წმიდათა მწულილთა, |
24 | რადგან ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე, თავისი სიწმიდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს. | 24 | რამეთუ ყოვლისავე ძრვისა და წამებისა უმალე არს სიბრძნე, მისწუთების და დაეტევის ყოველთა მიერ სიწმიდით, |
25 | რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და - ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა; ამიტომაც წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას. | 25 | რამეთუ ორთქლ არს იგი ღმრთისა ძლიერისა და ნაწილი ყოვლისა მპყრობელისა და დიდებით ჭეშმარიტებისა. ამისთჳსცა არარა მიეძლევის, |
26 | იგია საუკუნო ნათელის ანარეკლი, უხინჯი სარკე ღვთის ქმედებისა და ხატი მისი სიკეთისა. | 26 | რამეთუ გამობრწყინვებულ არს იგი ნათლისა მის სამარადისოსა და სარკე უბიწო ღმრთისა შეწევნითა. და ხატი სახიერებისა მისისა, |
27 | ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე, თავის თავში მყოფი, მაგრამ ყოვლის განმაახლებელი; ეწვევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ. | 27 | ერთ არს და ყოველივე მას ძალ-უც. და ჰგიეს მას შინა და ყოველსავე განაახლებს ნათესავითი ნათესავად. სულთა ღირსთა მიეცემის მეგობართა ღმრთისათა და წინაწარმეტყუელთა განჰმზადებს. |
28 | რადგან ღმერთს არავინ უყვარს, გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. | 28 | არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან, |
29 | რადგან იგი მზის უმშვენესია და ვარსკვლავთა ყველა ხომლზე აღმატებული; ნათლის წინაშეც კი პირველი აღმოჩნდა. | 29 | რამეთუ არს იგი უშუენიერეს უფროს ყოველთა ვარსკულავთა. |
30 | რადგან ღამედ შეიცვლება ნათელი, სიბრძნეს კი ვერ ძლევს ბოროტება. | 30 |