ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დაასრულა ტობითმა აღსარება.

1

და ვითარცა დასცხრა აღსარებისაგან ტობი,

2 ორმოცდათვრამეტი წლისა იყო, როცა დაკარგა თვალისჩინი და რვა წლის მერე აეხილა თვალი. გაიღო მრავალი მოწყალება და შეემატა უფლის, ღვთის შიში და მოწიწება მისდამი. 2 იყო წლისა ორმეოცდაათურამეტისა, ოდეს წარწყმიდნა თუალნი და შემდგომად რვისა წლისა აღიხილნა.
    3 და იქმოდა ქველისსაქმესა და შესძინა შიში უფლისა ღმრთისა და აუარებდა მას.
3 ღრმად მოხუცდა და მოუხმო თავის ძეს მისი შვილებითურთ და უთხრა: შვილო, წაიყვანე შენი შვილები. აჰა, მოვხუცდი და ვეთხოვები სიცოცხლეს. 4 და ფრიად დაბერდა და იხარებდა ცხორებასა შინა თჳსსა კეთილსაგრობითა, და შიშითა ღმრთისათა წარვიდა მშჳდობით.
    5 და მოუწოდა ძესა თჳსა ტობიას და ექუსთა ძისწულთა მისთა და ჰრქუა მათ: წარიყვანენ ძენი შენნი, რამეთუ განსლვასა ცხორებისასა ზედა ვდგა მე და წარვედ ხუჟიკეთა შვილითურთ.
4 წადი მიდიაში, შვილო, რადგან მჯერა, რაც იონა წინასწარმეტყველმა თქვა ნინევეზე, დაემხობაო იგი. მიდიაში კი მშვიდობა იქნება, ვიდრე ჟამი მოუწევდესო, ჩვენი ძმები მადლიანი ქვეყნიდან განიფანტებიანო, იერუსალიმი გაუკაცრიელდება და გადაიბუგება ღვთის სახლი და უკაცრიელი იქნება, ვიდრე არ მოვაო მისი ჟამი. 6 მრწამს მე, რამეთუ რაოდენსცა იტყოდა იონა წინაწარმეტყუელი ნინევისათჳს, იყოს, და დაქცევად არს, ხოლო ხუჟიკეთს იყო მშჳდობაჲ ვიდრე ჟამად რაოდენადმდე. რამეთუ ძმანი ჩუენნი განიბნინენ კეთილისაგან ქუეყანისა, და იერუსალჱმი იყოს ოჴერ და სახლი ღმრთისა, რომელ არს მუნ შინა, დაიწვეს და ოჴერ იყოს ვიდრე ჟამ რაოდენმე.
5 მერე კვლავ შეიწყალებს მათ ღმერთი და დააბრუნებს აღთქმულ მიწაზე და ააშენებენ სახლს, არა წინანდელის მსგავსს, ვიდრე საუკუნის დრო-ჟამი ამოიწურებოდეს. ამის შემდეგ დაბრუნდებიან ტყვეობიდან და ააშენებენ იერუსალიმს პატიოსნად, აშენდება მასში ღვთის სახლი საუკუნის ყოველი მოდგმისთვის - დიდებული სახლი, როგორც ამას გვაუწყებენ წინასწარმეტყველნი. 7 და კუალად შეიწყალნეს იგინი ღმერთმან და მოაქცინეს ქუეყანასა მათსა, და აღაშენონ სახლი იგი, არამედ არა ვითარ პირველ, ვიდრემდე აღივსნენ სნენ ჟამნი საუკუნონი, და ამისა შემდგომად მოიქცენ ტყუეობისაგან და აღაშენონ იერუსალჱმი პატიოსნად, და სახლი ღმრთისა მას შინა აღაშენოს ყოველთა მიმართ, და ნათესავთა საუკუნეთა შენებულითა დიდებულითა, ვითარცა იტყოდეს მისთჳს წინაწარმეტყუელნი,
6 ყოველი ხალხი მოიქცევა უფლის, ღვთის შიშისკენ ჭეშმარიტებით, დაამხობენ თავიანთ კერპებს და განადიდებს ყოველი ხალხი უფალს. 8 და ყოველნი წარმართნი მოიქცენ ჭეშმარიტად და ეშინოდის უფლისა ღმრთისა და დაჰფლნე კერპნი მათნი ქუეყანასა.
7 მისი ერი აღიარებს ღმერთს და აღამაღლებს უფალი თავის ერს და გაიხარებენ უფლის, ღვთის ყოველნი მოყვარულნი ჭეშმარიტებითა და სიმართლით, მოწყალების გამღებნი ჩვენი ძმებისთვის. 9 და აკურთხევდეს ღმერთსა და აღამაღლოს უფალმან ერი თჳსი და უხაროდის ყოველთა მოყვარეთა უფლისა ღმრთისათა ჭეშმარიტებით და სიმართლით, და ჰყოფდენ წყალობასა ძმათა ჩუენთასა.
8 ახლა, შვილო: წადი ნინევედან, რადგან ჭეშმარიტად აღსრულდება, რაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა იონამ. 10

და აწ, შვილო, წარვედ ნინევით, რამეთუ ნანდვილვე იყოს, რომელსა იტყოდა წინაწარმეტყუელი.

