ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მგზავრები საღამო ხანს მიადგნენ ტიგროს-მდინარეს და იქ შეისვენეს.

1

და განვიდა ყრმა იგი და ანგელოზი იგი და წარერთნეს და ძაღლი იგი მათ თანა. და მოვიდეს იგი ვიდრე ტიგრისამდე მდინარესა და დაადგრეს განსუენებად მუნ.

2 ყმაწვილი რომ ჩავიდა განსაბანად, ამოხტა მდინარიდან თევზი და დააპირა შთაენთქა ყმაწვილი. 2 და შთავიდა ყრმა იგი მდინარესა მას დაბანად პირისა და მოეხჳა თევზი ფერჴთა მისთა და ჴმა-ყო ყრმამან.
    3 და შეეშინა ტობიას, ღადად-ყო ჴმითა მადლითა: შემთქრა!
3 ანგელოზმა კი უთხრა მას: ამოიყვანე თევზი. დაიჭირა ყმაწვილმა თევზი და დააგდო მიწაზე. 4 და ჰრქუა მას ანგელოზმან: შებმა-უყავ და შეიპყარ ეგე. და შეიკრძალა თევზი იგი ყრმამან და აღმოიღო ჴმელად ქუეყანად.
4 უთხრა ანგელოზმა: გაკვეთე თევზი, ამოიღე გული, ღვიძლი და ნაღველი და ცალკე შეინახე. 5 ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას: განაპე ეგე და გამოიღე გული მაგისი და ნავღელი და ტყირპი და დადევ ეგე კრძალულად, რამეთუ საჴმარ არს ეგე წამლად.
5 შეასრულა ყმაწვილმა, რაც უთხრა ანგელოზმა. თევზი კი შეწვეს და შეჭამეს. 6 და ყო ეგრე ყრმამან. ხოლო თევზი იგი შეწვეს და შეჭამეს და ნეშტი იგი დამარხეს საგზლად. და წარვიდეს ორნივე იგი და მოვიდეს ვიდრე ხუჟიკეთამდე.
6 გაუდგნენ გზას ორივენი და მიადგნენ ეკბატანას.    
7 უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ-ღვიძლი და ნაღველი? 7 და ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: ძმაო აზარია, რასათჳს დავმარხეთ გული, ტყირპი და ნავღელი თევზისა?
8 უთხრა ანგელოზმა: გულ-ღვიძლი, თუკი ვინმვს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება. 8 წამალ არს გული, ტყირპი, ნავღელი კუმევად წინაშე კაცისა, რომლისა არიან შემთხუევა ეშმაკისა, გინა სულისა ბოროტისა და ივლტინ მისგან.
9 ნაღველი კი უნდა დააპკურო თვალებზე კაცს, ვისაც სითეთრე აქვს გადაკრული და განიკურნება. 9 და ნავღელი ცხებად თუალთა, რომელსა არნ თეთრი, შთაბერვად მას და განიკურნიან.
10 რაგეს რომ მიუახლოვდნენ, 10 და მიიწინეს ეკბატანად.
11

უთხრა ანგელოზმა ყმაწვილს: ძმაო, შევისვენოთ რაღუელთან. ისიც ხომ შენი ნათესავია. ერთადერთი ასული ჰყავს მას, სახელად სარა.

11 და ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას ჰრაგუელისასა: ჯერ-არს ჩუენდა განსუენებაჲ დღესა, რამეთუ კაცი იგი ნათესავი შენი არს და ასული ერთი უვის მას, ხილვითა კეთილ ფრიად, სახელი მისი სარა, და მე ვაზრახო მათ, რათა მოგცენ იგი შენ ცოლად.
12 სიტყვას ჩამოვუგდებ მასზე მის მშობლებს და მოგცემენ ცოლად, რადგან წესით შენ უნდა გერგოს იგი. აკი ერთადერთი შენა ხარ მისი გვარისა. 12

რამეთუ შენდა სამართალ არს მისი დამკჳდრებად და მოყვანებად იგი, რამეთუ შენდა მახლობელ არს იგი უმეტეს ყოველთა, და იგი მჴნე არს და გონიერი ფრიად და მამასა მისსა უყუარს იგი.

