ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

წიგნი ტობითის ამბავთა, ძისა ტობიელისა, ძისა ხანანიელისა, ძისა ადუელისა, ძისა გაბაელისა, იახციელის საგვარეულოდან, ნაფთალის ტომიდან,

1

წიგნნი სიტყუათა ტობისნი, ძისა ტობელისნი, ძისა ანნიასნი, ძისა ანაველისნი, ძისა გაბაელისნი, ნათესავისაგან ასერისი, ტომისაგან ნეფთალემისი,

2 რომელიც ენემესაროსის, აშურის მეფის, დროს ტყვედ წაიყვანეს თისბედან, ნაფთალის კიდიოსის მარჯვნივ რომ მდებარეობს, გალილში, აშურის ზემოთ. 2 რომელი წარიტყუენა დღეთა სალმანასარ მეფისა ასურასტანისათა თეზბეთ, რომელ არს მარჯუენით კერძოსა ნეფთალიმისი, გალილეას ზემო კერძო ასეირსა.
3 მე, ტობითი, ჭეშმარიტების გზით დავდიოდი მთელი ჩემი სიცოცხლე, ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი მოძმეებისთვის და იმ ხალხისთვისაც, ვინც ჩემთან ერთად აშურელთა ქვეყანაში, ნინევეში წამოვიდა. 3 ტობი გზათა ჭეშმარიტებისათა, ვიდოდა და სიმართლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, და მოწყალებანი და ქველის-საქმენი მრავალნი ქმნა ძმათა მიმართ მისთა და ნათესავთა მისთა, რომელნი თანა იყვნეს სოფლად, ასურასტანელთა ნინევედ.
    4 ოდეს იყო უჭაბუკეს ყოველთა ყრმათა შორის ნათესავთა ტომისაგან ნეფთალიმისა, არა იქცეოდა ვითარცა ჭაბუკნი, არამედ ვითარცა მოხუცებული.
4 როცა ჩემს ქვეყანაში, იერუსალიმის მიწაზე, ვცხოვრობდი ჩემს ახალგაზრდობაში, მთელი ნაფთალის ტომი, ჩემი მამული ტომი, შორს იყო იერუსალიმის სახლიდან, რომელიც არჩეული იქნა ისრაელის ყველა ტომიდან, რათა ყველა ტომს იქ შეეწირა მსხვერპლი. იქ იკურთხა ტაძარი უზენაესის დასავანებლად და აშენდა ყველა თაობისთვის საუკუნოდ. 5  რამეთუ ყოველნი ტომნი, რომელნი თანა განდგეს და სახლი ნეფთალიმისი, მამისა მისისანი, უზორვიდეს ჴბოსა ბაალისასა ოქროსასა, რომელი ქმნა იორობოამ, მეფემან ისრაჱლისამან, და მაღალთა ზედა ყოველთა მთათა ზედა,
5 ყველა განდგომილი ტომი მსხვერპლს სწირავდა ბაალს - ხბოს, და ასევე ნაფთალის სახლიც, მამაჩემისა.    
6 მე ერთი დავდიოდი ხშირად იერუსალიმში დღესასწაულებზე, როგორც დაუწესდა მთელს ისრაელს საუკუნო ბრძანებით. მიმქონდა ნათავარნი, მოსავლის მეათედი და პირველი ნაპარსი. 6 და ხოლო ტობი მარტო მივიდის მრავალგზის იერუსალჱმდ დღესასწაულთა, ვითარცა წერილ არს ყოვლისათჳს ისრაჱლისა ბრძანებითა საუკუნეთა, პირველთა ნაყოფთასა და ათეულთა ნაყოფისათა, და პირველ ნარისუავი ცხოვართა მიიღის და მისცის იგი მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, საკურთხეველსა და ყოველთა ნაყოფთა ათეულსა მისცემდის ძეთა ლევისთა, რომელნი ჰმსახურებდეს იერუსალჱმს,
7 ვუძღვნიდი მათ მღვდლებს - აარონიანებს საკურთხევლისათვის. ყოველი ნაყოფის მეათედს იერუსალიმში მომსახურე ლევიანებს ვაძლევდი. მეორე მეათედს ვყიდდი და ვხარჯავდი ყოველწლიურად იერუსალიმში ყოფნისას. 7 და მეორე ათეული დაჰყიდის და მივიდის, შეამსახურის იერუსალჱმს თჳთეულსა წელიწადსა.
8 მესამეს ვაძლევდი, ვისაც ეგებოდა, როგორც მიანდერძა დებორამ, მამაჩემის დედამ, რადგან ობლად ვიყავი დარჩენილი მამის შემდეგ. 8 ხოლო მესამე ათეული მისცის, ვიეთა-იგი ჯერ-არნ, ვითარცა-იგი ჯერარს, ვითარცა-იგი ამცნო მას დებორა, მამისდედამან მისმან, რამეთუ ობოლი დაშთა მამისაგან თჳსისა.
9 რომ დავკაცდი, მოვიყვანე ცოლად ხანა მამაჩემის საგვარეულოდან და შემეძინა მისგან ტობია. 9 და ოდეს იქმნა მამაკაც, მოიყვანა ანნა ცოლად ნათესავისაგან მამისა მისისა და ესვა მისგან ტობია.
    10 და სიყრმითვე ასწავლიდა შაშთა ღმრთისათა და ყოველთა ცოდვათა განშორებასა.
10 როცა ტყვედ ვიყავი ნინევეში, ყველა ჩემი მოძმე და თვისტომი წარმართთა პურს ჭამდა. 11

