ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დაწერა ტობითმა ლოცვა სიხარულით და თქვა: |
1 |
და ტობი დაწერა ლოცვა მათ მიმართ სიხარულად და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი, რომელი ცხოველ არს საუკუნეთა. და სუფევა მისი ჰგიეს მარადის, |
2 | კურთხეულია ღმერთი ცხოველი უკუნისამდე და სუფევა მისი, რადგან ის არის შემაჭირვებელი და შემწყნარებელი, ჯოჯოხეთს ჩამყვანი და ამომყვანი, ვერავინ დაუსხლტება ხელიდან. | 2 | რამეთუ მან ტანჯის და შეიწყალის, შთაიყვანის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის, და არა ვინ არს, რომელი განერეს ჴელსა მისსა. |
3 | აღიარებდეთ მას, ისრაელიანებო, ხალხების წინაშე, რადგან მან გაგფანტათ მათ შორის. | 3 | აუარებდით მას ძენი ისრაჱლისანი წინაშე წარმართთა, |
4 | იქ ცხადყავით დიდსულოვანება მისი, ადიდებდეთ მას ყოველი ცოცხალის წინაშე, რადგან ის არის ჩვენი უფალი და ღმერთი, ის არის ჩვენი მამა უკუნითი უკუნისამდე. | 4 | რამეთუ მან მიმოგთესნა თქუენ მათ შორის. მუნ უჩუენეთ დიდებულება მისი, აღამაღლებდით მას წინაშე ყოვლისა ცხოველისა, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ჩუენი და ღმერთი, და იგი თავადი არს მამა ჩუენი ყოველთა მიმართ საუკუნეთა. |
5 | ის შეგვაჭირვებს ჩვენ ურჯულოებაში და კვალად შეგვიწყალებს და შეგვყრის ჩვენ ყველა ხალხებიდან, თუკი ვიქნებით განბნეულნი მათ შორის. | 5 | მტანჯის ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს და კუალად შეგჳწყალნის და შემკრიბნის ჩუენ ყოველთაგან თესლთა, სადაცა განვიბნიენით მათ შორის. |
6 | თუ მთელი გულით მოიქცევით მისკენ და მთელი სულით ჰყოფთ სამართალს მის წინაშე, მაშინ ისიც მოიქცევა თქვენსკენ და არ დაფარავს თქვენგან თავის სახეს. | 6 | უკუეთუ მოიქცეთ მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა ყოფად წინაშე მისა ჭეშმარიტებისა, მაშინ მოიქცეს იგი თქუენდა და არა გარემიიქციოს პირი მისი თქუენგან. |
7 | იხილავთ, რასაც მოგაწევთ თქვენ. აღიარებდეთ მას ერთხმად და აკურთხევდეთ სიმართლის უფალს, ადიდებდეთ მეფეს საუკუნეთა. | 7 | და იხილოთ- რა იგი, ყოს თქუენ თანა და აუარებდით მას ყოვლითა პირითა თქუენითა და აკურთხევდით უფალსა სიმართლისასა და აღამადლებდით მეუფესა საუკუნეთასა. |
8 | მე ჩემი ტყვეობის ქვეყანაში ვაღიარებ მას და განვაცხადებ ცოდვილთა მოდგმას მის ძალასა და სიდიადეს. მოიქეცით, ცოდვილნო, და ქმენით სამართალი მის წინაშე. ვინ იცის, იქნებ ისურვოს თქვენი თავი და მოიღოს თქვენზე წყალობა? | 8 | მე ქუეყანასა ამას ტყუეობისასა აღუარებ მას და ვაჩუენო ძალი სიმდიდრისა მისისა. ნათესავნი ცოდვილთანი მოიქეცით მისა, ცოდვილნო, და ყავთ სიმართლე წინაშე მისა. ვინ უწყის, ინებოს ხოლო თქუენდა, ყოს მოწყალებაჲ თქუენ თანა. |
9 | მე ვადიდებ ჩემს ღმერთს, სული ჩემი ადიდებს ცათა მეუფეს და ხარობს მისი სიდიადით. | 9 | ღმერთსა ჩუენსა აღვამაღლებდე, და სული ჩემი მეუფესა ცათასა უგალობდეს დიდებულებასა მისსა. |
10 |
