ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ დღეს გაიხსენა ტობითმა ვერცხლი, რომელიც გაბაელისთვის ჰქონდა მიბარებული რაგეში.

1

მას ჟამსა შინა მოეჴსენა ტობის ვეცხლი იგი, რომელი ვედრად მიეცა გაბაელს რაგუელსა ხუჟიკეთისასა, და თქუა გულსა თჳსსა: მე ვითხოო სიკუდილი, რასა არა მოუწოდა ტობიას, ძესა ჩემსა, რათა ვაუწყო მას ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა?

2 და თქვა თავისთვის: მე სიკვდილს ვნატრობ. რატომ არ დავუძახო ტობიას, ჩემს ძეს, და არ განვუცხადო იმ ვერცხლის ამბავი, ვიდრე ცოცხალი ვარ? 2 და მოუწოდა მას და ჰრქუა: ყრმაო,
3 დაუძახა მას და უთხრა: შვილო, როცა მოვკვდები, დამმარხე. ნუ მიატოვებ დედაშენს, პატივი მიაგე მას, ვიდრე ცოცხალია, და აკეთე მისი მოსაწონი. ნუ დაამძიმებ დარდით. 3 მო-რა-ვკუდე, დამფალ მე და ნუ უგულებელს-ყოფ დედასა შენსა, არამედ პატიოსნად იპყარ იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ჰყოფდი სათნოებასა მისსა და ნუ შეაწუხებ მას.
4 გახსოვდეს, შვილო, რომ მრავალი ჭირი ნახა შენთვის, მუცლით რომ გატარებდა. როცა მოკვდება, დამარხე ჩემს გვერდით, ერთ საფლავში. 4 მოიჴსენე, ყრმაო. რამეთუ, მრავალნი ჭირნი იხილნა შენ ზედა მუცელსა მისსა.
    5 და ოდეს მოკუდეს, დაფალ იგიცა ჩემ თანა საფლავსა ერთსა და უფალი ღმერთი ჩუენი გეჴსენენ.
5 ყოველდღე მოიხსენიე, შვილო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ნუ შესცოდავ და ნუ გადახვალ მის მცნებებს. სამართლიანი იყავი მთელი შენი სიცოცხლე და უსამართლობის გზას ნუ დაადგები. 6 ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა ნუ ინებებ ცოდვად და გარდასლვად მცნებათა მისთა. სიმართლესა იქმოდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა და ნუ შეხვალ გზათა სიცრუისათა, რამეთუ იქმოდი რა შენ ჭეშმარიტებასა, წარმართებულ იყვნენ საქმენი შენნი.
6 რადგან სამართლის მიმდევარს კეთილად აგეწყობა საქმეები.    
7 ყველას, სიმართლის მოქმედს, მიეცი მოწყალება, როგორც შეგიძლია. ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გაიღებ, პირს ნუ შეაქცევ ღარიბ-ღატაკს, რომ შენც არ შეგაქციოს პირი ღმერთმა. 7 ნაყოფისაგან შენისა ჰყოფდე ყოველსა საქმესა და ნუ ანგაჰრებნ თუალი შენი, ოდესცა ჰყოფდე მოწყალებათა, და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ყოვლისა დავრდომილისაგან და არა გარემიგექცეს შენ პირი ღმრთისა.
8 რაცა გაქვს მრავლად, მისგან გაეცი მოწყალება. 8 ვითარცა გაქუნდეს შენ, სიმრავლისაებრ ჰყოფდი მათგან მოწყალებასა,
    9 უკუეთუ მცირედი გაქუნდეს, მცირედისაებრ ჰყოფდი, ნუ გეშინინ ყოფად მოწყალებისა.
9 რადგან სიკეთეს დაიუნჯებ ჭირის დღისთვის. 10 რამეთუ უნჯი კეთილი დაიუნჯო თავსა შენსა დღესა მას ჭირისასა.
10 რადგან მოწყალება სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და ბნელს აარიდებს. 11 რამეთუ მოწყალებამან სიკუდილისაგან იჴსნის და არა უტევის შესლვად, ბნელსა.
11 კეთილი ნიჭია მოწყალება ყველასთვის, ვინც კი გაიღებს მას უზენაესის წინაშე. 12 ნიჭი კეთილი არს მოწყალებაჲ ყოველთა, რომელთა ყონ იგი წინაშე მაღლისა
12

მოერიდე, შვილო, ყველანაირ სიძვას. ქალი შენი მამა-პაპის მოდგმისა წამოიყვანე. სხვა ქალს ნუ მოიყვან, თუ არ არის მამაშენის ტაძრისა, რადგან წინასწარმეტყველთა შვილები ვართ. გახსოვდეს, შვილო, რომ ნოემ, აბრაამმა, ისაკმა და იაკობმა, ჩვენმა მთელმა მამა-პაპამ, ყველამ თავიანთ მოძმეთაგან წამოიყვანეს ცოლები და დაილოცნენ თავიანთ შთამომავლობაში და მათმა მოდგმამ დაიმკვიდრა ქვეყანა.

