ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მე, მამას, მისმინეთ, შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ. |
||
2 | რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა. | ||
3 | მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება | ||
4 | და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი. | ||
5 | მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება. | ||
6 | მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს. | ||
7 | როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს. | ||
8 | საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე. | ||
9 | რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის. | ||
10 | ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის შეურაცხყოფა. | ||
11 | რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა. | ||
12 | შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. | ||
13 | თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას, | ||
14 | რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები. | ||
15 | შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები. | ||
16 |
მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან. |
||
17 | შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს. | ||
18 | რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი. | ||
19 | რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი. | ||
20 | შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ. | ||
21 | რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება. | ||
22 | შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია. | ||
23 | რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება. | ||
24 | გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ და საფრთხის მოყვარული მასში ჩავარდება. | ||
25 | გულქვას სალმობანი დაამძიმებს და ცოდვილი ცოდვაზე ცოდვას მიუმატებს. | ||
26 | განსაცდელი ქედმაღლისათვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში. | ||
27 | გონიერი გული იგავს მიხვდება და მსმენელი ყური სიბრძნის მწყურვალია. | ||
28 | აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს განწმედს გულმოწყალება. | ||
29 | წყალობისათვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის. |