გააცხადოს ყველამ და აღიაროს იგი იერუსალიმში. იერუსალიმო, წმიდა ქალაქო! შეგაჭირვებს შენი შვილების ნამოქმედარის გამო და კვალად შეიწყალებს მართალთა შვილებს. |
10 | იტყოდეთ ყოველნი და აუარებდით მას. |
11 | იერუსალჱმს, ქალაქსა წმიდასა. გტანჯოს თქუენ საქმეთათჳს ძეთა შენთასა და კეთილად შეიწყალნეს ძენი მართალთანი. | ||
11 | აღიარებდე უფალს კეთილად და აკურთხევდე საუკუნეთა მეფეს, რათა კვლავაც მადლით აშენდეს შენთვის მისი კარავი. | 12 |
აუარებდ უფალსა კეთილად და აკურთხევდ მეუფესა საუკუნეთასა, რამეთუ კუალად კარავი მისი აღეშენოს შენ შორის სი. ხარულითა. |
12 | რათა გაახაროს შენ შორის ტყვედქმნილები და შეიყვაროს შენ შორის გატანჯულნი საუკუნის ყოველ თაობაში. | 13 | და იხარონ შენ შორის ტყუეთა, და შეიყუარენ შენ შორის უბადრუკნი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნოთა. |
13 | მრავალი ხალხი შორიდან მოვა უფლის, ღმერთის სახელთან. ძღვენით ხელში, ძღვენით ცათა მეფისათვის, თაობათა თაობანი მოგიძღვნიან ქება-დიდებას. | 14 | ნათესავნი მრავალნი მოვიდოდიან სახელისათჳს უფლისა ღმრთისა, ძღუენი ჴელითა მოაქუნდეს, ძღუენი მეუფისა ცათასა. ნათესავმან ნათესავთამან მოსცეს სიხარული, |
15 | რამეთუ სახელ დიდ გიწოდონ შენ, | ||
14 | წყეულიმც იყოს ყოველი მოძულე შენი, კურთხეულ იყოს ყოველი შენი მოყვარული უკუნისამდე. | 16 | და წყეულ არიან ყოველნი მოძულენი შენნი, კურთხეულ არიან ყოველნი მოყუარენი შენნი უკუნისამდე. |
15 | იშვებდე და იხარებდე მართალთა შვილების გამო, რადგან შეიკრიბებიან ისინი და აკურთხევენ მართალთა უფალს! ნეტარნი არიან შენი მოყვარულნი! გაიხარებენ შენი მშვიდობით. | 17 | გიხაროდენ და მხიარულ იყავ ძეთა ზედა მართალთასა. შეკრბენ იგინი ერთბამად და აკურთხევდენ უფალსა სიმართლითა ზოგად. |
16 | ნეტარნი არიან შენს ტანჯვათა გამო შეწუხებულნი, რადგან გაიხარებენ შენით, როცა შენს დიდებას მოესწრებიან, და სიხარულში იქნებიან უკუნისამდე! აკურთხოს სულმა ჩემმა ღმერთი, დიდი მეუფე, | 18 | ნეტარ არიან მოყუარენი მისნი, უხაროდენ მშჳდობასა შენსა ყოვლისა შემდგომად ტანჯვისა და იხარებდეს |
19 | სული ჩემი უკუნისამდე, აკურთხევდეს ღმერთსა, მეუფესა ჩუენსა დიდსა. | ||
20 | ნეტარ ვიყო, ოდეს შვილთა ჩემთა იხილონ იერუსალჱმი განშუენებულად | ||
17 | რადგან საფირონითა და სმარაგდით აშენდება იერუსალიმი, და პატიოსანი ქვით - შენი კედელი, გოდოლები და ბურჯები წმიდა ოქროთი, ხოლო მოედნები იერუსალიმისა ბერილონით, ანთრაკით და სუფირული ქვით მოიკირწყლება. | 21 | რამეთუ აღაშენოს იერუსალჱმი საფირონითა და ზმარაგდონითა, ქვითა პატიოსნითა, ზღუდენი მისნი და გოდოლნი და არდაბაგნი მისნი ოქროთა წმიდითა. |
22 | და ყოველნი უბანნი იერუსალჱმისანი ლვიგირიონითა და ანთრაკითა და ქვითა სოფერით გამოთა მოფენილ იყოს. | ||
18 | გაისმება მის ყოველ კუთხეში ალელუია და იტყვიან ქება-დიდებით: კურთხეულია ღმერთი, რომელმაც აღგაზევა უკუნისამდე. | 23 | და იტყოდიან ყოველთა უბანთა იერუსალჱმისათა: ალელუა! იქებდენ და იტყოდიან: კურთხეულ არს უფალი, რომელი ნათელი არს. ყოველთათჳს უკუნისამდე! |