ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შევიდნენ ეკბატანაში და მიადგნენ რაღუელის სახლს. სარა გამოეგება მათ და მიესალმა, მათაც სალამი უთხრეს და სახლში შეუძღვა მათ. |
1 |
და ვითარცა მოვიდეს იგინი ეკბატანად და მიიწივნეს ჰრაგუელისსა, პოვეს იგი მჯდომარე კართა წინაშე ეზოსათა, და მოიკითხეს იგი და მანცა მოიკითხნა იგინი და ჰრქუა მათ: ძმანო, მშჳდობით შემოხუედით სახლსა ძმისა თქუენისასა! და ვითარცა შევიდა სახიღ |
2 | უთხრა რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს: როგორ ჰგავს ეს ყმაწვილი ტობითს, ჩემს ნათესავს. | 2 | და ჰრქუა ჰრაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა; ვითარ ესე ჭაბუკი ჰგავს ტობის, ძმასა ჩემსა? |
3 | ჰკითხა მათ რაღუელმა: საიდან ხართ, ძმებო? მიუგეს: ნაფთალიანები ვართ, ნინევეში გადასახლებულთაგან. | 3 | ჰკითხვიდა მას ანნა და ჰრქუა: ვინანი ხართ თქუენ, ძმანო? ხოლო მათ თქუეს: ნინევით, ნატყუენავისაგანნი ძეთაგან ნეფთალიმისნი. |
4 | უთხრა მათ: იცნობთ, ტობითს, ჩვენს ძმას? მათ კი მიუგეს: ვიცნობთ. | 4 | და ანე ჰრქუა მათ: იცით ტობი, ძმა ჩუენი? ხოლო მათ თქუეს: ვიცით. |
5 | ჰკითხა: ჯანმრთელადაა? მათ მიუგეს: ცოცხალია და ჯანმრთელი. ხოლო ტობიამ თქვა: მამაა ჩემი. | 5 | და თქუა: ცოცხლებით არს: და უთხრა ტობი, ვითარმედ მამა მისი არს. |
6 | წამოდგა ფეხზე რაღუელი, გადაჰკოცნა და დალოცა იგი, უთხრა: ო, კეთილო და ღირსეული კაცის შვილო. რომ გაიგო ტობითის დაბრმავების ამბავი, შეწუხდა და ატირდა. | 6 | და აღდგა რაგუელ და ამბორს-უყო მას, ტიროდა. |
7 | და ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ, შვილო კაცისა კეთილისა და სახიერისაო, ჵ დიდთა ბოროტულ, რამეთუ დაბრმა კაცი მართალი, რომელი იქმოდა მოწყალებასა. და შეიტკბო ძე ძმისა თჳსისა და ტიროდა ქედსა მისსა ზედა და ამბორს-უყოფდა მას. | ||
7 | ტიროდა ყადნაც, მისი ცოლი და სარა, ასული მისი. გაუმასპინძლდნენ ტობიას საკადრისად. | 8 | და ანეცა, ცოლი მისი, და სარა, ასული მისი, ტიროდეს და შეიწყნარნეს იგინი გულსმოდგინედ. |
8 | დაუკლეს ცხვარი და დიდებული სუფრა გაუმზადეს. | 9 | და შემდგომად ზრახვათასა რაგუელ უთხრა. დაკლეს ვერძი და იბანნეს და ღასხდეს სერობად. |
9 | უთხრა ტობიამ რაფაელს: ძმაო ყაზარია, უთხარი რაღუელს, მომათხოვოს სარა, ჩემი და. | 10 | და თქუა ტობია: არა ვჭამო, არცა ვსუა, ვიდრემდის დაამტკიცო სიტყაჲ ჩემთჳს, |
10 |
გაიგონა ეს სიტყვა რაღუელმა და უთხრა ყმაწვილს: ჭამე და სვი, და გაიხარე. შენ შეგფერის ჩემი შვილის თხოვა. მაგრამ გეტყვი სიმართლეს. |
11 |
