ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს), |
1 |
ნეშტი სიტყჳსა უფლისაჲ ქუეყანასა შინა სედრაქს და დამასკისა მსხუერპლი მას მით, რამეთუ უფალი ზედა ხედავს კაცთა და ყოველთა ტომთა ისრაჱლისათა |
2 | და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ. | 2 | და ემათ, საზღუართა შორის მისთა, ტჳროსი და სიდონი, მით, რამეთუ იზრახეს ფრიად. |
3 | აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით. | 3 | და აღაშენნა ტჳროსმან სიმაგრენი მისნი და დაიუნჯა ვეცხლი, ვითარცა მიწა და ოქროჲ, ვითარცა თიჴა გზისა. |
4 | აჰა, უფალი ცარიელზე დასტოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება. | 4 | ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: დაიმკჳდრნეს იგინი და დაჴადოს ზღუად ძალი მისი და იგი ცეცხლისა მიერ განილიოს. |
5 | იხილავს აშკელონი და შეეშინდება, ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი; გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. | 5 | იხილოს ასკალონმან და შეეშინოს და ღაზამა შეელმეს ფრიად და აკკარონმან, რამეთუ ჰრცხუენა ქმნილსა ზედა მისსა და წარწყმდეს მეფე ღაზით დ ასკალონი არდამკჳდრებულ იქმნნეს. |
6 | უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნობას; | 6 | და დაემკჳდრნენ სხუაჲ ნათესავნი აზოტეს შინა და დავამჴუა გინება უცხოტომთა. |
7 | პირიდან გამოვგლეჯ სისხლს და სისაძაგლეებს კბილებს შორიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი ებუსეველის მსგავსად შეირაცხება. | 7 | და აღვიღო სისხლი მათი პირისაგან მათისა და საძაგელებანი მათნი საშუალისაგან კბილთა მათთასა, ხოლო დაუშთენ ესენიცა ღმერთსა ჩუენსა და იყვნენ, ვითარცა ათასისთავი იუდაჲს შორის, აკკარონი, ვითარცა იებუსელი. |
8 | შემოვაკავებ ჩემს სახლს ლაშქრისგან დასაცავად, მიმსვლელ-მომსვლელისგან, და აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ამიერიდან ჩემი თვალით ვხედავ მას. | 8 | და მოუგუარო სახლსა ჩემსა აღმართებაჲ, არა სიარულად, არცა კუალადქცევა, და არა მივიდეს მათ ზედა არღა მერმე მდევნელი; მით, რამეთუ აწ ვიხილე თვალთა მიერ ჩემთა. |
9 | იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. | 9 | იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ, ასული იერუსალჱმისაჲ. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშჳდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა. |
10 | ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე. | 10 | და მოსრას ეტლები ეფრემისაგან და ცხენები იერუსალჱმისაგან და მოისპოს მშჳლდი საბრძოლელი და სიმრავლე და მშჳდობა წარმართთაგან. და ემთავროს წყალთა ვიდრე ზღუადმდე და მდინარეთა მომვლელთა ქუეყანისათა. |
11 |
შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას. |
11 |
და შენ სისხლითა აღთქმისა შენისათა განავლინენ კრულნი შენნი მღჳმისაგან არმქონებელისა წყალსა. |
12 | დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ. | 12 | და დაისხნენ სიმაგრესა შინა კრულნი შესაკრებელისანი და ნაცვლად ერთისა დღისა მსხემობისა შენისა უკუნსცნენ მრჩობლნი |
13 | რადგან მშვილდივით მოვიზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს; აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ! | 13 | მით, რამეთუ მოგირთხენ თავისა ჩემისა მშჳლდად იუდა, გარდაუცუ, ეფრემ, და აღვადგენ შვილთა შენთა, სიონ, შვილთა ზედა ელლენთასა და გამოგიძევ შენ, ვითარცა მახჳლსა მბრძოლისასა, |
14 | უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში. | 14 | და იყოს უფალი მათ ზედა. და გამოვიდეს, ვითარცა ელვა, ისარი, და უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, ნესტჳსა მიერ დანესტოს და ვიდოდის ძრვისა მიერ ქადებაჲ მისი. |
15 | ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ; შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს; ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს; აივსებიან სასხურებელ თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით. | 15 | უფალი, ყოვლისა მპყრობელი, შეეწევის ამათ, და განჰლევენ მათ და შთაჰფლვენ მათ ქვათა მიერ შურდულისათა და შესუმენ სისხლსა მათსა, ვითარცა ღჳნოსა, და აღავსებენ ფიალთა, ვითარცა საკურთხეველსა. |
16 | იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას? რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე. | 16 | და აცხოვნეს იგინი უფალმან ღმერთმან დღესა შინა, ვითარცა ცხოვარნი, ერი მისი მით, რამეთუ ქვანი წმიდანი გორვენ ქვეყანასა ზედა მისსა, |
17 | ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს - ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს. | 17 | რამეთუ, რაჲცა სახიერ მისსა, და რაჲცა კეთილ მისსა იფქლი ჭაბუკიდთა და ღჳნოჲ მსულნელობი ქალწულთა. |