ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დამწუხრებული ვტიროდი და სევდიანად ვლოცულობდი, ვამბობდი:

1

და შეწუხდა და ტიროდა და ილოცევდა ურვით,

2 მართალი ხარ, უფალო, და ყოველი შენი საქმე და ყოველი შენი გზა მოწყალებაა და ჭეშმარიტება; ჭეშმარიტი და მართალი სამართლით სჯი უკუნისამდე. 2 და იტყოდა: მართალ ხარ შენ, უფალო, და ყოველნი საქმენი შენნი და ყოველნი გზანი შენნი მოწყალება არიან და ჭეშმარიტება, და სასჯელსა სიმართლისასა და ჭეშმარიტებისასა სჯი უკუნისამდე.
3 გამიხსენე მე და მომხედე! ნუ დამსჯი ჩემი ცოდვებისათვის და ჩემი მამა-პაპის უგნურებისათვის, რითაც კი შეგცოდეს, 3 მომიჴსენე მე და მოიხილე ჩემ ზედა და ნუ შურს ეძიებ ცოდვათა ჩემთასა და უმეცრებასა მამათა ჩემთასა, რომელთა შეგცოდეს შენ წინაშე,
4 ყურად რომ არ იღეს შენი მცნებანი, რომ მიგვცეს საძარცვავად, დასატყვევებლად და სასიკვდილოდ, საიგავოდ გაგვხადეს ხალხების პირში, რომელთა შორისაც განბნეულნი ვართ. 4 რამეთუ არა ისმინეს მცნებანი შენნი და მიმცენ ჩუენ მიმოსატაცებელად და ტყუეობად და სიკუდიდ და იგავად და საყუედრელად ყოველთა წარმართთა, რომელთა შორის განბნეულ ვართ. ხოლო აწ, უფალო, ყოველნი მსჯავრნი შენნი ჭეშმარიტ არიან
5 ახლა კი ღირსი ვარ ყოველი შენი სასჯელისა, რომ მომაგო ჩემი და ჩემი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, რადგან არ დავიცავით შენი მცნებები და არ გვივლია სიმართლით შენს წინაშე. 5 ყოფად ჩემგან და მამათა ჩუენთა ცოდვათათჳს, რამეთუ არა ვყვენით მცნებანი შენნი, რამეთუ არა ვიდოდით ჭეშმარიტებით წინაშე შენსა.
6 ახლა კი შენი ნებისაებრ განმსაჯე მე: ბრძანე ჩემი სულის ამოხდა, რათა აღვესრულო და მიწად ვიქცე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს, რადგან მოვისმინე უსამართლო საყვედური და დიდია ჩემი მწუხარება. ბრძანე, რომ განვთავისუფლდე ამ ბედისწერისაგან საუკუნო ადგილას. ნუ იბრუნებ პირს ჩემგან. 6 ხოლო აწ სათნოებისაებრ ნებისა შენისა ყავ წინაშე შენსა ჩემ თანა და ბრძანე მიღება სულისა ჩემისა, რათა განვეტეო და ვიქმნე მე მიწა, რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი ვიდრე ცხორებასა, რამეთუ ყუედრება ნაცილი მესმა და მწუხარებაჲ დიდი არს ჩემ თანა. ბრძანე განტევება ჩემი ურვილებისა ამისგან აწვე საუკუნესა მას ადგილსა და ნუ გარემიიქცევ, უფალო, პირსა შენსა ჩემგან.
7 იმავე დღეს შეხვდა საყვედურები მამამისის მხევალთაგან მიდიის ეკბატანაში რაღუელის ასულსაც, სარას. 7 მას დღესა შინა შეხუდა სარას, ასულსა რაგოველისასა, ეგბატანს ხუჟიკეთისასა,
8 შვიდ ქმარს იყო იგი მიცემული. ხოლო ასმოდავსი, ბოროტი სული ხოცავდა მათ, ვიდრე დაიმკვიდრებდნენ მას ცოლად. ეუბნებოდნენ მას: ვერა ხვდები, რომ ღუპავ შენს ქმრებს? უკვე შვიდი გყავდა და მათგან ერთის სახელითაც ვერ იწოდეო. 8 ამასცა აყუედრებდა მჴევალთაგანი მამისა მისისათა, რამეთუ მიცემულ იყო იგი შჳდთა ქმართა და ასმოდეოს, ბოროტი ეშმაკი, მოსრვიდა მათ ვიდრე შესულადმდე მათა მის თანა, ვითარცა არს წესი დედათა. და ჰრქუეს მათ: არა გიცნობიეს, რომელსა დაგიშთობიან ქმარნი, რამეთუ შჳდი ქმარი გესვა და ერთისა მათგანისა არა სახელ-გედვა შენ ცოლად,
9 ჩვენ რაღაზე გვტანჯავ? რაკი ისინი დაიხოცნენ. შენც მათ მიჰყევი, ნურასოდეს გვენახოსო შენი ძე ან ასული. 9 რასათჳს მტანჯავ ჩუენ? უკუეთუ იგინი მოსწყდეს, ვიდოდე შენცა მათ თანა. ნუმცა გჳხილავს შენი ძე, გინა ასული უკუნისამდე.
10

ეს რომ მოისმინა, ძლიერ დამწუხრდა. თავის ჩამოხრჩობა მოინდომა, მაგრამ იფიქრა: ერთადერთი ვყავარ მამაჩემს, ეს რომ ჩავიდინო, საყვედურებლად ექნება მას და სიბერე ჯოჯოხეთურ სატანჯველად გადაექცევაო.

