1 |
თუ სუფრის უფროსად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი მათ შორის, როგორც
ერთი მათგანი; ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი,
|
|
|
2 |
როცა ყოველ საქმეს აღასრულებ, რაც გევალება, რათა მათით
გაიხარო და რიგიანი გაძღოლისთვის გვირგვინი მიიღო. |
|
|
3 |
ისაუბრე, წინამძღოლო, რადგან ეს შეგეფერება დარბაისლური
ცოდნით, და მუსიკასაც ნუ დააბრკოლებ. |
|
|
4 |
როცა უსმენენ, ენად ნუ გაიკრიფები და ნუ ბრძენობ უდროო
დროს. |
|
|
5 |
როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის
კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას. |
|
|
6 |
როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის
ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას. |
|
|
7 |
ისაუბრე, ჭაბუკო; თუ საჭირო შეიქენი, თქვი ორიოდე სიტყვა,
როცა შეგეკითხებიან; |
|
|
8 |
თქვი უმთავრესი, მცირედით მრავალი, და იყავი მცოდნე და
შეგეძლოს დუმილის დაცვაც. |
|
|
9 |
დიდებულთა შორის ყოფნისას მათ თავს ნუ გაუტოლებ და ნუ
მრავალსიტყვაობ, როცა სხვა საუბრობს. |
|
|
10 |
ქუხილს ელვა უსწრებს წინ, ხოლო მორიდებულ კაცს - კეთილგანწყობა. |
|
|
11 |
დროულად წამოდექ და ბოლო ნუ იქნები, სახლისკენ იჩქარე და
ნუღარ შეყოვნდები. |
|
|
12 |
იქ გაერთე და ისე მოიქეცი, როგორც გსურდეს, მაგრამ ქედმაღლური სიტყვით ნუ შესცოდავ. |
|
|
13 |
ამისთვის დალოცე შენი შემქმნელი და თავისი სიკეთით შენი კმამყოფელი.
|
|
|
14 |
უფლის მოშიში შეიწყნარებს შეგონებას და დილაადრიანად
ამდგარნი წყალობას იპოვნიან. |
|
|
15 |
რჯულის მძებნელი მისით აღივსება, ხოლო თვალთმაქცი მასში
დაბრკოლდება. |
|
|
16 |
უფლის მოშიშნი სამართალს იპოვნიან და ნათელივით გააბრწყინვებენ მსაჯულებას.
|
|
|
17 |
ცოდვილი კაცი თავს აარიდებს მხილებას და შენდობასაც
თავისი ნებისამებრ მოიპოვებს. |
|
|
18 |
გონიერი კაცი განსჯას არ უგულებელყოფს, უგუნურსა და
ამპარტავანს კი შიში ვერ შეარყევს. |
|
|
19 |
დაუფიქრებლად ნურაფერს გააკეთებ და, თუ გააკეთებ,
სინანულს ნუ მოჰყვები. |
|
|
20 |
ნუ გაემართები ნანგრევების გზით, რათა ქვას ფეხი არ
წამოჰკრა. |
|
|
21 |
ნუ მიენდობი სწორ გზასაც. |
|
|
22 |
და უფრთხილდი თვით შენს შვილებსაც კი. |
|
|
23 |
ყოველ საქმეში შენს სულს მიენდე, რადგან ესაა მცნებათა
დაცვა. |
|
|
24 |
რჯულის მოესავი მცნებებს უფრთხილდება და უფლის მოიმედე არ
დაზარალდება. |
|
|