და რაჟამს წარიტყუენნეს ნინევად, ყოველნი ძმანი და ნათესავისაგანნი ჭამდეს პურსა წარმართთასა.

11 მე კი დავიცავი ჩემი სული, რათა არ მეჭამა. 12 ხოლო მან დაიცვა სული თჳსი ჭამისაგან, რამეთუ მოეჴსენა მას ღმერთი ყოვლითა გულითა.
12

რადგან მე მახსოვდა ღმერთი მთელი ჩემი სულით.

   
13 უზენაესმა მადლი და სიკეთე მომანიჭა ენემესაროსის წინაშე და გავხდი მისი ვაჭარი. 13 და მისცა მას მაღალმან მადლი და ხატოვნება წინაშე სალმანასარ მეფისა და იყო მისა ვაჭარი.
    14 და მიეცა მას ჴელმწიფება, სადაცა ენება წარსლვა, და თავისუფლება, რაჲთა ენება ქმნად.
    15 და მივიდის ყოველთა ტყვეთა თანა და ნუგეშინის-ცემდის.
14 გავემგზავრე მიდიაში და მივაბარე გაბაელს, გაბრიას ძმას, რაგეში ათი ტალანტი ვერცხლი. 16 როგუელისა ქალაქთა ხუარკეთისათა პატივ-სცეს და მოსცეს ათი ტალანტი ვეცხლი.
    17 და მუნ კრებულთა შორის გაბაელ იხილა დავრდომილი და ვედრი დადვა ვეცხლისა მის თანა და მოუღო ჴელით-წერილი.
15 როცა მოკვდა ენემესაროსი, მის ნაცვლად გამეფდა სანხერიბი, მისი ძე, რომლის გზები მოუწყობელი იყო და უკვე ვეღარავინ ბედავდა მიდიაში გამგზავრებას. 18 და ოდეს მოკუდა სალმანასარ, მეფობდა სენაქერიმ, ძე მისი, მის წილ და გზანი მისნი შფოთ იყვნეს და ვერღარა იკადრებდა მისლვად ხუჟიკეთა.
16 ენემესაროსის დროს მრავალი მოწყალება გამიღია ჩემს მოძმეთათვის. 19 და დღეთა სალმანასარისთა მოწყალებასა მრავალსა ჰყოფდა ძმათა ჩუენთათჳს.
17 ვუყოფდი ჩემს პურს მშიერთ და მოსასხამს - შიშველ-ტიტველთ. თუ დავინახავდი ვინმეს ჩემს თვისტომს, მკვდარსა და გადაგდებულს ნინევეს კედლის გარეთ, ვმარხავდი. 20 პურსა მისსა ცემდის მშიერთა და სამოსელსა შიშველთა, უკუეთუ სადა ვინ იხილის ნათესავისა ჩუენისაგანი მომკუდარი და განგდებული უკანა კერძო ზღუდესა ნინევისასა, დაჰფლევდის მათ, და რაოდენთა მოსწყუედდა სენიქერიმ მეფე.
18 თუ ვინმე იუდაში გაქცეული მობრუნდებოდა და მოკლავდა მას მეფე სანქერიბი, ფარულად ვმარხავდი. ბევრს კი ხოცავდა განრისხებული. მერე ეძებდა მეფე გვამებს და ვერ პოულობდა. 21