13

ეკრძალე, შვილო ჩემო, ყოვლისაგან სიძვისა და ცოლისა შენისაგან კიდე ნურავინ იცი და ნუცა გამოიძიებ ესევითართა საქმეთა.

13 გიყვარდეს, შვილო, შენი ძმები და ნუ გაუდიდგულდები შენს ძმებს. შენი ერის ძეთა და ასულთაგან წამოიყვანე შენთვის ქალი. ამპარტავნობას კი მოჰყვება დაღუპვა და აღრეულობა, ხოლო ცუდად დებამ დიდი დანაკლისი და გაჩანაგება იცის, ცუდად დება ხომ შიმშილის დედაა. 14 რამეთუ ამპარტავანებით არს წარწყმედა და შფოთი მრავალი და უჴმარებითა დაკლება და ნაკლულევანება დიდი, რამეთუ უჴმარება არს დედა სიყმილისა.
14 ნურავის გასამრჯელოს ნუ დაიტოვებ, ვინც კი საქმეს გაგიკეთებს, არამედ გაეცი იგი მაშინვე. ღვთის მორჩილი თუ იქნები, შენვე დაგიბრუნდება. ყურადღებით წარმართე, შვილო, ყოველი შენი საქმე და ჭკუით მოზომე ყოველი შენი ნაბიჯი. 15 სასყიდელი ყოვლისა კაცისა, რომელი გიქმოდის შენ, ნუ დადგებინ შენ თანა, არამედ მიეც მას მეყსეულად, და ჰმონებდე თუ უფალსა, მოგეგოს შენ კეთილი. ეკრძალე, შვილო, ყოველთა შინა საქმეთა შენთა და იყავ წურთილ ყოველთა შინა სლვათა შენთა.
15 რაც შენ გძულს, ნურავის შეამთხვევ. ღვინოს დასათრობად ნუ დალევ. ნუ წაგყვება სიმთვრალე გზაში თანამგზავრად. 16 და რომელი შენ გძულს, სხვასა ნუ ვის უყოფ. ღჳნოსა მორვალობით ნუ სუამ და ნუ იქცევინ შენ მთრვალობით ყოველთა შინა გზათა შენთა.
16 გაუყავი შენი პური ღარიბ-ღატაკთ და მოსასხამი - შიშველ-ტიტველთ. ყველაფერი, თუ რამ ზედმეტი გაქვს, გაეცი სამადლოდ და ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გასცემ. 17 პურისა შენისაგანი სცი მშიერსა და სამოსლისა შენისაგანი შიშუელსა. ყოვლისაგან ნამეტნავისა შენისა ჰყოფდი მოწყალებასა.
17 მიმოაბნიე შენი პური მართალთა საფლავზე და ნურას გასცემ ცოდვილთათვის. 18 მიჰფინე პური შენი საფლავსა ზედა მართალთასა და ნუ სცემ ცოდვილთა.
18 ეძიებდე რჩევას ყოველი გონიერისაგან და ნუ უგულებელყოფ სასარგებლო რჩევას. 19 ზრახებასა ყოველთაგან გონიერთა ეძიებდ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ყოველსა ზრახებასა საჴმარსა.
19 ყოველ ჟამს აკურთხებდე უფალს, ღმერთს. მას შესთხოვდე, რათა წრფელი იყოს ყოველი შენი გზა და განზრახვა კურთხეული იყოს. რადგან არცერთი ხალხის ხელთ არ არის განგება, არამედ თავად უფალი ანიჭებს ყოველივე სიკეთეს, ვისაც მოისურვებს, დაამდაბლებს თავისი ნებისაებრ. ახლა კი, დაიმახსოვრე, შვილო, ჩემი ანდერძი და ნუ ამოშლი მას შენი გულიდან. 20 და ყოველსა ჟამსა აკურთხევდი უფალსა შენსა და მისგან ითხოვდი, რათა ყოველნი გზანი შენნი წარმართებულ იყუნენ და ყოველნი ალაგნი და ზრახვანი შენნი წარემართნენ.
    21 და აწ გაუწყო შენ, რამეთუ ათი ტალანტი დამივედრებიეს ვეცხლისა გაბაელს, რომელი არს ათი ქანქარი, ძესა გაბირიასა, ჰრაგუელს ხუჟიკეთისასა.
20 ახლა გაუწყებ შენ: ათი ტალანტი ვერცხლი მაქვს მიცემული გაბაელისთვის, გაბრიას ძისთვის, მიდიის რავეში. 22 გამოიძიე იგი, რა მიხჳდე, და მოუღე მისგან ათი იგი ტალანტი ვეცხლი და უკუნეც ჴელით-წერილი მისი.
21 ნუ შეგეშინდება, შვილო, გაღატაკებისა, დიდძალი ქონება გაქვს, თუკი ღვთის შიში გექნება, თუ განუდგები ყველანაირ ცოდვას და მოწიწებით მოიქცევი ღვთის წინაშე. 23 ნუ გეშინინ, ყრმაო, რამეთუ დავგლახაკენით ფრიად და გაქუს შენ მრავალი რაჲმე. უკუეთუ გეშინოდის ღმრთისა და განეშორო ყოვლისაგან ცოდვისა და ჰყოფდე სათნოებასა წინაშე მისსა.