1 |
ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები.
|
|
|
2 |
რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა
სიზმრების მოიმედე. |
|
|
3 |
სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება
სახისა სახის პირისპირ. |
|
|
4 |
უწმინდურისგან რა განიწმიდება და სიცრუისგან რა
გამართლდება? |
|
|
5 |
მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და
მშობიარესავით აოცნებებენ გულს. |
|
|
6 |
თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილი
უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ. |
|
|
7 |
რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი
მოიმედენი. |
|
|
8 |
რჯული აღსრულდება ამ სიცრუეთა გარეშე და სიბრძნე
სრულიქმნება მორწმუნის პირით. |
|
|
9 |
მოხეტიალე კაცმა ბევრი იცის, და მრავალნაცადი გონივრულს
გვაუწყებს. |
|
|
10 |
ვინც გამოუცდელია, მცირემცოდნეცაა, ხოლო ვინც იხეტიალა, ცოდნაც გაიმრავლა. |
|
|
11 |
მრავალი რამ მინახავს ჩემი ხეტიალისას და ბევრად მეტი
ვიცი, ვიდრე ვამბობ. |
|
|
12 |
მრავალჯერ სიკვდილს მივწურვილვარ, მაგრამ გამოცდილების წყალობით გადავრჩენილვარ. |
|
|
13 |
უფლის მოშიშთა სული იცოცხლებს, რადგან მათი სასოება მათი
მხსნელია. |
|
|
14 |
უფლის მოშიში არაფერს შეუშინდება და არც სიმხდალეს გამოიჩენს, რადგან უფალია მისი
იმედი.
|
|
|
15 |
ნეტარია სული უფლის მოშიშისა. ვის უჭირავს იგი და ვინ
არის საყრდენი მისი? |
|
|
16 |
უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს; ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე
საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი
შებრკოლებისას და შემწე დაცემისას, |
|
|
17 |
აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა,
მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა. |
|
|
18 |
გასაკიცხია მსხვერპლი, უსამართლოდ მონახვეჭისგან
შეწირული, და შეუწყნარებელია ურჯულოთა ძღვენი. |
|
|
19 |
უღვთოთა შესაწირავს უზენაესი არ მიითვლის სათნოდ და არც
მსხვერპლშეწირვათა სიმრავლე მიატევებინებს ცოდვებს. |
|
|
20 |
რაღა შვილის დაკვლა მამის წინაშე და რაღა მსხვერპლის
შეწირვა ღარიბ-ღატაკის ქონებიდან. |
|
|
21 |
გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა, მისი წამრთმეველი
კი სისხლისმსმელია. |
|
|
22 |
ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია; და ვინც
მოჯამაგირეს ჯამაგირს ართმევს, სისხლისმღვრელია. |
|
|
23 |
თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ გარდა
დაღლისა? |
|
|
24 |
თუ ერთი ლოცულობს და მეორე იწყევლება, ვის ხმას შეისმენს
მეუფე? |
|
|
25 |
ვინც განიბანება გვამის შეხების შემდეგ და ისევ შეეხება
მას, რას მოიგებს ამ განბანვით? |
|
|
26 |
ასევე თუ თავისი ცოდვებისთვის მარხული კაცი კვლავ წავა და
იმასვე ჩაიდენს, ვინ გაიგონებს მის ვედრებას? რას მოიგებს ამ დამდაბლებით? |
|
|