ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს; უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში. |
1 |
ითხოეთ წჳმაჲ უფლისაგან ჟამიერად მსთუაჲ და მცხეუედი, უფალმან ქმნნა საოცარნი და წჳმაჲ საზამთროჲ მისცეს მათ, თითოეულსა მწუანვილსა ველისა შორის |
2 | რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან; ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი. | 2 | მით, რამეთუ აღმომჴმობელთა თქუნეს შრომანი, და მისანთა ხილვანი მტყუარნი თქუნეს და მესიზმრენი ნუგეშინის-სცემდეს ცუდთა, ამისთჳს განჴმეს სამწყსო და იგუემნეს, რამეთუ არა იყო კურნებაჲ. |
3 | მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას - იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში. | 3 | განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მწყემსთა ზედა და კრავთა ზედა მივიხილო, და ზედ მიიხილოს უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, სამწყსოსა მისსა, სახლსა იუდაჲსსა და დააწესნეს იგინი, ვითარცა ცხენნი მისნი შუენიერნი ბრძოლასა შინა. |
4 | მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი, მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი ერთიანად. | 4 | და მისგან ზედ მოიხილა, და მისგან განაწესა, და მისგან მშჳლდი გულისწყრომითი, და მისგან გამოვიდეს ყოველნი მდევნელნი მის შორის. |
5 | იქნებიან როგორც გმირები, ქუჩის ტალახივით გამთელავნი ბრძოლაში; იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გააწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ. | 5 | და იყვნენ, ვითარცა მებრძოლნი მთრგუნველნი თიჴასა გზათა ზედა ბრძოლასა შინა და განეწყუნენ, რამეთუ უფალი მათ თანა და სირცხჳლეულ იქმნენ აღმავალნი ცხენთა. |
6 | გავაძლიერებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს; დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალე ისინი; და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვვბინოს, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და შევისმინე მათი. | 6 | და განვაძლიერო სახლი იუდაჲსი და სახლი იოსებისი ვაცხოვნო. და დავამკჳდრნე იგინი, რამეთუ შევიყუარენ იგინი. და იყოს, ვითარსახედ არ გარემივაქციენ იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და შევისმინო მათი. |
7 | გმირივით გახდება ეფრემი და გახალისდება მათი გული, თითქოს ღვინისაგან; დაინახავენ ამას მათი შვილები და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული უფალში. | 7 | და იყვნენ, ეითარცა მბრძოლნი ეფრემისნი. და მხიარულ იყოს გული მათი, ვითარცა ღჳნისა მიერ და შვილთა მათთა იხილონ და იშუებდენ და იხარებდეს გული მათი უფლისა მიერ. |
8 | დავუსტვენ მათ და თავს მოვუყრი, რადგან გამოვისყიდე ისინი; და ბევრნი გახდებიან, როგორც ბევრნი იყვნენ. | 8 | აღვნიშნნე იგინი და შევიწყნარნე იგინი მით, რამეთუ ვიჴსნი მათ და განმრავლდენ, ვითარ-იგი იყუნეს მრავალ. |
9 | მე გავაბნიე ისინი ხალხებში და შორეულ ქვვყნებში გამიხსენებენ; იცხოვრებენ თავიანთ შვილებთან ერთად და დაბრუნდებიან. | 9 | და განვსთესნე იგინი ერთა შორის და შორიელნი მომიჴსენებდენ მე. განზარდნენ შვილნი მათნი და მოაქცინენ. |
10 | დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან და აშურიდან გამოვკრებ მათ; გალაადის ქვეყანაში და ლიბანში მივიყვან მათ და ადგილი არ ეყიაფათ. | 10 | და მოვაქცინე იგინი ქუეყანით ეგჳპტისაჲთ და ასურასტანელთაგან, შევიწყნარნე იგინი და გალაადიტისა მიმართ და ლიბანისა მიმართ შევიყვანნე იგინი და არა შესცთეს მათგანი არცა ერთი. |
11 | გადაუვლის ბობოქარ ზღვას და დაჰკრავს ზღვაში მის ტალღებს, ამთშრება ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს. | 11 | და შევიდენ ზღჳსა შორის იწროჲსა და დასცნენ ზღჳსა შორის ღელვანი და განჴმენ ყოველნი სიღრმენი მდინარეთანი. და აღებულ იქმნეს ყოველი გინება ასსურასტანელთაჲ და სკიპტრაჲ ეგჳპტისაჲ მოისპოს. |
12 | გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით, ამბობს უფალი. | 12 | და განვაძლიერნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა და სახელისა მიმართ მისისა იქადოდიან, - იტყჳს უფალი. |