10 ესე ვითარცა ესმა, შეწუხნა ფრიად ვიდრე მოშთობადმდე თავისაცა და თქუა: მარტო ვარ მე მამისა ჩემისა, უკუეთუ ვყო ესე, საყუედრებელ არს მისა და სიბერე მისი შთავჴადო სალმობით ჯოჯოხეთად.
11 მივიდა სარკმელთან და თქვა: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ჩემო, და კურთხეულია წმინდა სახელი შენი და დიდებით მოსილია უკუნისამდე. გაკურთხევდეს შენ ყოველი საქმე შენი უკუნისამდე. 11

და ევედრებოდა უფალსა სარკუმლით გამო, რომელი იყო პირისპირ იერუსალჱმისა.

    12 დღესა მას მესამესა განსრულებასა ლოცვისასა აკურთხევდა უფალსა.
    13 და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ შენი და პატიოსანი უკუნისამდე. გაკურთხევდედ შენ ყოველნი საქმენი უკუნისამდე.
12 ახლა, უფალო, შენდამი მომიპყრია თვალნი ჩემნი და პირი ჩემი. 14 და აწ, უფალო, სრულითა გულითა ჩემითა გევედრები შენ.
13 გთხოვ დამიხსნა ამ წუთისოფლიდან, მეტად რომ აღარ ვისმენდე ამ საყვედურებს. 15 შენდამი ვთქუ განტევება ჩემი ქუეყანით, რათა არღარა მესმეს ყუედრებაჲ.
14 შენ უწყი, უფალო, რომ უბიწო ვარ კაცის ყველანაირ ცოდვისაგან. 16 შენ უწყი, უფალო, რამეთუ წმიდა ვარ მე ყოვლისაგან ცოდვისა მამაკაცისა.
    17 არა აღვერივე დღეთა ჩემთა მროკავთა თანა, არცა მათ თანა, რომელნი ვლენან უწესურად.
15 არ წამიბილწავს სახელი ჩემი და არც სახელი მამაჩემისა. ჩემი ტყვეობის ქვეყანაში მხოლოდშობილი ვყავარ მამაჩემს და არა ჰყავს მას ვაჟიშვილი, რომ მისი მემკვიდრე იყოს. არც ძმა ჰყავს ახლობელი, არც ძმისწული, ცოლად რომ შევუნახო თავი. უკვე შვიდი ქმარი დამეღუპა. რაღასთვის ვიცოცხლო? და თუ არ მიმეტებ სასიკვდილოდ, მომხედე და შემიწყალე, რომ მეტად აღარ ვისმენდე საყვედურებს. 18

და არა შევაგინე სახელი ჩემი, არცა სახელი მამისა ჩემისა.

    19 ანუ მე არა ღირს ვიყავ ქმარ-ყოფად მათთა, ანუ იგინი არა ღირს იყვნეს ცოლ-ყოფად ჩემდა, ანუ შენ დაგიმარხივარ სხჳსა ქმრისათჳს.
    20 განგებანი ღმრთისანი არა გულისხმა-იყოფების კაცთა მიერ.
    21 ჭეშმარიტ არს, რომელიცა აღგიარებს შენ ცხორებასა შინა თჳსსა, რომელნიცა გამოიცადებიან, გჳრგჳნოსან იქმნებიან და პატიჟთა შინა მყოფნი გამოიჴსნებიან, უკუეთუ განისწავლებიან, მოწყალებანი შენნი მა-ევლინებიან.
    22 ნუ მოხარულ იქმნები წარწყმედასა ზედა ჩუენსა, რომელმან ჰყვი შემდგომად ღელვისა მყუდროებაჲ და შემდგომად გოდებისა და ცრემლისა მოსცი შუება.
    23 იყავნ სახელი შენი კურთხეულ, ღმერთო ისრაჱლისაო, უკუნისამდე!
    24 და შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა.
16 შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღვთის დიდების წინაშე და გაიგზავნა რაფაელი ორივეს განსაკურნავად, რათა აეხადა ლიბრი ტობითისათვის და მიეცა სარა, რაღუელის ასული, ტობიასათვის, ტობითის ძისთვის, და შეეკრა ასმოდავსი, ბოროტი სული, რადგან ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ერთსა და იმავე დროს იყო, რომ შემოვიდა თავის სახლში უკან მობრუნებული ტობითი და ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან რაღუელის ასული სარა. 25 და მოივლინა რაფაელ ანგელოზი განკურნებად ორთავე: ტობის გარდაჴდად თეთრი თუალთაბან და სარა, ასული ჰრაგუჱლისი, მიცემად ტობიას, ძესა ტობისსა, ცოლად და შეკრვად ასმეოდესი, ბოროტი ეშმაკი, რათა ტობია იხუედროს დამკჳდრებად იგი. მას ჟამსა ოდენ მოიქცა ტობია და შევიდა სახიდ თჳსა და სარა, ასული რაგუჱლისი, გარდამოვიდა ქორთაგან თჳსთა.