მო-რა-ვიდა სენაქერიმ სივლტოლით ჰურიასტანით, დაჰფლევდის მათ პარვით, რამეთუ მრავალნი მოსრნა გულისწყრომით და ეძიებდა მეფე გვამებსა მათსა და არა იპოვა.

19

მივიდა ერთი კაცი, მოახსენა მეფეს ჩემზე, რომ ვმარხავდი გვამებს და ვმალავდი. როცა გავიგე, რომ მოსაკლავად მეძებდნენ, შეშინებული გავიქეცი.

22 მი-ვინმე-ვიდა ნინეველი და უთხრა მისათჳს მეფესა, ვითარმედ იგი დაჰფლევდა მკუდრებსა მას და დაემალა, რამეთუ აგრძნა, ვითარმედ ეძიებს მას მოკლვად, შეეშინა და ივლტოდა და აღჭრეს ყოველი ნაყოფი მისი.
20 დაიტაცეს მთელი ჩემი ქონება და აღარაფერი დამრჩა, გარდა ხანასი, ჩემი ცოლისა, და ტობიასი, ჩემი ძისა. 23 და არა რა დაშთა მის თანა თჳნიერ ხოლო ანნასა, ცოლისა მისისასა, და ტობიასა, ძისა მისისასა.
21 არ გასულა ორმოცდაათი დღე, რომ მოკლა სანხერიბი მისმა ორმა ვაჟმა, და გაიქცნენ არარატის მთისკენ. მის ნაცვლად მისი ძე, ასარხადონი, გამეფდა და დანიშნა აქიაქაროს ანაელი, ჩემი ძმისწული, სამეფოსა და მთელი თავისი მეურნეობის აღმწერლად. 24 და არღარა წარსულ იყვნეს ერგასისნი დღენი და მოკლეს იგი ორთა ძეთა მისთა და წარივლტოდეს იგინი და წარვიდეს მთათა არარატით კერძო და მეფობდა ასარდან, ძე მისი, მის წილ. და დაადგინა მან აქაიაქაროს, ძე ანაელისი, ძმისწული თჳსი, ყოველთა ზედა რჩეულთა სამეუფოსა მისისათა და ყოველთა ზედა განსაგებელთა მისთა და ევედრა აქიაქაროს მისთჳს მეფესა.
22 მოახსენა აქიაქაროსმა ჩემზე და დავბრუნდი ნინევეში. აქიაქაროსი კი იყო ღვინის მწდე, ბეჭდის მცველი, ხაზინადარი და აღმრიცხველი. და დანიშნა იგი ასარხადონმა მეორე კაცად. ჩემი ძმისწული იყო იგი. 25 და მოვიდა ნინევად, რამეთუ იქიაქაროს იყო ღჳნისმნე და ბეჭედსა ზედა გამგებელ და სიტყჳსმყოფელ, სამწიგნობრესა მწერალ; და დაადგინა იგი საკერდონსორ შემდგომად თჳსა, ხოლო იყო იგი ძმისწული მისი. და ოდეს მოვიდა სახიდ მისად და მისცეს მას ანნა, ცოლი მისი, და ტობია, ძე მისი.