ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო მას ტობიამ პასუხად: მამაჩემო, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეუბნები.

1

მიუგო ტობია და ჰრქუა მას: მამაო, ყოველსა რომელსა მამცნებ მე, ყოფით ვყო.

2 მაგრამ როგორ გამოვართვა ვერცხლი კაცს, რომელსაც არ ვიცნობ? 2 არამედ ვეცხლისა მისთჳს, რომელ სთქუ ვედრი გაბაელის თანა, ვითარ ჴელ-ვიწიფო მოღებად? რამეთუ მე არა ვიცი იგი, არცა მან მიცის მე. რა სასწაული მივსცე, რათა იცნას და რწმენეს ჩემ. ი და მომცეს ვეცხლი იგი? და არცაღა გზა ხუჟიკეთისა ვიცი.
3 მაშინ მისცა მას ტობითმა ხელწერილი და უთხრა: აბა, მოძებნე კაცი, რომელიც გაგყვება - თანამგზავრად და მე მივცემ გასამრჯელოს, ვიდრე ცოცხალი ვარ. წადი და წამოიღე ვერცხლი. 3 და მისცა ჴელით-წერილი იგი კაცისა მის, რომლისა თანა იყო ვედრი იგი.
    4 ჰრქუა: აწ, შვილო, იძიე, ვინ-ა კაცი სარწმუნო, რომელი მოვიდეს შენ თანა და მივსცეთ მას სასყიდელი იგი, ვიდრე ცოცხალღა ვარ.
4 წავიდა კაცის საძებნად და ნახა რაფაელი, რომელიც ანგელოზი იყო, მან კი არ იცოდა. 5 და განვიდა ტობია ძიებად კაცისა, რათა წარვიდეს მის თანა ხუჟიკეთა მეცნიერი გზისა და ჰპოვა რაფაელ მდგომარე წინაშე მისა.
    6 და არა იცოდა, რამეთუ ანგელოზი ღმრთისა არს.
5 უთხრა მას: თუ შეგიძლია, წამომყვე მიდიის რაგეში და თუ იცნობ ამ ადგილებს? 7 და ჰრქუა მას ტობია: ძალ-გიცა მოსლვად ჩემ თანა რაგუელის ქუეყანასა ხუჟიკეთისისა? ანუ სრულ ხარა ადგილსა მას?
6 მიუგო ანგელოზმა: წაგყვები, - გზაც ვიცი და გაბაელთანაც, ჩემს მოძმესთანაც ვყოფილვარ სტუმრად. 8 ჰრქუა მას ანგელოზმან: მე წარგიძღუე და მეცნიერ ვარ გზისაცა და ვიცნობ გაბაელს, ძმასა ჩუენსა.
7 უთხრა ტობიამ: დამიცადე, ვეტყვი მამაჩემს. 9 და ჰრქუა მას ტობია: მგებდ მე აქა, ჭაბუკო, ვაუწყო მამასა ჩემსა, რამეთუ მიჴმს მე, რათა მოხჳდე ჩემ. თანა და მიგცე სასყიდელი შენი. და თქუა: აჰა, გელი შენ, არამედ ნუ ჰყოვნი.
8 უთხრა რაფაელმა: წადი და ნუ დაყოვნდები.    
9 შევიდა ტობია და უთხრა მამას: აჰა, მოვნახე კაცი. ვინც წამყვება. მან კი უთხრა: მოიყვანე ჩემთან, რათა გავიგო, რომელი ტომისაა და თუ სანდო თანამგზავრია. 10 და შევიდა ტობია და უთხრა ტობის, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: აჰა, ესერა, ვპოვე კაცი ძმათა ჩუენთაგანი, რომელი წარმოვიდეს ჩემ თანა. და ჰრქუა. მას: მომიწოდე მე აქა, რათა უწყოდი, რომლისა ტომისა არს, უკუეთუ სარწმუნო არს, რათა წარმოვიდეს შენ თანა.
10 დაუძახა მას ტობიამ და შევიდა იგი, მიესალმნენ ერთურთს. 11 და განვიდა ტობია და მოუწოდა მას და მოვიდა მისა და მოიკითხა იგი. ტობი პირველად და თქუა ანგელოზმან: მშჳდობა შენდა!
    12 და თქუა ტობი: რა მშჳდობა ჩემ ზედა? და მე კაცი მდაბალი ვარ. და უძლური თუალითა და ნათელსა ცისასა არა ვხედავ.
    13 ჰრქუა მას ტობი: ტობიას, ძესა ჩემსა, ნებავს წარსლვა ხუჟიკეთა. ძალ-გიცა მისლვა მის თანა? და ოდეს მოიქცე, სასყიდელი მოგცე და მიგცე შენ სასყიდელი შენი.
    14 და თქუა ანგელოზმან: ძალ-მიც, მრავალგზის ხუჟიკეთა სრულ ვარ, და გზანი მისნი ვიცნი და ყოველნი ველნი მისნი განმივლიან და ყოველთა მათთა მისთა მეცნიერ ვარ და შენდავე მივაქციო.
    15 და ჰრქუა მას ანგელოზმან: ადვილ არს უფლისა მიერ განკურნება შენი.
11 უთხრა ტობითმა: ძმაო, მითხარი, რომელი ტომიდან ხარ და სად არის შენი სამშობლო? 16

და ჰრქუა მას ტობი: რომლისა ტომისა ხარ და რომელთა მამათა, ძმაო?