ვითარცა ესმა სიტყუანი ესე რაგუელს, შეშინდა ამისთჳს, რამეთუ შემთხუეოდა შჳდთა მათ ქმართა მისთა, რომელნი მის თანა შესულ იყუნენ, და ეშინოდა ამისიცა, რათა არა ეყოს მასცა. ამა ეჭჳსათჳს არარა სიტყუაჲ მიუგო. |
11 | შვიდ ქმარს იყო მითხოვებული და ვინც კი მიეკარებოდა მას, იმავე ღამეს კვდებოდა. ახლა კი გაიხარე. | ||
12 | და მიუგო ანგელოზმან მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ მისა მიცემად ამისთჳს, რომელ ვინათგან შიში აქუს ღმრთისა. ამისა ჯერ-არს მიყვანება ასულისა შენისა. ამისთჳს სხუათა ქმართა ვერ უძლეს შეხებად. | ||
13 | და ჰრქუა მას რაგუელ: მიმიცემიეს იგი შენდა სჯულისაებრ, რამეთუ ძმა ხარ ქალისა, და შენი არს. | ||
12 | უთხრა ტობიამ: საჭმელს არ მივეკარები, ვიდრე არ მოილაპარაკებთ და თანხმობას არ მომცემთ. თქვა რაღუელმა: ახლავე წაიყვანე იგი რჯულისამებრ. შენ ხარ მისი ძმა და შენია იგი. მოწყალე ღმერთმა მოგმადლოთ ყოველავე სიკეთე. | 14 | და მრწამს, რამეთუ ამისთჳს მოუვლინებიხარ. რათა შეერთდეთ თჳსსავე ტომთა სჯულისაებრ მოსესისა. |
13 | მოუხმო სარას, თავის ასულს და დაიჭირა მისი ხელი, მისცა ქალი ტობიას ცოლად და თქვა: აჰა, მოსეს რჯულისამებრ მიიღე იგი და მიიყვანე მამაშენთან. და დალოცა ისინი. | 15 | მოუწოდა სარას, ასულსა თჳსსა, და ეპყრა ჴელი მისი და მისცა იგი ტობიას ცოლად და ჰრქუა: აჰა, სჯულისაებრ მოსესსა მიიყვანე ესე მამისა შენისა თანა. და აკურთხნა იგინი. |
14 | მოუხმო ყადნას, თავის ცოლს, აიღო წიგნი, დაწერა პირობა და დაბეჭდა. | 16 | და მოუწოდა დედასა მისსა და ჰრქუა გამოღება წიგნისა და დაწერა წიგნი შერთვისა, რათა მისცეს იგი მას ცოლად სამართლისაებრ სჯულისა მოსესისა. და მოიღო მან, დაწერა და დაბეჭდა. |
17 | და მაშინ ჭამეს და სვეს და იხარებდეს წინაშე ღმრთისა. | ||
15 | მოუხმო რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს, და უთხრა: დაო, გაამზადე სხვა საძინებელი და შეიყვანე ასული. | 18 | და ჰრქუა რაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა: მზა-ყავ საუნჯე სხუაჲ და შეიყვანე ასული ჩუენი მუნ. |
16 | ასე გააკეთა ყადნამ, როგორც ეთქვა მას, და შეიყვანა იგი საძინებელში, და ატირდა. მიიღო ცრემლი თავისი ასულისა და უთხრა: | 19 | და მან ყო ეგრე და შეიყვანა იგი სასუენებელსა მას და შეიტკბო იგი, ტიროდა |
17 | გამაგრდი შვილო, მეუფე ცისა და მიწისა მოგანიჭებს შენ წყალობას ამ შენი დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო. | 20 | და თქუა: ნუ გეშინინ, ასულო! ყავნ ღმერთმან ცათამან ამას ღამესაწყალობა და მოგხედენ შენ და მოგეცინ შენ სიხარული მწუხარებისა მის წილ შენისა პირველისა. |