ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში. |
1 |
და აღვიხილენ თვალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, მამაკაცი და ჴელსა შინა მისსა საბელი სასაქუეყანისმზომელი. |
2 | ვკითხე: სად მიდიხარ-მეთქი? მითხრა: იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე. | 2 | და ვთქუ მისდამი: სადა წარხუალ შენ? და თქუა ჩემდამო: განზომად იერუსალიმისა, ხილვად, რაოდენი სივრცე მისი და რაოდენი არს სიგრძე. |
3 | აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად. | 3 | და, აჰა, ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის დადგა და ანგელოზი სხუა გამოვიდოდა შემთხუევად მისსა |
4 | უთხრა მას: გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი: გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო, მასში რომ არის. | 4 | და თქუა მისდამი მეტყუელმან: რბიოდე და თქუ ჭაბუკისა მის მიმართ მეტყუელმან: ნაყოფიერად დაემკჳდროს იერუსალიმი სიმრავლისაგან კაცთა და საცხოვართა მის შორისთაჲსა. |
5 | მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში. | 5 | და მე ეიყო მისდა, - იტყჳს უფალი, - ზღუდე ცეცხლისა გარემოჲს და დიდებად ვიყო შორის მისსა. |
6 | ჰოი, ჰოი, ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი, რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, ამბობს უფალი. | 6 | ჵ, ჵ, ივლტოდე ქუეყანით ბღუარით, - იტყჳს უფალი, - რამეთუ ოთხთაგან ქართა შეგკრიბნე თქუენ, - იტყჳს უფალი. |
7 | ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ! | 7 | სიონად აღიწიენით. განერნეთ დამკჳდრებულნი ასულსა ბაბილონისასა |
8 | რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია. | 8 | მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკანა დიდებისა მიმავალნი მე წარმართთა ზედა წარმტყუენეელთა თქუენთა მით, რამეთუ შემხები თქუენი, ვითარცა შემხებელი გუგასა თუალისა მისისასა. |
9 | რადგან, აჰა, მოვუქნევ ხელს და მათი ყმების ნადავლად იქცევიან; მიხვდებიან, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა. | 9 | მით, რამეთუ, აჰა, მე მივაწევ ჴელსა ჩემსა მათ ზედა და იყვნენ ტყუე მმონებელთა მათთა. და სცნათ, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, მომავლინა მე. |
10 | იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში, ამბობს უფალი. | 10 | ძნობდი და იშუებდ, ასულო სიონისაო, ამისთჳს, რამეთუ, აჰა, მოვალ და დავიმკჳდრო საშუალ შენსა, - იტყჳს უფალი. |
11 | მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან. | 11 | და მოივლტოდიან ნათესავნი მრავალნი უფლისა მიმართ მას დღესა შინა და იყუნენ მისდა ერად და დაეშენნენ შენ შორის. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან გამომავლინა შენდა მომართ. |
12 | დაიმკვიდრებს უფალი იუდას თავის წილხვედრად წმიდა მიწაზე და კვლავ აირჩევს იერუსალიმს. | 12 | და დაიმკჳდროს უფალმან იუდაჲ და ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა წმიდასა და აღირჩიოს მერმე იერუსალიმი. |
13 | იყუჩოს ყოველმა ხორციელმა უფლის წინაშე, რადგან, აჰა, გაიღვიძა მან თავის წმიდა სამყოფელში. | 13 | ეშინოდედ ყოველსა ჴორცსა პირისაგან უფლისა, რამეთუ აღდგების ღრუბელთაგან წმიდათა მისთა. |