ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიბრძნე თავის თავს განადიდებს და თავის ხალხში შეიქება.

   
2 პირს გახსნის უზენაესის საკრებულოში და მისი მხედრობის წინაშე შეიქება.    
      იგავი
3 მე გამოვედი უზენაესის პირიდან და ნისლივით დავფარე დედამიწა.   მე პირისაგან მაღლისა გამოვედ და, ვითარცა ნისლმან, დავფარე ქუეყანა. მე მაღალთა შინა დავემკჳდრე და საყდარი ჩემი სუეტსა ღრუბლისასა. სიმრგულე ცისა მოვლე მარტომან და სიღრმესა უფსკრულთასა ვიდოდე ღელვათა ზღჳსათა, ყოველსა ქუეყანასა და ყოველსა ზედა ერსა და ნათესავსა მოვიგე, ამისა შემდგომად განსასუენებელსა ვეძიებდ. ვისსა განვისუენო
4 მაღალზე დავდგი ჩემი კარავი და ჩემი ტახტი სვეტზე ღრუბლისა.    
5 მარტომ შემოვიარე ზეცის სიმრგვალე და მოვვლე სიღრმენი უფსკრულისა.    
6 ზღვის ტალღებში მთელს დედამიწაზე ყოველი ხალხში და ტომში მოვიხვეჭე დოვლათი.    
7 ყველა მათგანში ვეძებე განსვენება, ვის სამკვიდროებში დავბინავებულიყავი.    
8 მაშინ მიბრძანა მე ყოველთა დამბადებელმა, ჩემმა შემქმნელმა, და საბოლოოდ განმიჩინა კარავი და მითხრა: იაკობში დაივანე და ისრაელში დამკვიდრდიო.    
9 უწინარეს საუკუნისა, დასაბამითვე, შემქმნა მე და უკუნისამდე არ გავთავდები.    
10 წმინდა კარავში ვიმსახურე მის წინაშე და სიონში ასე განვმტკიცდი.    
11 ასევე თავის საყვარელ ქალაქში მომასვენა და იერუსალიმში იყო ჩემი ხელმწიფება.    
12

გავიდგი ფესვი სახელგანთქმულ ხალხში, წილხვედრილში უფლისა, რომელიც დაიმკვიდრეს მათ.

   
13 ავმაღლდი, როგორც კედარი ლიბანში, და როგორც კვიპაროსი ჰერმონის მთებზე.    
      იგავი
14 ავმაღლდი, როგორც ფინიკი ენგადში, და როგორც ბუჩქები ვარდისა იერიქონში, როგორც მშვენიერი ზეთისხილი ველზე და როგორც ჭადარი ავმაღლდი. 14

ვითარცა ნაძჳ ლიბანისა, ავმაღლდი და ვითარცა სარო... ვითარცა ფინიკი, ავმაღლდი. და ვითარცა ნერგი ვარდისა, ვითარცა ზეთისხილი შუენიერი ველსა ზედა ავმაღლდი, და ვითარცა ძელი ქვა

15 გამოვეცი კეთილსურნელება, როგორც დარიჩინმა და ასპალანთმა და როგორც რჩეულმა გუნდრუკმა ამო სურნელი მოვფინე, როგორც ხალბანმა, ონიქსმა და შტახსმა და როგორც საკმევლის კვამლმა კარავში. 15 და ვითარცა კინამო, ვითარცა ასფილადნი სულნელთა და ვითარცა მურმან რჩეულმან მივფინე სულნელება; ვითარცა ქალბანა და ფრჩხილი და გუნდრუკი საკმეველი კარავსა შინა
16 გავშალე რტოები, როგორც ბელეკონმა და ჩემი რტოები დიდებისა და მადლის რტოებია. 16 მე, ვითარცა ბელეკონმან განვირთხენ შტონი ჩემნი და შტონი ჩემნი შტონი დიდებისა და მადლისანი
17 მე წარმოვშვი მადლი, როგორც ვაზმა და ჩემი ყვავილები დიდებისა და დოვლათის ნაყოფია. 17 მე, ვითარცა ვენაჴმან, აღმოვაცენე მადლი და ყუავილი ჩემი, ნაყოფი დიდებისა და სიმდიდრისა
18   18  
19 მოდით ჩემთან, მსურველნო ჩემნო, და გაძეხით ჩემი ნაყოფით. 19 მოვედით ჩემდა, რომელთა გსურის ჩემდა და ნაყოფთა ჩემთაგან აღივსენი
20 რადგან ჩემი გახსენება თაფლზე უტკბესია და ჩემი დამკვიდრება გოლეულზე გემრიელია. 20 რამეთუ საჴსენებელი ჩემი უფროს თაფლისა ტკბილ არს და სამკჳდრებელი ჩემი უფროს თაფლისა გოლეულისა; რომელნი ჭამდენ
21 ჩემ მჭამელთ კიდევ მოშივდებათ და მსმელთა ჩემთა კიდევ მოსწყურდებათ. 21 მერმე შიოდისვე და რომელნი სუმიდენ, მერმე სწყუროდისვე; რომელი მერჩდეს, არა ჰრცხუენოდის,
22 მსმენელი ჩემი არ შერცხვება და ჩემით მუშაკნი არ შესცოდავენ. 22 რომელნი იქადოდიან ჩემდა მომართ, არა ცოდონ.
23 ყოველივე ეს უზენაესი ღვთის აღთქმის წიგნია, რჯული, რომელიც მოსემ მემკვიდრეობად გვიანდერძა ჩვენ, იაკობის საკრებულოს.    
24      
25 ის ავსებს სიბრძნით, როგორც ფისონი და როგორც ტიგრისი მწიფობის დღეებში.    
26

ის ავსებს გონებით, როგორც ევფრიტი და როგორც იორდანე მკის დღეებში.

   
27 ის ასხივებს მოძღვრებას, როგორც ნათელი და როგორც გეონი რთვლის დღეებში.    
28 პირველმა ვერ შეიმეცნა იგი სრულად და ასევე ვერ ჩასწვდება მას უკანასკნელიც.    
29 რადგან ზღვის უვრცესია მისი აზრი და მისი განგება უფსკრულზე ღრმაა.    
30 მე კი, როგორც რუსხმული მდინარიდან და როგორც ნაკადული გავედი წალკოტში.    
31 ვთქვი, მოვრწყავ-მეთქი ჩემს ბაღს და დავათრობ ჩემს კვლებს. და აჰა, რუსხმული ჩემი მდინარედ იქცა, მდინარე ჩემი კი - ზღვად.    
32 კვლავ გამოვანათებ სწავლებას, როგორც განთიადს და შორს გავაბრწყინებ მას.    
33 კვლავ გადმოვღვრი მოძღვრებას, როგორც ქადაგებას და დავუტოვებ მას თაობებს საუკუნოდ.    
34 ხომ ხედავთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავმშვრალვარ, არამედ ყოველი მძებნელისთვის.