12 უთხრა რაფაელმა: ტომსა და სამშობლოს ეძებ, თუ ქირის კაცს, რომ გაჰყვეს შენს ძეს? უთხრა ტობითმა: მსურს გავიგო, ძმაო, რომელი საგვარეულოდან ხარ და რა გქვია. 17 ხოლო მან ჰრქუა: რა გნებავს? ტომსა და მამულსა ეძიებ, ანუ სასყიდლით-მოდგინესა, რომელი წარვალს ძისა შენისა თანა? და ჰრქუა მას ტობი: ძმაო, ჭეშმარიტად მინებს ცნობად სახელი შენი, და რომლისა ნათესავისა ხარ შენ?
13

უთხრა მან: მე ვარ ყაზარია, ძე დიდი ხანანიასი, შენი მოძმისა.

18 და ჰრქუა ანგელოზმან მან: მე ვარ აზარია ანანიასი, სახლისაგან სედემისი დიდისა, ძმათაგან შენთა.
14 უთხრა ტობითმა: მშვიდობით იარე, ძმაო, ნუ შემომწყრები, შენს ტომსა და სამშობლოზე რომ გეკითხები. ჩემი მოძმე ყოფილხარ, კეთილი და ღირსეული საგვარეულოდან. მე ვიცნობდი ხანანიას და იათანს, დიდი შემაყიას ძეთ. ჩვენ ერთად წავედით იერუსალიმის თაყვანისსაცემად და მიგვქონდა თან ნათავარნი და მიწის ნაყოფთა მეათედი, არ შეგვიცოდავს ჩვენთა მოძმეთა ცოდვებით. კეთილი გვარი მოგდგამს, ძმაო. 19 და ჰრქუა ტობი: ცოცხლებით მოხუედ და ცხორებული, ძმაო, და ნუ განმირისხდები, რამეთუ ნათესავთაგან დიდისა ხარ შენ და მინებს ცნობად ჭეშმარიტად მამული შენი და აჰა, ესერა, ძმა ჩემი ხარ შენ და ნათესავისა კეთილისა და სახიერისა, ვიცოდე.
15 მაგრამ მითხარი, რა გადაგიხადო გასამრჯელო? თითო დრაქმას მოგცემ დღეში და რაც დაგჭირდებათ შენ და ჩემს შვილს. 20 და მითხარ მე: რა მიგცე შენ სასყიდელი დღისა, და საზრდელი შენი იყოს მსგავსად ძისა ჩემისა. და წარვედ ძისა ჩემისა თანა.
16 კიდევ დაგიმატებ გასამრჯელოს. მშვიდობით თუ დაბრუნდებით. 21

და მერმეღა შევსძინო სასყიდელსა შენსა ზედა. და ჰრქუა მას ანგელოზმან: ნუ გეშინინ! მე წარვიდე ძისა შენისა თანა, მოვიდეთ და მოვაქციოთ მშჳდობით.

    22 და მოუწოდა ტობი ძესა თჳსსა და ჰრქვა მას: შვილო, განვედ ძმისა შენისა თანა და მზა იყავ. ხოლო ღმერთმან, რომელი არს ცათა შინა, მიგიყვანენ თქუენ მშჳდობით და მოგაქციენ თქუენ ცოცხლებით და ანგელოზი მისი თანაგივიდოდენ თქუენ.
17 შეთანხმდნენ ამგვარად და უთხრა ტობიას: გაემზადე სამგზავროდ და კურთხეულ იყავით. გაემზადა შვილი სამგზავროდ და უთხრა მამამ: წადი ამ კაცთან ერთად. ზეციურმა ღმერთმა დაგილოცოთ გზა და მისი ანგელოზი დაგემგზავროთ. გავიდნენ ორივენი გზაზე და უკან გაჰყვა მათ ყმაწვილის ძაღლი. 23 და მზა-ყვეს საგზალი და წარემართნეს განსლვად და ამბორს-უყო მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მას ტობი: წარვედ ცოცხლებით. და ტიროდა დედა მისი და ჰრქუა ტობის: რასა წარავლინე ყრმა ესე? ანუ არა ეგე არს კუერთხი ჴელისა შენისა? და ესე განვალს და შემოვალს ჩუენ ზედა.
18 ხოლო ხანა, ყმაწვილის დედა, ტიროდა და ეუბნებოდა ტობითს. რატომ გაუშვი ჩვენი შვილი? ჩვენი ხელების ყავარჯენი არ იყო, როცა გადიოდა და შემოდიოდა ჩვენს წინაშე?    
19 ვერცხლს ვერცხლს კი ნუ უმატებ, არამედ ტალანად ჩათვალე იგი შვილის წინაშე. 24 ყოველი ვეცხლი ვეცხლსა ნუ ეწიოს, არამედ ნასხოვარ იყავნ ძისა ჩემისა,
20 რამდენი დღის სიცოცხლეც მოგვეცა უფლისაგან, საამისოდ საკმარისი გვაქვს. 25 ვითარცა მოცემულ არს ჩუენდა ცხორებაჲ უფლისა მიერ, ეგრეცა ვცხონდებით.
21 უთხრა ტობითმა: ნურაფერს იტყვი, დაო, მშვიდობით დაგვიბრუნდება და იხილავენ მას შენი თვალები. 26 და ჰრქვა მას ტობი: ნუ გეშინინ! ცოცხლებით მივიდეს და ცოცხლებით მოვიდეს ჩუენდა. ნუ გეშინინ, დაო!
22 რადგან კეთილი ანგელოზი დაემგზავრება მას და კურთხეული. იქნება მისი გზა და მშვიდობით მობრუნდება უკან. 27 ანგელოზი თანაუვიდოდის მათ და წარემართოს გზა მისი და მოიქცენ ცოცხლებით. მაშინ დასცხრა ტირილად დედა მისი.