ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოუხმო ტობიამ რაფაელს და უთხრა: |
1 |
მაშინ მოხადა ტობია რაფაელსა, ჰრქუა მას: ძმაო აზარია, გევედრები, რათა მისმინო. |
2 | თუცა დაგემონო შენ, არცა იგი არს სასყიდელი შენი. | ||
2 | ყაზარია, ძმაო, წაიყოლე თან მსახური ბიჭი და ორი აქლემი და გაემგზავრე მიდიის რაგეში გაბაელთან და წამოიღე ვერცხლი, და ისიც მოიწვიე ქორწილში. | 3 | წარიბენ ამიერ ორნი აქლემნი და ოთხნი მონანი და წარვედ რაგად გაბაელისასა [!] და მიეც მას ჴელით-წერილი ესე, და მიიღე მისგან ვეცხლი იგი და მოიყვანე იგიცა შენ თანა ქორწილსა ამას. |
4 | შენ იცი, რამეთუ რაცხდეს მამა ჩემი დღეთა და, უკუეთუ ვყოვნოთ და დავაკლოთ დღე ერთ ოდენ, შეწუხნეს მამა ჩემი. | ||
3 | რადგან დამაფიცა რაღუელმა, არ წავიდე. | 5 | ჰრაგუელ ფუცა არა განტევება ჩემი ათოთხმეტ დღე, რათა ვიყოფოდი მე მათ თანა და ვერ ჴელ-მეწიფების შეურაცხ-ყოფად ფიცი მისი. |
4 | მამაჩემი კი ითვლის დღეებს და, თუ დიდხანს დავყოვნდები, დიდად შეწუხდება. | ||
5 | გაემგზავრა რაფაელი, მივიდა გაბაელთან და მისცა მას ხერწერილი. მან კი გამოიტანა დაბეჭდილი ქისა და ჩააბარა მას. | 6 |
მაშინ წარემართა რაფაელ და მონანი იგი მის თანა რაგად და მივიდეს გაბაელისა. და წარვიდა ხუჟიკეთს და პოვა რაგოელ და დაადგრეს მუნ. და მისცა რაფაელ ჴელით-წერილი იგი გაბაელს და მოუღო მას ვეცხლი იგი ყოველი. |
7 | აუწყა მას ტობიასთჳს, ძისა ტობისა, ვითარმედ მოიყვანა მან ცოლად ასული რაგუელისი. | ||
6 | განთიადზე დაადგნენ ორივენი გზას და მივიდნენ ქორწილში. აკურთხეს მათ ტობია და მისი ცოლი. | 8 | და არს იგი მუნ და ხადეს მასცა ქორწილსა მას, და მოვიდა იგიცა. და აღდგა ტობია და გაგაელ ამბორს-უყო. და გაბაელ იტირა და აკურთხევდა ღმერთსა. |
9 | და ჰრქუა: ღმერთმან ისრაჱლისამან გაკურთხოს შენ, რამეთუ ძე ხარ. კაცისა კეთილისა და მოშიში ღმრთისა და მოწყალების-მქნელისა. | ||
10 | და კურთხეულ იყოს მამა-დედა შენი და ცოლი შენი. | ||
11 | და იხილოთ თქუენ შვილნი თქუენნი და შვილისშვილნი თქუენნი ვიდრე მესამე და მეოთხე ნათესავამდე და თესლი თქუენი კურთხეულ იყოს ღმრთისაგან ისრაჱლისა, რომელი უფალ არს უკუნითი უკუნისამდე. | ||
12 | და ყოველთა თქუეს ამენი და მივიდეს პურობად, არამედ შიშითა უფლისათა ყვეს ქორწილი იგი. |