ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სადილი რომ დაასრულეს, შევიდა ტობია სარასთან.

1

და იყო, ვითარცა დაასრულეს განცხრომა იბი სიხარულისა, აღდგეს დაწოლად და შეიყვანეს ტობია სასუენებელად.

2 მიმავალმა გაიხსენა სიტყვები რაფაელისა და აიღო საკმეველთაგან ნაკვერჩხალი, მოუკიდა თევზის გულს და აკმია. 2 და მოეჴსენა ტობიას სიტყუაჲ იგი რაფაელისი, და მოიღო გული იგი და ტყირპი თევზისა მისისა და დაასხა იგი ნაკუერცხალსა მას საკუმეველთასა და სულმან თევზისამან გამოაძო ეშმაკი იგი და განეშორა ქალისა მისგან. და ივლტოდა იგი ზენა კერძო ეგჳპტისა ადგილთა.
3 როგორც კი იგრძნო ეშმაკმა სუნი, გაიქცა ზემო ეგვიპტეს და შეკრა იგი ანგელოზმა. 3 და რაფაელ შეკრა იგი მუნ.
4 როდესაც ჩაიკეტნენ ორივენი, ადგა ტობია სარეცლიდან და თქვა: ადექი, დაო, და ვილოცოთ, რათა წყალობა მოიღოს ჩვენზე უფალმა. 4 მას ჟამსა შინა ტობია ასწავლა ქალწულსა მას და ჰრქუა: სარა, აღდეგ და ვევედრნეთ ღმერთსა დღეს, ხვალე და ზეგე ამისთჳს, რომე სამთა ამათ ღამეთა ღმერთსა ვეზიარნეთ, და შემდგომად მესამისა ღამისა ვიქორწინნეთ ჩუენ.
    5 ჭეშმარიტად შვილნი ვართ წმიდათანი და არა ჯერ-არს შეყოფა ჩუენი, ვითარცა შეიყოფიან წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი.
    6 და აღდგენ ერთბამად მჴურვალითა გულითა და ევედრებოდენ, რათა მიეცეს მათ სიცოცხლე.
5 დაიწყო ტობიამ და თქვა: კურთხეულ ხარ, ღმერთო მამათა ჩვენთა, და კურთხეულია შენი წმიდა სახელი და განდიდებულია უკუნისამდე. 7 და თქუა ტობია: კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ შენი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნოთა! გაკურთხევდენ შენ ცანი და ყოველნი დაბადებულნი შენნი.
6 შენ შექმენი ადამი და შემწედ უძღვენი ევა, საყრდენად - ცოლი მისი. მათგან იშვა კაცთა მოდგმა. შენ თქვი: - არ არის კარგი კაცის მარტოდ ყოფნა, შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსიო. 8 და შენ შექმენ კაცი ადამ და მიეც მას შემწედ ცოლი, მსგავსი მისი, და ორთა მათგან იქმნა ნათესავი კაცთა და შენ სთქუ, ვითარმედ: არა კეთილ არს ყოფა კაცისა მარტოსა, არამედ უქმნეთ მაგას შემწე მსგავსი მისი.
7 და მეც, უფალო, არა სიძვისათვის მომყავს ცოლად ეს ჩემი და, არამედ ჭეშმარიტებით. ინებე შეწყალება ჩემი და მასთან შებერება. 9 და აწ, უფალო, შენ უწყი, რამეთუ არა სიძვით მოვიყვანებ დასა ამას ჩემსა, არამედ სამართალითა სჯულისათა, რათა შევწყალნეთ ჩუენ,
    10 გუაკურთხენ, უფალო, მე და ესე, და რათა თანად დავბერდეთ ჩვენ ურთიერთას მშჳდობით და მომცენ ჩუენ შვილნი კურთხევად. და ზოგად, თქუეს ამენი და დაიძინეს ზოგად მას ღამესა.
8 თქვა ამის შემდეგ: ამინ.    
9 და დაიძინა ორივემ იმ ღამეს.    
10 ადგა რაღუელი, წავიდა და გათხარა საფლავი, თან ამბობდა: ნუთუ ესეც მოკვდება? 11

და ჰრქუა რაგუელ მონათა თჳსთა მოთხრა საფლავისა ღამე.

    12 განიზრახვიდა, რამეთუ შეემთხჳოს, ვითარცა შეემთხჳა შჳდთა მათ კაცთა, რომელნი შევიდენ მის თანა.
11 შევიდა რაღუელი სახლში. 13 და განუმზადეს საფლავი და მოიქცა რაგუელ და ჰრქუა ცოლსა თჳსსა ანეს:
12

და უთხრა ყადნას, თავის ცოლს: გავგზავნოთ ერთი მხევალი და ნახოს, ცოცხალია თუ არა. თუ არა და დავმარხოთ და არავის ეცოდინება.

