ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უფლის მოშიშს არ შეემთხვევა უბედურება, არამედ კვლავ და კვლავ იხსნის განსაცდელისგან. |
||
2 | ბრძენი კაცი რჯულს არ შეიძულებს, მისი თვალთმაქცურად დამცველი კი ქარიშხალში მოხვედრილი ხომალდივითაა. | ||
3 | გონიერი კაცი იწამებს რჯულს და რჯულიც სარწმუნოა მისთვის, როგორც პასუხი ურიმისა. | ||
4 | მოამზადე სიტყვა და მაშინ მოგისმენენ, შეაუღლე ცოდნასთან და გაეცი პასუხი. | ||
5 | ეტლის ბორბალია ბრიყვის გული და მისი აზრები - მბრუნავი ღერძი. | ||
6 | ულაყ ცხენსა ჰგავს მქირდავი მეგობარი: ვინც არ უნდა შეაჯდეს, ჭიხვინებს. | ||
7 | რატომღა სჯობს ერთი დღე მეორეს, თუ ყოველი დღის ნათელი წელიწადში მზისგანაა? | ||
8 | უფლის სიბრძნით განიყვნენ ისინი, მან განასხვავა არენი და დღესასწაულნი. | ||
9 | მათგან ზოგნი აამაღლა და წმიდაჰყო, ზოგნი კი სადაგ დღეთა რიცხვს მიაკუთვნა. | ||
10 | ყოველი ადამიანი მიწისგანაა და მიწისგან შეიქმნა ადამიც. | ||
11 | მაგრამ ყოვლისმცოდნე უფალმა დაყო ისინი და განასხვავა მათი გზები. | ||
12 |
მათგან ზოგნი აკურთხა და აამაღლა, ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა, სხვანი კი დაწყევლა და დაამდაბლა და მიაქცია ისინი მათი ადგილიდან. |
||
13 | როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ვის ნებაზეცაა დამოკიდებული მისი ყველა გზა, ასევე ადამიანებიც მათი შემოქმედის ხელშია და ისიც მიაგებს მათ თავისი განგების მიხედვით. | ||
14 | როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე და სიკვდილს - სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს - ცოდვილი. | ||
15 | ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან. | ||
16 | და მე უკანასკნელმა ვიფხიზლე, როგორც მცვრეველმა მკრეფავთა კვალზე, | ||
17 | და ღვთის კურთხევით მაინც ვიმარჯვე და ყურძნის მკრეფავთა მსგავსად მეც ავავსე საწნახელი. | ||
18 | იცოდეთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავშვერი, არამედ ყველასთვის, ვინც ცოდნას ეძებს. | ||
19 | შეისმინეთ ჩემი, ერის დიდებულნო და საკრებულოს წინამძღვარნო, ყურად იღეთ: | ||
20 | შვილსა და ცოლს, ძმასა და მეგობარს ნუ დაისვამ თავზე შენს სიცოცხლეში. სხვას ნუ მისცემ შენს ქონებას, რათა არ შეინანო და არ მისტიროდე. | ||
21 | სანამ ცოცხალი ხარ და პირში სული გიდგას, სხვას ნურავის დაუთმობ შენს ადგილს. | ||
22 | რადგან უმჯობესია შვილებმა გთხოვონ, ვიდრე შენ უყურებდე შვილებს ხელებში. | ||
23 |
ყველა შენს საქმეში პირველი იყავი და ლაქას ნუ წააცხებ შენს ღირსებას. |
||
24 | შენი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს და აღსასრულის ჟამს გაანაწილე მემკვიდრეობა. | ||
25 | საკვები, ჯოხი და ტვირთი - ვირს; პური, წვრთნა და საქმე კი - მსახურს. | ||
26 | დაასაქმე მონა და იპოვი მოსვენებას, გაუხსნი ხელებს და თავისუფლებას ეცდება. | ||
27 | ხარის ქედს უღელი და აპეურები მოდრეკენ, ცბიერ მსახურს კი - ბორკილები და წყლულები. | ||
28 | მიუჩინე მას საქმე, რათა არ გაზარმაცდეს, რადგან მრავალი ბოროტება უსწავლებია მცონარობას. | ||
29 | დააყენე საქმეზე, როგორც მას შეეფერება და, თუ არ დაგემორჩილა, მძიმე ბორკილები დაადე. | ||
30 | მაგრამ ნურცერთ ხორციელს ნუ მოსთხოვ ზედმეტს და განუსჯელად ნურაფერს გააკეთებ. | ||
31 | თუ გყავს მსახური, შენსავით იყოს, რადგან სისხლით გყავს შეძენილი. | ||
32 | თუ გყავს მსახური, ძმასავით მოექეცი, რადგან დაგჭირდება, როგრც საკუთარი სული. | ||
33 | თუკი ბოროტად მოექეცი მას და ისიც ადგება და გაიქცევა, რომელ გზაზე დაუწყებ ძებნას? |