ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი. |
1 |
და მოვიქეც და იხილეს თუალთა ჩემთა: და, აჰა, მანგალი მფრინვალე. |
2 | მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი მე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით - ათი წყრთა. | 2 | და თქუა ჩემდამო: რასა ხედავ შენ? და ვთქუ: მე ვხედავ მანგალსა მფრინვალესა, სიგრძით წყრთათა ოცთასა. |
3 | მითხრა: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი; რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად. | 3 | და თქუა ჩემდა მომართ: ესე წყევაჲ გამომავალი პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა მით, რამეთუ ყოველი მპარავი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს. და ყოველი ცრუფიცი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს. |
4 | გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას. | 4 | და განვასწორო იგი, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და შევიდეს იგი სახიდ მპარავისა და სახით მფუცავისა სახელსა ჩემსა ცრუსა ზედა და დაარღჳოს საშუალ სახლისა მისისა და მოასრულოს იგი და ძელნი მისნი და მოასრულნეს ქვანი მისნი. |
5 | გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს. | 5 | და განვიდა ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის და თქუა ჩემდამო: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე გამომავალი ესე. |
6 | ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე. | 6 | და ვთქუ: რაჲ არს? და მრქუა: ესე საზომი გამომავალი. და თქუა: ესე უსამართლოება ყოველსა შორის ქუეყანასა მათსა. |
7 | აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში. | 7 | და, აჰა, ტალანტი ბრპენისაჲ აღღებული. და, აჰა, დედაკაცი ერთი ჯდა საშალ საზომისა |
8 | თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედა. | 8 | და თქუა: ისი არს უსჯულოება. და დააგდო იგი საშუალ საზომისა და შთაუგდო ქვაჲ ბრპენისაჲ პირსა მისსა. |
9 | ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ; და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას შორის. | 9 | და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე. და, აჰა, ორნი დედანი გამომავალნი და სული ფრთეთა შორის მათთა და მათ აქუნდეს ფრთენი, ვითარცა ფრთენი ოფოფისანი, და აღიღეს საზომი საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა. |
10 | ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული? | 10 | და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: სადა მიიღებენ ისინი საზომსა? |
11 | მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი. | 11 | და ჰრქუა ჩემდამო: აღშენებად მისდა სახლსა ქუეყანასა შინა ბაბილონისასა და განმზადებად და დადვან იგი მუნ, განმზადებასა ზედა მისსა. |