14 მიავლინე ერთი მჴევალთაგანი სასვენებლად და იხილენ, უკუეთუ მშჳდობით არიან.
13 წავიდა მხევალი, გააღო კარი და ნახა, რომ სძინავს ორივეს. 51 და მიავლინა ანე მჴევალი, და სანთელი აქუნდა ჴელსა მისსა და განაღო კარი სასვენებელისა და იხილა, რამეთუ ეძინა მათ ერთად მშჳდობით.
14 გამოვიდა და აუწყა, რომ ცოცხალია. 16 გამოვიდა და უთხრა, რამეთუ ცოცხალან. მიავლინა იგი ქმრისა თჳსისა და თქუა, ვითარმედ: მშჳდობით არიან.
15 აკურთხა რაღუელმა ღმერთი, თქვა: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, ყოველი წმინდა და ღვთაებრივი კურთხევით. გაკურთხონ შენ შენმა წმიდებმა, ყოველმა შენმა ქმნილებამ, ყოველმა შენმა ანგელოზმა, და რჩეელებმა გაკურთხონ შენ სამარადისოდ. 17 და აკურთხეს ღმერთი და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ, უფლალო ღმერთო ცათა და ქუეყანისაო, ყოვლითა კურთხევითა სრულითა და წმიდითა. და გაკურთხევდენ შენ ყოველნი ანგელოზნი შენნი, და ყოველნი დაბადებულნი შენნი, გაკურთხევდენ შენ ყოველნი რჩეულნი შენნი, გაკურთხევდენ შენ ყოველთა მიმართ საუკუნეთა. შენ ხარ, რომელმან ჰგუემი და ჰკურნი.
16 კურთხეულ ხარ, სიხარული რომ მომანიჭე და ისე რმოხდა, როგორც მეგონა, არამედ მრავალი შენი წყალობა მოიღე ჩვენზე. 18 კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, რამეთუ მახარე ჩუენ და არა მეყო ჩუენ ეგრეთ, ვითარ-იგი ვჰგონებდით. არამედ მრავლისაებრ წყალობისა შენისა ჰყავ ჩუენ თანა.
17 კურთხეულ ხარ, რადგან შეიწყალე ორი მხოლოდშობილი. მოიღე მათზე, მეუფეო, წყალობა; მშვიდობაში, სიხარულში და წყალობებში გაატარებინე მთელი სიცოცხლე. 19 კურთხეულ ხარ შენ, რომელმან აკურთხენ ორნი იამავარნი და მშობელნი მათნი, მოეც მათ წყალობაჲ და ცხოვრებაჲ და სრულ-ყავ ცხორებაჲ ამათი წყალობასა თანა სიხარულით.
18 მერე მოუხმო მსახურებს საფლავის ამოსავსესდ. 20

და მივიდეს მონანი იგინი და ჰრქუეს მაო, რათა მიასხან საფლავსა მას ვიდრე განთიადამდე, რათა არავინ აგრძნეს.

19 გაუმართა მათ თოთხმეტდღიანი ქორწილი. 21 და ანეს, ცოლსა თჳსსა, ჰრქუა, რათა მზა-ყოს პური დიდი და მისცეს მგზავრთაცა საზრდო.
    22 და მროწლად განრბიოდა იგი და მოიბნა ორნი ზუარაკნი და ოთხნი ვერძნი და ბრძანა მომზადება მათი.
20 ფიცი დაადებინა ტობიას რაღუელმა, არ წასულიყო ქირწილის დღეების გასრულებამდე, ვიდრე ქორწილის ოთხმეტი დღე არ გავიდოდა. 23 და მოუწოდა ტობიას და ეფუცა მას და ჰრქუა: არა განხჳდე სახლით ჩემით ვიდრე მეთოთხმეტედ დღედმდე, რათა ახარო სულსა ასულისა ჩემისასა სალმობიერსა.
21 მაშინ მიიღებდა ტობია რაღუელის ქონების ნახევარს და წავიდოდა მშვიდობით მამასთან. დანარჩენს კი მაშინ, როცა რაღუელი და მისი ცოლი დაიხოცებოდნენ. 24 და ზოგი მონაგებისა ჩემისა მიიღე მეყსეულად და წარვედ მშჳდობით მამისა შენისა და ნეშტი, რაცა იყოს სხუაჲ, ოდეს მოვსწყდეთ მე და ცოლი ჩემი, თქუენი არს. ნუ გეშინინ, შვილო, მე მამა შენი ვარ და ანე დედა შენი არს.