ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება და მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება. |
||
2 | ღვინო და ქალები აუკუღმართებს გონიერთ და მეძავებთან საქმის დამჭერი მეტისმეტად თავაშვებულია. | ||
3 | მღილი და მატლი დაეუფლებიან მას და თავაშვებული სული წარიწყმიდება. | ||
4 | მალემრწმენი ჭკუამსუბუქია და ვინც სცოდავს, საკუთარ თავს ვნებს. | ||
5 | გულისთქმას აყოლილს მსჯავრი დაედება, ვნებათა წინააღმდგომი სიცოცხლეს დაიგვირგვინებს. | ||
6 | ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს. | ||
7 | ნურასოდეს გაიმეორებ სიტყვას და არასოდეს არაფერი დაგეკარგება. | ||
8 | ნურც მეგობარს და ნურც მტერს ნუ ეტყვი და, თუ შენთვის ცოდვა არ არის, ნუ გაამჟღავნებ. | ||
9 | რადგან მოგისმენს ვინმე და დაგიდარაჯდება, გავა დრო და შეგიძულებს. | ||
10 | მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს. | ||
11 |
სულელს ისე ატკივებს სიტყვა, როგორც მშობიარეს შობადი ჩვილი. |
||
12 | რაღა ბარძაყში გარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა სულელის გულში. | ||
13 | ჰკითხე მეგობარს, იქნებ მას არ ჩაუდენია; და თუ ჩაიდინა, მომავალში ნუღარ ჩაიდენს. | ||
14 | ჰკითხე მახლობელს, იქნებ არ უთქვამს და თუ თქვა, ნუღარ გაიმეორებს. | ||
15 | ჰკითხე მეგობარს, რადგან ხშირად იბადება ცილისწამება, და ყველა სიტყვას ნუ ირწმუნებ. | ||
16 | ზოგი სცოდავს, მაგრამ არა სულით, ენით კი ვის არ შეუცოდავს? | ||
17 | ჰკითხე შენს მახლობელს, ვიდრე დაემუქრებოდე, და უზენაესის განგებას გზა მიეცი. | ||
18 | |||
19 | |||
20 | ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა. | ||
21 | |||
22 |
ბოროტის ცოდნა არაა სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ. |
||
23 | არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძაგლეა, და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია. | ||
24 | ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთისმოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს, მაგრამ რჯულის დამრღვევს. | ||
25 | რაღა საფუძვლიანი, მაგრამ უსამართლო სიჭკვიანე, და რაღა მადლის წახდენა განაჩენის გამოტანისას. | ||
26 | არის ცბიერი, მწუხარებით თავჩაქინდრული, მაგრამ შიგნით სავსეა ვერაგობით. | ||
27 | სახეს მალავს და მოიყრუებს, მაგრამ სადაც არ ელი, იქ მიგასწრებს. | ||
28 | თუ კაცი შეუძლებლობის მიზეზით ვერ სცოდავს, დროს იპოვნის და ბოროტებას მაინც ჩაიდენს. | ||
29 | კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი - სახის გამომეტყველებით შეხვედრისას. | ||
30 | სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს. |