9

ხოლო შენ დაიცავი რჯული და მცნებები და იყავი მოწყალებისა და სიმართლის მოყვარული, რათა შენც კარგად იყო. დამარხე დედაშენიც ჩემთან ერთად და ნუღარ დაყოვნდები ნინევეში.

11 ხოლო შენ დაიმარხენ შჯულნი და ბრძანებანი და შენ, შვილო, იყავ მოწყალებისა მოყუარე და მართალ, რათა კეთილი გეყოს შენ.
10 იცოდე, შვილო, რა გაუკეთა ჰამანმა აქიაქაროსს, თავის გამზრდელს, ნათელიდან წყვდიადში რომ შეიყვანა იგი. როგორ მიეზღო მას: აქიაქაროსი გადარჩა, მას კი საკადრისად მიეზღო - ჩავიდა შავეთში. მენაშემ გაიღო მოწყალება და გადაურჩა აქიაქაროსი სიკვდილის მახეს, რომელიც მისთვის იყო დაგებული, ჰამანი კი გაება მახეში და დაიღუპა. 12 დამფალ მე და დედა შენი კეთილად და ნუღარა იყოფი ნინევს შინა (შვილო, უწყი, რა-იგი უყო ადამ აქიაკაროსს, მპოხელსა თჳსსა, ვითარ-იგი ნათლისაგან შეიყვანა ბნელად, ვითარ-იგი მიაგო მას უფალმან და აქიაკაროს განარინა, ხოლო მას მისაგებელი მიაგო და შთაჴდა იგი ბნელსა. და მანასე, იქმოდა ქველისსაქმესა და განერა იგი საბრჴისაბან სიკუდილისა, რომელი დარწყუა მან თავისა თჳსისა, ხოლო ადამ შევარდა საბრჴესა და წარწყმდა).
11 ახლა შვილო: ხომ ხედავ რა ძალა აქვს მოწყალებას და როგორ იხსნის კაცს სამართალი. ამას რომ ამბობდა, დასტოვა იგი სულმა სარეცელზე. ას ორმოცდათვრამეტი წლისა იყო და პატივით დამარხეს იგი. 13 და აწ, შვილო, იხილე მოწყალებაჲ, რასა იქმს, და ვითარ-იგი სიმართლე იჴსნის. ხოლო ვითარ-იგი ამას იტყოდა, მოაკლდა სული მისი ცხედარსა ზედა. და იყო იგი ასორმეოცდაათექუსმეტის წლისა და დაფლეს იგი პატიოსნად.
12 როცა მოკვდა ხანა, დამარხა ტობიამ იგი მამამისთან ერთად, და წავიდა თავისი ცოლ-შვილითურთ ეკბატანაში რაღუელთან, თავის სიმამრთან. 14 და ოდეს მოკუდა ანნა, დედა მისი, დაფლა იგი მამისა თჳსისა თანა, ხოლო ტობია წარვიდა სარრას თანა, ცოლისა თჳსისა, და ძეთა მისთა თანა ეგბატანად ჰრაგუელისა, სიმამრისა თჳსისა.
13 მიაწია ღირსეულ სიბერემდე და პატივით დამარხა თავისი სიმამრი და დაიმკვიდრა მისი და მამამისის, ტობითის ქონება. 15 და დაბერდა პატიოსნად და დაფლა სიმამრი და სიდედრი თჳსი დიდებულად და დაიმკჳდრა ნაყოფი მათი და სახლი ტობისი, მამისა თჳსისა.
14 მოკვდა ას ოცდა შვილი წლისა მიდიის ეკბატანში. 16 და მოკუდა იგი ასოცდაშვიდის წლისა ეგბატანს, რომელი არს ხუჟიკეთისასა.
15 ვიდრე მოკვდებოდა, ეუწყა მას დაღუპვა ნინევესი, რომელიც წარტყვევნეს ნაბუქოდონოსორმა და ახაშვეროშმა. სიკვდილამდე გაიხარა ნინევეს ტყვეობაზე. 17 და ესმა უწინარეს სიკუდილისა მისისა წარწყმედა ნინევისა, რამეთუ წარტყუენა იგი ნაბოქოდონოსორ და ასჳეროს და განიხარა ვიდრე სიკუდიდმდე მისა.