ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, ქისლესის, ოთხში.

1

და იყო მეოთხესა წელსა დარიოსის ზე მეფისა და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ მეოთხესა თთჳსა მეცხრისასა, რომელ არს ხასილევი.

2 გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე 2 და მიავლინა ბეთელად სარასარ და რაგომელიქ მეფემან და კაცთა მისთა მოწყალე-ყოფად უფლისა
3 და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო? 3 და თქუმად მღდელთა მიმართ მყოფთა სახლსა შინა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და წინაწარმეტყუელთა მიმართ მეტყუელმან: შემოვიდა აქა თთუესა მეხუთეს სიწმიდე, ვითარ-იგი დაყუნეს, ეგერა, კმანი წელნი.
4 იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 4 და იქმნა სიტყუა უფლისა ძალთაჲსა ჩემდამო მეტყუელი:
5 უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით? 5 თქუ ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა და მღდელთა მიმართ მეტყუელმან: იმარხვიდეთ თუ, ანუ ჰგოდებდეთ მეხუთეთა შინა, ანუ მეშჳდეთა შინა თთუესა და, აჰა, სამეოცდაათნი წელნი ნუთუ მარხვაჲ იმარხეთა ჩემდაჲ.
6 როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ? 6 და უკუეთუ სჭამოთ ანუ სუათ, არა თქუენ სჭამთა და თქუენ სუამთ?
7 განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი დასახლებული და უზრუნველი იყო, როცა მისი ქალაქები მის გარშემო, სამხრეთი (ნეგები) და დაბლობი (შეფელა) დასახლებული იყო? 7 არა ესე არიანა სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი ჴელითა წინაწარმეტყუელთა წინაპართაჲთა, ოდეს იყო იერუსალიმი დამკჳდრებული და წარმართებული დაქალაქი გარემოჲს მისსა და მთობი და ველობი დამკჳდრებულ იყო?
8 იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ ნათქვამი: 8 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ მეტყუელი:
9 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს; 9 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, მეტყუელი: სასჯელი სამართალი საჯეთ და წყალობასა და მშჯავრსა იქმოდეთ კაცნი მოყუსისა მიმართ თჳსისა
10 ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის. 10 და ქურივსა და ობოლსა და მწირსა და მკოდოვსა ნუ ჰმძლავრობთ. და უკეთურებასა ძმისა თჳსისასა ნუ ძჳრისჰმოჴსენეობთ თითოეული თუალთა შინა თქუენთა.
11 მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს, რომ არ ესმინათ; 11 და ეურჩნეს ყურადღებად და მისცეს ზურგი შეურაცხისმყოფელი და ყურნი მათნი დაიმძიმნეს არშესმენად
12 გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც იყო დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან. 12 და გულნი მათნი დააწესნეს ურჩებად, არშესმენად სჯულისა ჩემისა და სიტყუანი, რომელნი მიავლინნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, სულისა მიერ მისისა ჴელითა წინაწარმეტყუელთა პირველთათა; და იქმნა რისხვა დიდი უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა.
13 და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას, ამბობს ცაბაოთ უფალი. 13 და იყოს ვითარსახედ თქუა და და ისმინეს მისი, - ეგრეთ ღაღადებდენ და არ შევისმინო, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, -
14 გავფანტე ისინი ყველა ხალხს შორის, რომელსაც არ იცნობდნენ, და გატიალდა მიწა მათ შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და სანუკვარი ქვეყანა უდაბნოდ აქციეს. 14 და განვჴადნე იგინი ყოველთა მიმართ წარმართთა, რომელნი არა უწყოდნეს და ქვეყანაჲ უჩინო იქმნეს უკანაგან მათსა, არა ვინ იყოს განმვლელისაგან დამქცევისა და დააწესეს ქუეყანა რჩეული უჩინოსაქმნელად.