13 ახლა კი მისმინე: მე ჩამოვუგდებ სიტყვას მამამისს და რომ დავბრუნდებით რაგედან, გავმართოთ ქორწილი. რადგან ვიცნობ რაღუელს: მოსეს რჯულს არ გადავა და სხვა კაცს არ მისცემს თავის ასულს. რადგან სიკვდილის თანამდები იქნება, რადგან სხვებზე მეტად, წესით, შენ უნდა გერგოს იგი. 13 და აწ ისმინე და ვეტყოდე მამასა მის ქალისასა და ოდეს ვიქცეთ რაგავით, მაშინ ვყოთ ქორწილი მისი და ვიცი, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფოს რაგუელს სიტყჳს-გებად შენდა, რამეთუ შენდა არს თჳსობა მისი უფროს ყოველთა კაცთა, რამეთუ იცის, უკუეთუ მისცეს იგი სხუასა ქმარსა, თანამღებ არს სიკუდილისა სიმართლისაებრ წიგნისა მოსესისა. და მოვიყვანოთ იგი ღა მივიყვანოთ მამისა შენისა.
14 მაშინ უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, გამიგია, რომ ეს ქალიშვილი შვიდ ქმარს იყო აღთქმული და ყველა დაიღუპა სანთიობაში. 14 ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: მასმიეს, ძმაო, მისთჳს, რამეთუ მიცემულ არს იგი ქმართა და მოსწყჳდნა იგინი სასძლოსა შინა მათსა ღამე, რა შევიდიან მისა, რამეთუ მესმა, იტყოდეს, ვინმე, ვითარმედ ეშმაკმან მოსრნის იგინი.
15 მე კი ერთადერთი ვყავარ მამაჩემს და მეშინია, არ მოვკვდე სასიძოდ მისულ წინამორბედთა მსგავსად. ეს ქალი ხომ უყვარს ეშმაკს, რომელიც მხოლოდ იმას ერჩის, ვინც ამ ქალს მიეკარება. მეც მეშინია, არ მოვკვდე და არ გავუმწარო სიცოცხლე ჩემზე დარდით მამაჩემსა და დედაჩემს სიკვდილის წინ. 15 და აწ მეშინის მე ეშმაკისა მის, რამეთუ იპყრობნ იგი მას და მას არა ავნის, არამედ უკუეთუ ვისმე ჰნებავს მიახლებად მისა, მოკლის იგი. ნუუკუვ მო-ვე-კუდე და შთავჴადო სიბერე მამისა ჩემისა და დედისა ჩემისა სალმობით საფლავსა მათსა, რამეთუ იამავარი ვარი და ძე სხუა გინა ასული არა უვის მათ, რათა ოდეს მოსწყდენ, ვინ დაფლნეს იგინი?
16 უთხრა მას ანგელოზმა: ნუთუ არ გახსოვს სიტყვა, მამაშენმა რომ დაგაბარა, შენი გვარის ცოლი უნდა მოიყვანოო? ახლა მისმინე, ძმაო, რაკი შენთვის ცოლად არის იგი განკუთვნილი, ეშმაკის შიში ნუ გექნება - იმავე ღამეს მოგეცემა ის ასული ცოლად. 16 და ჰრქუა მას ანგელოზმან: არა გაჴსოვსა მცნება მამისა შენისა, რამეთუ გრქვა შენ მოყვანება ცოლისა სახლისაგან მამათა შენთასა? და აწ ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვიცი, ვითარმედ მოგცეს შენ
    17 და ნურა ზრუნვა-გიცნ ეშმაკისა მისთჳს.
17 როგორც კი შეხვალ სანთიობოში, აიღე სასაკმევლედან ნაკვერჩხალი და მოუკიდე თევზის გულღვიძლს და აკმიე. სუნი რომ ეცემა ეშმაკს, გაიქცევა და აღარ დაბრუნდება უკუნისამდე. 18 რაჟამს მოიყვანო იგი და შეხჳდე მისა საძლოსა, სამ დღე შორს იყავ მისგან, ნურარასა ჰყოფთ ლოცვისაგან კიდე ორნივე.
    19 და შემდგომად მათ დღეთა დადევ ცეცხლსა ზედა გული და ტყირპი თევზისა მის და უკმიე და განივლტეს ეშმაკი იგი.
    20 და მეორესა ღამესა წმიდათა მამამთავართა ეზიარებით.
    21 და მესამესა ღამესა კურთხევა მოგენიჭება ამისთჳს, რომ შვილნი თქუენგან არასნეულნი იშვებიან.
18 როცა დააპირებ ქალთან მიახლოებას, ორივენი შეევედრეთ მოწყალე ღმერთს, და გიხსნით და შეგიწყალებთ. ნურაფრის გეშინია, რადგან შენთვის არის განკუთვნილი ეს ქალი უკუნისამდე და შენ იხსნი მას. შენ გამოგყვება და მჯერა, რომ შვილები გეყოლება მისგან. 22 და მესამისა ღამისა შემდგომად შეხჳდე საწოლსა და ქალწული იპყარ სიყუარულად შიშითა უფლისათა წადილისათჳს შვილთა სხმისა, ვიდრეღა ჴორცთა მოსურნეობისათჳს ამისთჳს, რამეთუ კურთხევა აბრაჰამის ნათესავთა მოიღების ძეთა შენთა ზედა.
19 ეს რომ მოისმინა ტობიამ, შეიყვარა ქალი და მისი სული ძლიერ მიეწება მას.